გამოკითხვა: ქალი შარვლით ეკლესიაში

ოდესღაც ბლოგზე ერთი პროვოკაციული ანეკდოტი დავაკოპირე და საკმაოდ ცხარე დისკუსიაც მოჰყვა. თუმცა, კამათი ისე შევწყვიტეთ, მე ჩემი პირადი პოზიციის გამოხატვა ეკლესიაში ქალის შარვლით შესვლის საკითხზე გაურკვეველი ვადით გადავდე.

შეპირებული პოსტის დაწერამდე გადავწყვიტე პატარა გამოკითხვა ჩამეტარებინა, რომ გავიგო, რას ფიქრობენ სხვები – მორწმუნეები, ურწმუნოები, ათეისტები, მერყევნი ვითარცა ლერწამნი და ა.შ.. გამიხარდება, თუ მიიღებთ მონაწილეობას გამოკითხვაში:

კითხვარი
(ივსება ონლაინ, ანონიმურად. შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებსაც)

გმადლობთ წინასწარ :)

This entry was posted in To think about and tagged , . Bookmark the permalink.

13 Responses to გამოკითხვა: ქალი შარვლით ეკლესიაში

  1. Gigoli says:

    რა განერვიულებს? ვინც სცოდავს, თავისთვის სცოდავს.

    • Katiée says:

      აბა სად ნახე რომ ვნერვიულობ?
      მინი სოციოლოგიურ კვლევას ვატარებ, თორე ჩემი აზრი ჯერ არ გამომითქვამს კონკრეტულად, “უნდა” თუ “არ უნდა” :D

  2. ბაჩო says:

    ეკუშ, მაგას როგორ დაგზარდებოდი, ენამწარე გამოვედი :)

  3. Pingback: Tweets that mention გამოკითხვა: ქალი შარვლით ეკლესიაში | Je m'appelle Eka -- Topsy.com

  4. Lord Vader says:

    ევროპაში თითქმის შეუძლებელია ისეთი ქალის ნახვა, რომელიც შეიძლება შემოსილი იყოს კაბით – ყველა შემოსილია შარვლით (პატრიარქის ბოლო ქადაგებიდან)
    და აგერ პასუხიც
    http://on.fb.me/f39bJL

    :)

    • ლია says:

      რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეკლესიის და მარხვის პერიოდის მადლობელი ვარ, რომ კაბა მაცვია :) სხვა დროს სულ შარვალი, არადა კაბა აშკარად უფრო მეტად მიხდება

  5. Dv0rsky says:

    შეძეგები დაიდოს!

  6. Devi says:

    ჩემთვის პრობლემა არააა.. მაგრამ თუკი საფუძვლიანი მიზეზი აქვს ეკლესიას რომ არ შეიძლება შარვალი, მაშინ ალბათ საჭიროა წესის დაცვა.

    • მარტა says:

      რა საფუძვლიანი მიზეზი უნდა ჰქონდეს თითიდან გამოწოვილ დოგმებს??? რა შუაშია კაბა და შარვალი, ეკლესიასთან და რწმენასთან ზოგადად?
      ისე საინტერესოა, რომელი უფრო სძულს უფალს შარვლიანი ქართველი ქალი თუ კაბიანი (კილტიანი) შოტლანდიელი მამაკაცი ? :)))
      ან ზოგადად შარვლიანი ქალი თუ დაუბანელი და ოფლის სუნით აქოთებული გინდაც ქალი და გინდაც მამაკაცი?
      როთია ცუდი ასეთი განცხადება: ეკლესიაში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კინოში, კაფეში, საავადმყოფოში…დ.ა.შ) დაუბანელი შესვლა არ შეიძლება, უფალს სძულს ბინძური ადამიანები!
      მეც გამახსენდა ერთი ანეკდოტი:
      “ღმერთს უყვარს ბრიყვები, მან ისისნი იმდენი შექმნა…!!!”

  7. ეკატერინე says:

    ზოგადად, ქალს მოკრძალებულად უნდა ეცვას.გამომწვევად (დაბალწელიანი, ვიწრო, “ბუტილკა” შარვალი)ჩაცმული ქალი მამაკაცში ვნებას აღძრავს, ანუ ცოდვაში აგდებს და ეს ცოდვა ქალსაც ეთვლება. ყოველდღიურად ძნელია, მარა ეკლესიაში მაინც შესაფერისად ჩაცმა მგონი პრობლემა არ უნდა იყოს

  8. ქეთი says:

    მხოლოდ ჩაცმულობა და გარეგნული მხარე არაფერს ნიშნავს.
    შარვლით არ შევდივარ, მაგრამ მქონია შემთხვევა, როდესაც შემთხვევით, ეკლესიასთან გავლისას სურვილი გამჩენია შესვლის და შარვლის გამო თავი შემიკავებია და ძალიან ცუდად მიგრძვნია თავი.

  9. ქეთი says:

    მომიტევეთ, მაგრამ კითხვების ფორმულირება არ მომეწონა…
    თუმცა მაინც გავეცი პასუხი

    • Katiee says:

      მაქსიმალურად ვეცადე ობიექტურად დამესვა კითხვები, და ღია პასუხებიც დამეტოვებინა. სხვა საქმეა, როგორ გამომივიდა :)

Leave a Reply