ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გოუშვა ე გოგუნა!

ცნობილი რაჭული ცეკვისა და სიმღერის ალტერნატიული ვარიანტი by Koba Chumburidze ( www.alternativa.ge )

“ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე, არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე, ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,
მიდი, ბიჭო, გიორგუნა…
მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.
მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის, პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.
მერე მისი დგება ჯერი – მოგაშუქოს თვალი შველის, ამის მერე, დამიჯერე, არასფერი არ გიშველის. ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი, რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.
გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო, ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…
ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა, მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე, მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი, მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,
რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ, რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,
აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.
ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა”

ეს არის ყველაზე სახალისო და სასაცილო ცეკვა ქართულ ცეკვებს შორის! ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია! :))
პ.ს. “სვეცკებმა” არ უყუროთ :D

Rachuli song and dance from Lama’s & Irma’s wedding, 30 Jan.2010 :))) That was Great!



from another wedding, a beautiful young girl – Khatia Museridze dancing Rachuli



by Rustavi Ensemble
and one more from Georgia’s got talent: http://www.myvideo.ge/?video_id=760068

This entry was posted in Videos/Movies and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გოუშვა ე გოგუნა!

  1. Natura says:

    ai kvelaze, kvelaze, kvleaze magari cekvaa!!!!!!!!

  2. CHAKRULO says:

    და ჩემი ცეკვა არ ჩაგისვია კაცო ამდენი ხანი? :D

  3. Katieé... (aka ეკა.ტერინე) says:

    აბა, სად ცეკვავ? :)

  4. Khatia Caroline says:

    რა კარგია! რომ ჩამოვალ, იმედია სულ ქორწილებში და ძეობებზდე ვიქნები მიწვეული :) ს.შ. გოგოების შეძენას გოგოებებზე ქვია თუ რა? :)

  5. Pingback: რადო რადო – რაჭული განდაგანა | Je m'appelle Eka

  6. ანა says:

    თაში ბიჭო გიორგუნა არ გაუშვა ეგ ბოშუნა, რა გოგუნა :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>