Je m'appelle Eka..

May 22nd, 2011 by Katiée

ბლოგები ფოტოგრაფიასა და მოდაზე

სანამ ავად ვარ და არანაირი აქტივობის ხალისი არ მაქვს (მათ შორის არც ამ ბლოგის ადმინში საუკუნის წინ დადრაფტული პოსტების დასრულების), ამ ერთ პოსტს, დამსახურებულად, სამიოდე ასე თუ ისე ახალ ბლოგს დავუთმობ.

ფოტოგრაფია, მართალია სრულად დავივიწყე და აგერ კვირანახევარია ჩემი აპარატი სხვას აქვს და არც მომიკითხავს, – მაინც ჩემი უცვლელი სიყვარულია. თუმცა ჩემივე ბლოგზე ფოტოგრაფიას არცთუ ბევრი პოსტი ეთმობა. სამაგიეროდ, ქარნეტში ჩნდება ახალი ბლოგები ფოტოგრაფებისა თუ ფოტოგრაფიაზე.

მოდის დიდი მიმდევარი და გემოვნების ეტალონი მე არ ვარ, ვერაფრით ვიგებ, რატომ უნდა მივცე 9000 ევრო ჰერმესის ჩანთაში (ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ 900 000-ის პატრონს ნაკლები არ შემეფერება:D), თუმცა გემოვნებიანი და მოდური ბლოგების თვალიერება მაინც მიყვარს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ გირჩევთ გაეცნოთ:

1. თათათულის ფოტოგრაფიული ბლოგი – აქ იხილავთ თანამედროვე თუ მე-20 საუკუნის უამრავ შედევრს, თემატურად დალაგებულს, ისტორიებითა და აღწერებითურთ. საინტერესოა არა მხოლოდ ფოტოგრაფიით დაინტერესებულთათვის. ამ ბლოგმა, სრულიად დამსახურებულად დაიკავა top.ge-ზე პირველი პოზიციები :)

Afgan girl - by Steve McCurry

2. ლუის ჯერ სულ არ ჰქონდა და შემდეგ ერთბაშად ორი ბლოგი გააკეთა, ერთი საკუთარი შემოქმედებისთვის, მეორე – Street Fashion-ზე (აქაც საკუთარი ფოტოებით). ორივე ერთი-მეორეზე უკეთესია (დააკლიკეთ ფოტოებზე):

ლუის ფოტოგრაფიული ბლოგი

ლუის Fashion ბლოგი

3. ნინო ელიავას Fashion ბლოგი – მართლაც არაჩვეულებრივია (როგორც მივხვდი, ეს გოგონა ლონდონში ცხოვრობს და ბლოგი მეტნაკლებად მის პროფესიულ საქმიანობასაც უკავშირდება). აუცილებლად ნახეთ და ისიამოვნეთ:

ნინო ელიავას Trivial Insanity


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273