ბლოგი გავაფუჭე დღეს :((
უბრალოდ მინდოდა მესამე სვეტი დამემატებინა, 2 სვეტიან ბლოგზე იმდენი გაჯეტი იყო, მე თვითონ მებნეოდა თავგზა.
ამიტომ მომიწია 3-სვეტიანი ტემპლეიტის მოძებნა და კოდის ჩაკოპირება-შეცვლა. რა თქმა უნდა ავრიე ბევრი რამ, ჯერ ყველა გაჯეტი დაიკარგა, თუმცა ამაზე თადარიგი თავიდანვე დავიჭირე და ყველა გახსნილი დავტოვე, რომ შემდეგ html კოდები გადმომეკოპირებინა.
მაგრამ გადმოკოპირებისას ყველაზე მთავარი, ბმულების სია წავშალე :(((( ჯანდაბა! არადა რამდენი კარგი ლინკი მქონდა, რომ ვერც მივაგნებ ეხლა :(((
თან ეხლა ჩემი რადიოს ფერი არ ჯდება დიზაინში და ქვემოთ ჩავაჩოჩე, რადიოს html-ს ვერაფერი მოვუხერხე, არ იცვლება ფერი, last.fm-ზეც ვეღარ ვპოულობ რადიოს შექმნის ფუნქციას…
მოკლედ რა, დღეს სავსე მთვარეა, სულ მაგის ბრალია, ყველაფერს ვურევ :სრულიადსერიოზულისმაილიკი:
ჰო, კიდევ თმა შევიღებე, არა კი არ შევიღებე, ალაგ-ალაგ გავიუფერულე, გავერთე რა :))
ხვალ მომიწევს ერთიანად გადაღებვა, ასე მამლის კუდივით აჭრელებულმა რომ არ ვიარო :D:D:D






ეჰ, ეკა, – აბა, ნეტავ, ვიცოდე რამე – გიშველიდი…მე რო მაგეების გადაკეთებას დავიწყებ – სულ ამერევა ხოლმე ყველაფერი.ჰოდა, ხელს აღარ ვკიდებ.მთავარია, ღია ფონზე მუქად ვწერდე – უფრო მწვანეებში და ყავისფერებშიც.და სმაილიკები რომ გინდოდა, ჩემ პოსტებს გადმოჰყვება ხოლმე “ებლიტფოდან” და “კოპი-პეისტით” წამოიღე, რომელიც მოგეწონოს.
ისე რომ გეკითხა დაგეხმარებოდი და არაფერი წაგეშლებოდა… :(
ui kide linkebi gamicavale tu ginda :)
აუუ ეკუშ, ეს ახალი დიზაინი ძალიან მომწონს! იმ შავ დეპრესიულ ფონს ნამდვილად სჯობს, უფრო ნათელია და კარგი და რადიო მე სულ არ მომწონს შენს ბლოგზე, იმიტომ რომ მე კომპთან ყოველთვის ჩემი მუსიკით “ვზივარ” და შესაბამისად აქ რომ შემოვდივარ პირველი ლასთეფემსთოფს ვაკეთებ რომ მუსიკები არ აირიოს ერთმანეთში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე შენი გემოვნება არ მომწონს:) და შეიძლება სხვასაც აწუხებდეს ეს “პრობლემა”, მიმიხვდი ალბათ რასაც ვამბობ და გამოკითხვა გააკეთე ბლოგზე: კარგია თუ არა ბლოგს რომ თავისი მუსიკა ახლავს:)))პ.ს. შენი ახალი თმის სურათი დაიდოს!!! სანამ გადაიღებავ ისევ:))))
madloba xalxo :)))mgoni gadavrchi, asea tu ise kvelaferi gadarcha, mtavaria radio ar mimeshala, miro shentan didi bodishi da sxvebtanac, magram ver amovshli, isev tkven unda shegacuxot gasatishad, samcuxarod funkcia isetia rom avtomaturad irtveba :)mari, aris gavcvalot linkebi! :))
ხო თმა უკვე გადავიღებე, ამჯერად აღარ მაქვს მამლისფრად, ასე რომ ფოტოც ვერ გადავიღე :))) ჩვეულებრივი ჭრელია, როგორც ზღვაზე გაჭრელებული.გამოკითხვას გავაკეთებ.მარის ბლოგიც დავამატე, თუ სწორად მივხვდი რომელი უნდა დამემატებინა :)
მეც დაგამატე :)
ისა, ლასტის ვიჯითებში სხვადასხვა ფერები არის და მგონი ეს ფერიც არის და ნახე აბა…ანუ ახლა შენ რომ შავი ლასტი გაქვს, სხვა ფერებიც არის და ნახე.ხოდა Word Verification რად გინდა???
ქეით, მადლობა, საქმე იმაშია, რომ ლასტ.ფმ=ზე საერთოდ ვეღარ მივაგენი რადიოს ემბედ კოდს, არ მახსოვს მაშინ საიდან გავაკეთე და ვერც ეხლა ვიხსენებ, თორე ფერები რომ იყო მახსოვს.ამიტომ ვებრძოდი მთელი საღამო ჰტმლ კოდს და სანამ სულ ავურევდი დავანებე თავი, სულ არაფერს ისევ შავი იყოს მირჩევნია :(ვორდ ვერიფიკაცია კიდევ იმიტომ მინდა, რომ სპამი ავიცილო თავიდან :/
თუმცა ალბათ არც ისე ხშირია რომ წაშლა დამეზაროს, მაინც მეილზე მომდის ხოლმე და გავიგებ.მოვხსნი ჯობია :)
მმმმ მაგარიაკი არაკარგი დიზაინიამომწონსუფრო მსუბუქი და დადებითი :))