მორჩა სწავლა!
მორჩა?
მართლა მორჩა?
მორჩა კი? :((
უფ, რავიცი რავიცი (შეცდომა არ გეგონოთ, ასე იწერება)
აი აქ დავდიოდი ყოველდღე 2007ის ოქტომბრიდან.
არა ყოველდღე არა. ნუ, კვირაში რამდენჯერმე.
დილას, შუადღეზე, საღამოს, დილას, შუადღეზე, საღამოს… შაბათს… კვირას არა.
ხო, ეს კიდევ მენზაა, უფრო სწორად გზა მენზისკენ, ანუ მუშათა, უპს სორრი, სტუდენტთა იაფიანი სასადილოსაკენ.
ამ ძეგლით შთაგონებული თუ არ წახვედი, ისე რა გაჭმევს მაკარონს სტანდარტული გერმანული ფხვნილის სოუსით, ან ბრინჯს იგივე სოუსით, ან ხორცს ისევ იგივე სოუსით, ან გრეჩიხას…
არა ვიტყუები, გრეჩიხა არ იციან აქ, გრეჩიხა ლიკანში უყვართ ნამეტნავად. ნეტა ყაზახებსაც უყვართ? მგონი იმათ იყიდეს მე-4 სამმართველოდ ცნობილი, ჯაან ქუულ და სვეცკი სასტუმრო, თუმცა მსგავსი დაბალი ხარისხის მომსახურება და ნესტის სუნი ბაკურიანშიც არ მინახავს 25 დოლარად, ან ურეკში…
წავედი ეხლა მე.
ოთახი უნდა მივალაგო, ბარგი ჩავალაგო, ხვალ სხვა ბინაში გადავიდე, რაც მთავარია სამაგისტროს რა თემაზე ვწერ, უნდა მოვიფიქრო… ეჰ
ხვალ მარიამობაა. გილოცავთ! :)) მშვიდობა ჰქონოდეს მარიამის წილხვედრ ქვეყანას…








მეც გილოცავ მარიამობას და აბა, შენ იცი – კარგი თემა მოიფიქრე… :)))სულ ურუსებო საქართველო გვქონოდეს… ;)
ამინ!მადლობა, ვცდილობ კარგი თემა მოვიფიქრო და უფ… აღარ მინდა ფიქრი :Dp.s. ბლოგ ლისტში დაგამატებთ.
არასოდეს გაპატიებ ლიკანის შეურაცხყოფას!:D ჩემი რიგით მეორე საყვარელი ადგილია მსოფლიოში თბილისის შემდეგ, დიახაც, ეგ შენი ნაძაგები მეოთხე სამართველოა ჩემთვის სამოთხე:)))და სხვათაშორის ვეღარც ყაზახები აკეთებენ მანდ რამეს მე როგორც ვიცი და საერთოდ რა ხდება, წესიერად მეც ვერ გავიგე:(
არ მაპატიებ და ნუ მაპატიებ, მეც ვერასოდეს გაპატიებ ეგ პენსიონერული ძალად სვეცკი ადგილი რომ მოგწონს ამ ევოპაში განავლელ კაცს :D
დიდი მადლობა, ეკა, ბლოგ ლისტში დამატებისთვის…არ შეგარცხვენ და სულ კარგად მოვიქცევი ხოლმე… :)))