Je m'appelle Eka..

August 13th, 2013 by Katiée

ფოტოები 1 საუკუნის აპარატიდან

Kodak_Folding_1913 აპარატს, რომლითაც ეს ფოტოებია გადაღებული, წელს ზუსტად 1 საუკუნე შეუსრულდა. ფოტოები შარშან, ბათუმში გადავიღე, თავად აპარატი კი Kodak Premo No.2 Ball Bearing Shutter Folding Camera 1913 წელს არის გამოშვებული.

ფოტოაპარატი შარშან, დაბადების დღეზე მაჩუქეს და გუშინდლამდე არ ვიცოდი, ჯერ კიდევ ჰქონდა თუ არა შერჩენილი თავდაპირველი ფუნქცია. ნებისმიერ შემთხვევაში, დეკორაციის როლსაც მშვენივრად შეასრულებდა ამ ვიზუალით, მაგრამ ფოტოები რომ გამოვიდა, თან არცთუ ურიგო, ძალიან გამიხარდა.

გადაღებისას ყველაფერი ვარაუდზე ხდება, ფოკუსი ვარაუდზე უნდა გაასწორო, რადგან დაბურულ ვიუფაინდერში თითქმის არაფერი ჩანს და რაცაა, ისიც სარკულად ამოყირავებული. იგივენაირად ირჩევა დაყოვნების დროც. ფირი კი ხელით უნდა გადაახვიო, რის გამოც დიდი შანსია აგერიოს, უკვე გადაიღე თუ არა. ამიტომაც, ქვემოთ, ფოტოების ნაწილზე სპეციალურად, ნაწილზე კი შემთხვევით არის ორმაგი და ხანდახან სამმაგი ექსპოზიცია.

დამუშავება: სულ ოდნავ მომატებულია კონტრასტები და სიმკვეთრე (sharpening)

Cover_Kodak_Folding_1913_Batumi

.

BatumiColorKodak5

.

BatumiColorKodak2

.

BatumiColorKodak3

.

BatumiColorKodak1

.

BatumiColorKodak6

.

BatumiBWKodak3

.

BatumiBWKodak4

.

BatumiBWKodak2

BatumiBWKodak5

.

BatumiBWKodak6

.

BatumiBWKodak7

მოკლედ, არ ვიცი თქვენ გაიზიარებთ თუ არა ჩემს კმაყოფილებას, მაგრამ მე ძალიან მომწონს ჩემი სატესტო ჩხაკუნის შედეგი. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ფერადი ფირი ბაბიმ (ლაბრადორმა) დამიღეჭა და ფუჯიში დიდი ბოდიშებით დავტოვე ნახვრეტებიანი ფირი გასამჟღავნებლად (კბილების კვალი გადასარევად ეტყობა პირველ ფოტოს :D)

ცუდი ის არის, რომ სამაგიეროდ ჩემმა Holga-მ მიღალატა და ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოების ნაცვლად სრულიად თეთრი ფირი შემრჩა :/

to be continued..

პ.ს. ისე, უნდა გავამხილო და ყველაზე მეტად სულ პირველი, ჩემი ფეხების ფოტო მომწონს, ბაბის კბილების ეფექტით :D


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273