ფერმა რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია ფეისბუქზე, ეს უკვე ძველი ამბავია.
სასაცილოა, მაგრამ ძროხებს, ღორებს და კვახ-კომბოსტოს ერთნაირი მონდომებით უვლიან ყველაზე “სვეცკებიც” და ყველაზე “სოფლელებიც”. ასეთი შემართებით ნამდვილ სოფლის მეურნეობას რომ შევსეოდით, თურქეთის სათბურებში ქოქოსის ფხვნილში მოყვანილ ღმერთმაუწყისრამოდიფიცირებულ პომიდორს და სომხეთის ხრაშუნა, დუტ სტაფილოებს არ მივაკვდებოდით.
თუმცა, ქართული სოფლის მეურნეობა ცალკე თემაა, თან მტკივნეული. ახლა ცოტა სახალისო (ვისთვის კი სატირალ) ამბავს დავუბრუნდეთ:
რამდენიმე თვის წინ, ბულგარეთის ერთ-ერთი ქალაქის საბჭოს წევრი, დიმიტარ კერინი სკანდალში გაეხვა. იგი საბჭოს წევრობიდან სხდომების დროს ფერმის (a.k.a. Farmville) თამაშის გამო გაათავისუფლეს. საბჭოს თავმჯდომარემ იგი რამდენჯერმე გააფრთხილა, შეეწყვიტა ფერმის თამაში, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, მოთმინებიდან გამოსულმა კიდევ ერთმა კოლეგამ, ფორმალურად დააყენა წინადადება მისი საბჭოდან წევრის მოვალეობებიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან, მისი აზრით, კერინს “მეტი დრო სჭირდებოდა თავისი ვირტუალური ფერმის მისახედად”.
საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, დიმიტარ კერინს წევრობა შეუწყვიტეს და ბოლო სიტყვის უფლებაც დაუტოვეს. თავდასაცავად, აწ უკვე ყოფილმა საბჭოს წევრმა ასეთი არგუმენტი მოიშველია: “მარტო მე კი არ ვთამაშობდი ფერმას, აგერ ბატონო, ჩემი კოლეგა დეპუტატი უკვე 46-ე ეტაპზე გასული, მაშინ, როცა მე სულ რაღაც 40 ეტაპი ძლივს, გაჭირვებით გადავლახეო!” :D






:D :D :D მე სადღაც 27-28-მდე ვიჱავი მისული, მერე ვეღარ ვიცლიდი, დამიხმა ყველაფერი, მერე საჩუქრებით ამიკლეს და მერე დავლოკე :D
მე ძალიან მოსაწყენი მომეჩვენა ეგ თამაში, დღემდე ვერ ვხვდები რამ მიიზიდა ხალხი, მართლა ძროხები და ღორები თუ უნდათ, მაგის მეტი რაა.
მაგას pet society ჯობდა, საყვარელი ცხოვრელი მაინც მყავდა, ტანსაცმელს ვუცვლიდი, ვბანდი :D ერთ-ერთი მოსაწყენი ახალი წელი მაგასთან ერთად გავატარე :D მაგრამ დიდხანს ეგეც ვერ ავიტანე, ალბათ ახლა კვდება ჭუჭყში :D
I could make out some of things out of this post. I also wonder how people are being attracted to virtual than real. (I myself also victim of the same :) ..hehe being tech savy) . Other day I was just talking to my friend, how it would it been wonderful if everyone playing this game plant one flower/some plant in their backyard. it will give them more/real fun and will help environment also. Surely I will plant one on this week-end :)
Happy blogging, I admire your enthusiasm and consistency to write so many things :))
omg, Sach ! how come you managed to understand all the content, I guess, you checked the link and read the English source or used google translator :D
that’s so nice of you, I’m so happy to read English comments below my Georgian posts :)))
I agree with your idea, but.. who cares, Farmville is much easier to play :))
thanks again :)))
Pingback: Tweets that mention ძროხები და ღორები ქალაქის საკრებულოში | Je m'appelle Eka -- Topsy.com
ააააააააა, დაგლიჯა!
ჩვენთან ასე იქნება: შსს ითამაშებს Mafia Wars-ს, კულტურის, ლტოლვილთა სამინისტროები და ქალი დეპუტატები უფრო Pet Society-ს მიეძალებიან და სოფლის მეურნეობა/გარემოს დაცვა მთლად Farmeville-ზე გადავა :დ
შსს-ს თავისი თამაში აქვს უკვე, კაი ხნის წინ გააკეთეს, როგორც მახსოვს, სიუჟეტიც იყო ;) რაღაც ქაუნთერის მაგვარი უნდა იყოს :)
სოფლის მეურნეობას კი ნამდვილად არ აწყენს ფარმვილის თამაში, იქნებ შევიდნენ სოფლის მეურნეების როლში და მარტო ტრაქტორებთან მინისტრის პოზირება რომ არ კმარა, მიხვდნენ :)