გეგმები, მიზნები, ემოციები

კარგა ხნის წინ ვნახე ეს მოკლე პრეზენტაცია და ფეისბუქზეც დავაშერე.
ჩვენში კარგად გავრცელებული ცრურწმენა, რომ საკუთარი მიზნების შესახებ ხმამაღლა არ უნდა
ილაპარაკო, თურმე ფსიქოლოგებს მეცნიერიულად დაუსაბუთებიათ და მარტივი დასკვნაც გამოუტანიათ: როცა საკუთარ გეგმებს სხვებს უზიარებთ, თქვენც და ისინიც წინასწარ აღფრთოვანდებიან, პოზიტიურ feedback-ს წინასწარ იღებთ და ქვეცნობიერად შეგრძნება გიჩნდებათ, რომ გეგმის განხორციელებამდე თითქმის აღარაფერი დარჩა, ამ დროს თვითკმაყოფილებაში ვარდებით და მოტივაცია გეკარგებათო.
ძალიან საინტერესო პრეზენტაციაა, ნახეთ (თან ტიტრები არის ინგლისურად და რუსულად)

ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ცოტას მოვინდომებდი, არანაკლები წარმატებით დავამტკიცებდი, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულჩვილობის, ემოციურობის, კეთილშობილების და ა.შ. სადემონსტრაციოდ ბევრ ენერგიას, სიტყვას ხარჯავენ, საკუთარი თავის ანუ მათ მიერვე შექმნილი იმიჯის/ბრენდის ხიბლში ვარდებიან და რეალურად ამ დადებითი ემოციების განხორციელებისთვის უნარი (აღ)არ შესწევთ. (ან არც არასოდეს შესწევდათ და სწორედ ამიტომაც ახდენ(დნ)ენ კომპენსაციას)

მაგრამ მეზარება ამის მტკიცება, უბრალოდ მენდეთ :) ან იქნებ უკვე უჩემოდაც დაამტკიცეს?

This entry was posted in To think about and tagged , . Bookmark the permalink.

6 Responses to გეგმები, მიზნები, ემოციები

  1. gijmaj says:

    სისულელეა. მოტივაციის გაზრდასა და მიზნის მიღწევის გზაზე დახმარებაზე რას იტყვი?

    • Katiee says:

      ნუ, ალბათ აქ იგულისხმება ისეთ ადამიანებთან ლაქლაქი, რომელთა ფუნქციაც მხოლოდ აღფრთოვანებით შემოიფარგლება და არ ძალუძთ სხვა არანაირი მხარდაჭერა, გარდა მორალურისა. თანაც, საუბარია მიზნებზე, და არა სირთულეების გადალახვაზე, სადაც სხვების მხარდაჭერა შეიძლება არსებითი იყოს.

      დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენში დამკვიდრებული ცრურწმენა, რომ არ უნდა ილაპარაკო რაიმე მიზანზე, შეშურდებათ და დაგთარსავენო :D თუ პრობლემა გაქვს და მხარდაჭერა გჭირდება, ვერ შეშურდებათ და არ დაგთარსავენ :D აქაა ძაღლის თავი ;)

  2. Gigoli says:

    ეკა მე მჯერა შენი. ;)

  3. ვიღაც გადარეული says:

    ჰმმ… უყურე კინოს The Secret და ნახავ რომ პირიქითააა როდესაც რაღაც გინდა უნდა იფიქრო იმაზე ილაპარაკო ისე თითქოს ის ნამდვილად გქონდეთ ასე გამოყოფთ დადებით ენერგიას და იწვევ იმ მოვლენას როგორც მეხსიერაბაში გქონდა აღგქმული… =( აუ რამდენი ვიწვალე მოკლედ იმ კონოს უყურე და გაიგებ რაა =D

    • Katiee says:

      ოოოკ, danke :)) თუმცა აქ ფსიქოლოგები ამტკიცებენ და ფილმი ხომ მხატვრულია? :)

  4. OTO says:

    გეთანხმები

Leave a Reply