ქართული ყველი vs. ევროპული ყველი

არა არა, არანაირ დაპირისპირებას და შედარებას არ ვაპირებ, წინასწარ წაგებული თამაში არ მიყვარს. ნურც ვიკამათებთ, მე ვიცი, რომ ქართული სულგუნი ყველაზე გემრიელია და მთიდან ჩამოტანილ ახალ, ჭყინტ ყველსაც არაფერი სჯობს და თქვენც იცით, რომ ყველის სახეობების მრავალფეროვნებით ქართველები ვერ დავიკვეხნით. თან მარილიანი რძეც ბევრი “მოდის” ჩვენში ბოლო დროს…

შაბათს, 2 ოქტომბერს, წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ჟურნალი ტაბულას ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რა თქმა უნდა ფურშეტის თანხლებით ;). იყო ყველაფერი ლამაზი, მშვენიერი და რაც მთავარია – გემრიელი.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ქართული ყველის არცთუ ცნობილი სახეობების საპრეზენტაციო მაგიდამ მოახდინა. ლურჯ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი, ანა მიქაძე (იგივე Anamch – forum.ge-დან) გულმოდგინედ ცდილობდა თავსდახვეული მაყურებლებისთვის, უფრო სწორად ყველის ნაჭრის დაგემოვნების მომლოდინე სტუმრებისთვის ყველა ფლანგზე აეხსნა სხვა და სხვა სახეობის ყველის ისტორია, დამზადების ტექნოლოგია და ა.შ.

თავისი წილი ყველის ნაჭრის მოლოდინში ერთნაირად იცავდნენ და არღვევდნენ რიგს სოლიდური პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თუ ბომონდის ბუმბულებიანი წარმომადგენლები. კახა ბენდუქიძე “დაბეჯითებით ამტკიცებდა”, ყველი უნდა გაჭრათ, რომ გემო გავიგო, მარტო ლექციის მოსმენა არ მეყოფაო :D მე კი ამ ყველაფერს ცალ ხელში თეფშ, მეორეში კი ფლიპკამერა მომარჯვებული ვიღებდი, ვიდრე ჩემი წილი ყველის ნაჭერი არ მივიღე :D

მოკლედ, ვიდრე ამ ყველაფერს ბაზარზე იხილავდეთ და გასინჯავდეთ, ნახეთ ვიდეო ჩანაწერები და ეცადეთ წარმოიდგინოთ საფერავში დაძველებული და თაფლში გამოყვანილი ან მწვანილიანი თუ სოკოიანი ჭყინტი ყველის გემო ❤

This entry was posted in Bla-Bla-Bla, Videos/Movies and tagged , , . Bookmark the permalink.

13 Responses to ქართული ყველი vs. ევროპული ყველი

  1. ყველი ვიცი მე კაი იმერული,ან გუდის (ნუ ქარხნული). მწვანილიანს და ხაჭოიანს და ა.შ ალბათ ვერც გავსინჯავ

    • Katiée says:

      ყველი და სოკო გიყვარს?
      ყველი და მწვანილი?
      ჰოდა ერთადაა რა, რა მნიშვნელობა აქვს :D

      მე ყველანაირ ყველს გავსინჯავ, მთავარია სუნი ჰქონდეს კარგი :)))

      • აჩი says:

        ოიი, ეკა ყველის სუნით გასინჯვა ვის გაუგონია, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა ხოლემ ზოგიერთ ყველზე “მკვდარი კატის” სუნი აქვსო მაგრამ მე დიდი ნეტარებით ვაგემოვნებდი, მთავარი მგონი მაინც გემოა :))

      • Katiée says:

        ზოგადად არ ისინჯება ყველი სუნით, მაგრამ ინდივიდუალურად – კი.

        ზოგადად გუდის ყველი შეიძლება ყველია, მაგრამ მე ვერ ვჭამ.
        თხის ყველიც, ფრანციცული, ერთერთი ყველაზე ძვირი იყო და ერთი ციცქნა, მაგრამ მე ვერ ვჭამდი :)

        აქედან დასკვნა: ჯერ ვყნოსავ, თუ სუნი არ მაღიზიანებს, ვჭამ :P

  2. Pingback: Tweets that mention ქართული ყველი vs. ევროპული ყველი | Je m'appelle Eka -- Topsy.com

  3. Gigoli says:

    მე დავბრუნდი ჩემს საყვარელ და გემრიელ ბლოგზე.

  4. Zurriuss says:

    ჩემი აზრით, როგორც ქალს არ ეკითხებიან ასაკს, ისე ადამიანებს არ უნდაეკითხებოდნენ ყველს :))

  5. Lord Vader says:

    გუდა. :)

    კაი პოსტი იყო.
    თან მეც ვწერდი ყველზე პოსტს და მივატოვე. გამახსენე ახლა.
    უნდა დავამთავრო. :)

  6. Pingback: მყრალი, მწარე, მლაშე და გემრიელი « Style of Life

  7. Pingback: საწყალი მარია და მეგრული ტემპერამენტი « Litterator's Blog

  8. Pingback: საწყალი მარია და მეგრული ტემპერამენტი | Litterator's Blog

Leave a Reply