13 ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოდან
ეპიზოდი 1. ბოლო გამოცდა.
5 აგვისტო. ბოლო გამოცდა ჩავაბარეთ. ცხელა. ახლა 6 კვირა საბოლოო ნიშნებს უნდა ველოდოთ. დღეს მაგნუსთან დიდი party-ა. ხვალ კი უმრავლესობა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება, მე საქართველოში არ/ვერ მივდივარ. ამსტერდამში უნდა გადავბარგდე 2 თვით, დროებით სამუშაოზე, იურიდიულ ფირმაში.
party გვიანობამდე გრძელდება. ღამის 4 საათია. ზოგიერთს მოშივდა.
ჟ.მ.: – ქალაქში ერთადერთი Bäckerei ყოფილა ღია, მივდივართ.
მე: – მივდივართ? მეც მოვდივარ? სხვა ვინ მიდის?
ჟ.მ.: – აი ესენი.
მე: – მაგათთან ერთად მე არ წამოვალ, ხომ იცი რომ არ წამოვალ. მე არ მოვდივარ. (იმედი მაქვს, რომ თვითონაც არ წავა, ის კი დემონსტრაციულად ტრიალდება და მიდის)
ცოფებს ვყრი, ისეთი სახე მაქვს, შუა გზიდან აზრს იცვლის და ყველანი სახლებისკენ მივდივართ. სკანდალს ვაწყობ.
მე: – ხვალ, თქვენ, თითქმის ყველანი საკუთარ ქვეყნებში მიდიხართ, როცა დაბრუნდებით, მე ალბათ ჰოლანდიაში ვიქნები, შეიძლება ვერც გნახოთ და რა დროს შიმშილი, ბექერაი და დაუმშვიდობებლად წასვლაა?
ჟ.მ.: – ეკა, მე ხვალ გვიან მივდივარ, თან 3 კვირაში ვბრუნდები და ჩვენ ბრიუსელში მივდივართ კონცერტზე ერთად!
მე: – 3 კვირაში? 3 კვირა იცი რამხელა დროა? არავინ იცის რა მოხდება 3 კვირაში, მე ისიც არ ვიცი რა მოხდება ხვალ!!! read more
მიშაზე, ზანგებზე და სვანებზე
რამდენიმე დღეა ქართული პრესა (და მგონი უკვე მსოფლიოც) აჭრელდა ნიუსებით ჩვენი პრეზიდენტის “რასისტულ” გამონათქვამზე ”აბა, ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით?”-ო.
რამდენიმე დღეა მავანნი ამტკიცებენ, პრეზიდენტს შავკანიანების შეურაცხყოფა აზრად არ ჰქონია, უბრალოდ დამკვიდრებული იდიომა გამოიყენა დაჩაგვრის და ცუდად მოქცევის საილუსტრაციოდო. მავანთ კი გულწრფელად სჯერათ, რომ სააკაშვილი ისეთი რასისტია, ჯიბეში კუ-კლუქს-კლანის წევრის მოწმობა უდევს და შავკანიანთა ზიზღმა თვით ჩვენი მამა და მარჩენალის, ბარაქ ობამას კანის ფერიც კი დაავიწყა. read more
სამძიმარი შატილს, მთას და მთელს საქართველოს…
2007 წლის ოქტომბერი იყო. 2 კვირაში გერმანიაში მივდიოდი, მთელი ერთი წლით, ნოსტალგია უკვე წინასწარ მქონდა ყელში ბურთივით გაჩხერილი.
ერთ დღეს პაატამ მომწერა, 2 დღით შატილში მივდივართ, 1 ადგილი მაქვს და უნდა წამოხვიდეო. პაატას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ შატილში სულ სხვა პაატა გავიცანი, სამშობლოზე და განსაკუთრებით მთაზე შეყვარებული პაატა. მაგრამ ეს ამბავი პაატაზე არაა. ეს ამბავი სხვა ადამიანებზეა, ვინც იქ პირველად ვნახე და შემიყვარდა.
ეს არ იყო უბრალო ექსკურსია, სადაც ადამიანები გაერთობიან და შემდეგ ერთმანეთს მხოლოდ სურათებით იხსენებენ. ეს იყო დაუვიწყარი 2 დღე დანარჩენ საქართველოს სრულიად მოწყვეტილ მხარეში – პირიქითა ხევსურეთში. read more
ხომ შეიძლება ქუჩაში თვით მე(!) გადაგეყაროთ? ანუ ჩემი და ლაშას გაცნობის ისტორია
მოგეხსენებათ, თბილისი პატარაა ქალაქია, სულ რაღაც “მილიონტრისტა” მაცხოვრებლით.
არა მარტო თბილისი, საქართველოც პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მსოფლიოც, ძალიან ძალიან პატარა.
იმდენად პატარა, რომ გერმანიის უკიდურეს სამხრეთში, მერერარომ ქართველებით სავსე ქალაქ საარბრუკენში, ღამის 4 საათზე, არაქართველებით სავსე კლუბში ერთხელ ვიღაც, ჩემი არ იყოს ცოტა შეზარხოშებული შავპანამიანი კაცი მომადგა და დამარცვლით, ჩემს მშობლიურ ენაზე მკითხა:
– შენ ეკა არ გქვია? read more
არც ერთი იყო ლიბერალი და არც მეორე მართ(ლ)მადიდებელი, ანუ რბილი “ლ”–ს გამო ატეხილი აურზაური
ბევრი ვიფიქრე, გამემეტებინა თუ არა საკუთარი ბლოგი იმ მარაზმის მიმოხილვისთვის, რაც ბოლო 1 კვირაა საქართველოში ტრიალებს. თან საწერი სხვაც ბევრი მაქვს, რაც შეიძლება უფრო მეტადაც მაწუხებს, მაგრამ გაცლის ვინმე სხვაზე ფიქრს, წერას და კითხვას?
მოკლე შესავალს გავაკეთებ, მათთვის, ვინც ოდესმე, მომავალში შემოიხედავს ამ პოსტზე და ვერ გაიგებს რა ხდება. read more
რაღაცნაერად შევაჯამოდ შეცთომები, ოღონდ გაბრთხილებთ, შეურაწყობათ არ მიიღოდ! ;)
ეს პოსტი შუაღამეზე, ლოდინის და უსაქმურობის ჟამს იქმნება, სათაურიც თითიდან გამოწოვილია, ყურადღების მისაქცევი. სამაგიეროდ, გამომადგება მოგვიანებით, გული მიგრძნობს, ხშირად დავპოსტავ ხოლმე ამიერიდან ამ ლინკს მინი საპროტესტო აქციის ჩატარების ნაცვლად ინტერნეტ-სივრცეში ![]()
მაგრამ, სჯობს მივყვეთ თავიდან. უბრალოდ მომინდა ჩამომეწერა რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რომლის დანახვისთანავე თვალთ “მიბლენდება” და მაჟრიალებს და რომლებიც, ვატყობ, სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ჩვენი თანამედროვეების (მათ შორის პატივსაცემი და განათლებული ადამიანების) წერასა და მეტყველებაში.
მაშ ასე, დავიწყოთ: read more
თქვენი ანგარიში დეაქტივირებულია! პატივისცემით, Facebook-ის ადმინისტრაცია :)))
ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში, აი მაშინ, დენი რომ დღეში ერთხელ მოდიოდა (თავი რომ არ დაევიწყებინა), ჩვენს ოჯახშიც, ისევე როგორც ბევრგან, გაზის ან ნავთის ლამპა იყო ოჯახური და ხანდახან სამეზობლო თავშეყრის ადგილიც. მაგიდის გარშემო შემომსხდრები “სემიჩკას” ვაკნატუნებდით, ვჭორაობდით და ხანდახან ათას სისულელეზე ლექსების წერაში შეჯიბრსაც ვაწყობდით (ამ “ლექსებს” ოდესმე აუცილებლად დავდებ
). მერე, მამაჩემი მოდიოდა სამსახურიდან და სიგნალის გაგონებიდან მე-5 სართულზე ამოსვლამდე შუალედში მაგიდის შუაგულში გაზეთზე დაგროვილი “სემიჩკის” ნაჭუჭებს(თეფშები უბრალოდ არ იტევდა
) ისტერიული სისწრაფით ნაგვის ურნაში ვტენიდით
read more
ჩვენთან ასე მხოლოდ სასტუმროებს უვლიან, ან… სასაფლაოებს
ეს გერმანული სოფლებია, თან გერმანიის არცთუ მდიდარი მხარის – ზაარლანდის ჩვეულებრივი სოფლების ჩვეულებრივი ეზოები.
აგვისტოში, ომის შემდგომ პერიოდში ერთ ჩემსავით სტიპენდიაშემოლეულ ქართველ სტუდენტთან ერთად რეკლამები დავარიგე, 3 დღე გავქაჩე, მეტი ვერა ![]()
ერთი ხეირი კი ვნახე – ამ უმზეო ქვეყანაში ცოტა გავირუჯე, და ცოტაც გავერთე სახლების და განსაკუთრებით ეზოების თვალიერებით… read more
3 ამბავი სიკვდილზე, ფოტოგრაფებზე და მსოფლიო წარმატებაზე
ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს აფრიკელი ბავშვის და მისი სიკვდილის მომლოდინე სვავის ეს ფოტო. ფოტო პირველად New Your Times-ში გამოქვეყნდა და ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რედაქტორს შემდეგ ნომერში სპეციალური განმარტების გაკეთება მოუხდა. ფოტოს ავტორის, სამხრეთამერიკელი ფოტოგრაფის – კევინ კარტერის ინფორმაციით, ბავშვმა მიაღწია საკვების გამცემ ობიექტამდე და გადაურჩა ფრინველს. read more
მორფი და ნარკომანების ქვეყანა
ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ, მძაფრად შევიგრძენი რა პრივილეგიები აქვს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას.
არა, მე არ ვამბობ რომ სხვაგან უკეთესი იქნებოდა ჩემს შემთხვევაში, არ ვიცი, არ გამომიცდია, საბედნიეროდ. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ჯობია მოვყვები, ნარკომანების ქვეყანაში როგორ ვერ ვიშოვე მორფინი, ე.წ. მორფი. read more
დღეიდან
დღეიდან შემიძლია გვიან დავიძინო, – არავის გავაღვიძებ
ხმამაღლა ვილაპარაკო, ჩავრთო მუსიკა, კიბეებზე ქუსლებით ვიბრაგუნო, – ხმაური არავის შეაწუხებს
არ ვიმორიგეო სახლში, როცა დედიკო და მაია სხვაგან იქნებიან
შაბათს სადაც მინდა წავიდე
დავჯდე საწოლ ოთახში, ჩავრთო კომპიუტერი – არავინ მეტყვის თავს ნუ ისხივებ და ეკრანი მაჭყიტებსო
და ასე შემდეგ, დღეიდან, სამწუხაროდ, ბევრი რამ შემიძლია.
დღეიდან, უბრალოდ, ჩემს სახლში აღარ იქნება ჩემი ბებია… read more
მადლი ჰქენი, ქვაზე დადე და გაიარე (ანუ პროფესია – ექიმი)
იმ დღეს 6 თუ 7 ოპერაცია გააკეთეს შესვენების გარეშე.
ერთ გოგოს ხინკლის ცომის გადაბრტყელებელში ჩაყოლია ხელი და მტევანი დაზიანებული ჰქონდა. მერე 24 წლის ბიჭი მოიყვანეს, 9 ტყვიით დაჭრილი, ბარძაყის არტერიიდან კედლებს წვდებოდა სისხლის ნაკადი. სხვები არ ვიცი. ყველა გადაარჩინეს. “გლახათ ვარ”-ო ერთ-ერთი ქირურგი ამბობდა ბოლოს, თუმცა სახეზე ვერც შეატყობდი დაღლილობას.
ბოლო ოპერაცია ღამის 11 საათზე დაიწყო. 80 წლის ბებიაჩემი შეიყვანეს მარცხენა ხელის ამპუტაციისთვის. უკვე განგრენა ეწყებოდა თრომბოზის გამო. “დიდი შანსია, რომ ვერ გადაიტანოს ოპერაცია, მაგრამ მასე დატოვება სირცხვილია მამიკოო” – პროფ. ემირ ფხაკაძემ იმ დილით ისე მითხრა, ერთი წამითაც აღარ მიფიქრია ღირდა თუ არა გარისკვა. read more
Cultural Differences
On a chain of beautiful deserted islands in the middle of South Pacific, the following people are stranded:
Two Italian men and one Italian woman.
Two French men and one French woman.
Two German men and one German woman.
Two Greek men and one Greek woman.
Two British men and one British woman..
Two Bulgarian men and one Bulgarian woman.
Two Japanese men and one Japanese woman.
Two Chinese men and one Chinese woman.
Two Irish men and one Irish woman.
Two American men and one American woman. read more
ბავშვობაში მეგონა, რომ… (ანუ ალავერდი დვორსკისაგან)
დვორსკიმ თამაშში ჩამრთო. ამ თამაშს თურმე “მემე” ჰქვია.
პირველად კი გავიგე, მაგრამ საინტერესოა
)
თამაშის იდეა შემდეგში მდგომარეობს: ერთმა ბლოგერმა, ამ შემთხვევაში დოდკამ, წამოიწყო და გაგვიზიარა რა ცრუ წარმოდგენები ჰქონდა ბავშვობაში. შემდეგ ესტაფეტა სხვა 3 ბლოგერს გადასცა, იმათ კიდე სხვას და ა.შ. ახლა ჩემი ჯერია. უნდა დავწერო რა მეგონა ბავშვობაში და თან ჩემი წინამორბედები თუ მომდევნოები მოვიხსენიო და დავთაგო (ასე თურმე გუგული დეიდა უკეთ გვკითხულობს და ჩვენი ბლოგებიც ამით საზრდოობენ. ეს არ ვიცოდი
) read more
Я тебя никогда не забуду, Я тебя никогда не увижу…:(
Ты меня на рассвете разбудишь
Проводить не обутая выйдешь
Ты меня никогда не забудешь
Ты меня никогда не увидишь
Заслонивши тебя от простуды
Я подумаю: Боже, Всевышний
Я тебя никогда не забуду
Я тебя никогда не увижу
Le Cirque de Demain – მისი უდიდებულესობა ცირკი!
ყოფილხართ ცირკში?
მე – კი, 80–90იანი წლების მიჯნაზე მომიწია იმ ასაკმა, მშობლებს რომ ბავშვები ცირკში დაყავთ და რამდენჯერმე ვესტუმრე თბილისის თითქმის გაპარტახებულ ცირკს.
მახსოვს უკბილო და უცხვირო კლოუნები, ერთი–ორი ცხოველი ზრდილობისთვის (ძირითადად კატა და ძაღლი, რომელიც სახლშიც მყავდა
), ბუშტები და წვრილ რეზინზე ჩამოკიდებული ბრჭყვიალა ბურთები, გარეთ რომ იყიდებოდა და მე რომ არასდროს არ მყიდულობდნენ და კიდევ აკრობატები, რომლებსაც ვერ ვიტანდი და ამ მხრივ ალბათ გამონაკლისს არ წარმოვადგენდი. read more
“Love letter to Tbilisi (and to life)” by Antonio Di Vico
ანტონიო ახალგაზრდა იტალიელი ფოტოგრაფია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხანმოკლე სტაჟირებისთვის UNDP–ს საქართველოს წარმომადგენლობაში ჩამოვიდა.
მე მას სულ ორჯერ შევხვდი, საერთო მეგობრების წრეში, შემდეგ მისი ნამუშევრები ვნახე http://www.antoniodivico.com/ თუმცა, ამ გამოსამშვიდობებელმა წერილმა, რომელიც გუშინ ფეისბუქზე წავიკითხე, წინა შთაბეჭდილებებს ბევრად გადააჭარბა.
“Tbilisi is an ageless lady. She is not beautiful in the common sense of the word but, still, most men turn their heads to look at her when they see her in the streets. She is classy as a noble woman who once used to be wealthy. Those time are now over. She has been through a lot of shit and she is now doing fine but her past is still like a heavy heritage: hard to forget. read more





