დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! Google translates into Georgian!

ვაშა ამხანაგებო, ვაშა!

რამდენი ხანია ასე არაფერი გამხარებია!!!

From now on, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გუგლის უნიკალური და რაც მთავარია უფასო სერვისი, ავტომატურ რეჟიმში გადათარგმნოთ, გადმოთარგმნოთ, მითარგმნოთ და მოთარგმნოთ უამრავი საიტი ქართულიდან და ქართულზე.

აქამდე ეს სერვისი უკვე 52 სხვა ენაზე იყო ხელმისაწვდომი. ყოველ დღე ემატებოდა ახალი ენა, მაგრამჩვენი მშობლიური ენის – ქართულის ჯერი თუ ასე მალე დადგებოდა, ამაზე ნამდვილად ვერც ვიოცნებებდი. სინდისის წინაშე მართალი რომ ვყოფილიყავი, რამდენჯერმე საკმაოდ ვრცლად მივწერე ხვეწნა–მუდარის წერილი google-ს, ჩვენთვისაც მოიცალეთთქო.

ასე კიდევ ბევრი მოიქცა, ჰოდა ვიღაცამაც თავი შეიწუხა და დღეს ჩვენ უკვე ონლაინ მთარგმნელის ალფა ვერსია გვაქვს ! :)

მაშ ასე! შევდივართ http://translate.google.com -ზე, ვირჩევთ Georgian ALPHA-ს და მეორე სასურველ ენას და ვთარგმნით :)

მართალია, როგორც ქვემოთ, ფოტოზე შენიშნავთ, ალფა ვერსია შორსაა სრულყოფილებისაგან და წარსულსა და მომავალში ზმნების თარგმნაში მოიკოჭლებს (განსაკუთრებით ორ და სამპირიანი ზმნები უჭირს), სლენგები და ცუდი სიტყვები არ იცის, მაგრამ იქნება, ყველაფერი იქნება, მთავარია, რომ Google-მ ქართული ენა ცნო და ჩვენც მსოფლიოსთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხდით ;)

და, რაც მთავარია! ამიერიდან იმედია დედაჩემი აღარ შემიკლავს ხელში, ინგლისურიდან მითარგმნეო! :D

Today we’ve got a great news!

Finally GOOGLE.Translator added Georgian language in its list and from now on you can easily make Georgian-English-Russian-French-German-Chinese-Japanese-etc-Georgian translations!

Alpha (not even Beta) version is not clever enough yet to make proper translation in past and future tense and is neither able to understand some slang and bad words, but it’s just the beginning!

p.s. I’ve just added Translator.Widget to the right side bar of my blog. Try it! Maybe it helps you to understand something from my Georgian blablabla :))))

This entry was posted in Bla-Bla-Bla, Posts in English, This is useful and tagged , , . Bookmark the permalink.

15 Responses to დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! Google translates into Georgian!

  1. მარი says:

    ე რა მაგარია. ძაან გამიხარდა. უf რამდენ რამეს გადავთარგმნი… იმედია მალე გაუმჯობესდება

  2. Toma says:

    mec mixaria rom daemata qartuli enaaa :)

  3. ბაჩო says:

    translate.ge-ს რომ მოვშორდები ეგეც საქმეა. თან ეს ბოლო 3 კვირა ძირითადად სათარგმნი მქონდა ევროკავსირისათვის რაღაც ობიექტები.
    შენ გაიხარე ეკა ჩემი გახარებისთვის :აიმხეპისმაილიკი:

  4. ბაჩო says:

    აუ, რა გაასწორააააააააააააააააააააააა

  5. Lalena says:

    აუ მეც ყბა ჩმომვარდა დრეს, რომ ვნახე გაოცებისგან და კიდევ ისე გულწრფელად ვაღიარებ, რომ მე არ ვარ ერთ-ერთ იმათთაგანი ვინც გუგული დეიდას მიწერა :)))

  6. გიო says:

    ეგ ძაან მაგარი ფაქტია მართლაც, ეგ ოცნება ამიხდა ერთიღა მაქვს: ნეტა როდის იქნება რომ უცხოელს ვეტყვი მე ქართველი ვარ თქო და ის კითხვებს არ დამაყრის ეგ სადააო? :)

  7. Kate says:

    tsavshale მაგარია :D :D :D :D

  8. Kate says:

    კიარადა
    tsameshala

  9. gigoli says:

    უხ რა ჯიგარი ხარ! მე მანდ კიდე დიდხანს არ დავიწყებდი იმის შემოწმებას დაამატეს თუ არა ქართული თქვა. ახლა ვზივარ გაშტერებული და უზომოდ ბედნიერი. აუჰ რა გამეხარდა. ჯიგარ!!!!!!!!!!!!! :D

  10. Katieé says:

    მასე გაგვიხარდა ჩვენც ;)

  11. Tamar.J says:

    რაა? შენ მიგიძღვის მაგ საქმეში წვლილი? ქებათა ქება შენ და დანარჩენ აქტივისტებს!!! მე ეგ ამბავი რამოდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე და სამჯერ გავამეორე, თვალში ხომ კარგად ვიხედები მეთქი :-)

  12. Katieé says:

    კაი ახლა თამრო,
    წვლილი არა ისა,
    მე უბრალოდ ავდექი და ერთხელ, მოცალეობის ჟამს, მუდარის წერილი გავაგზავნე, კიდე ბევრმა გააგზავნა მასე ალბათ.
    წვლილი იმას მიუძღვის ვინც ქართულის გრამატიკის მთავარი მახასიათებლები გუგლ/ტრანსლეიტორის ფორმატში გადაიყვანა რომ შემდეგ ავტომატურად მოხდეს სხვა ენებთან დადარება. ვინც ეგ გააკეთა და ალბათ ახლაც აკეთებს ბეტა და გამა ვერსიებისთვის, აი იმას გადავუხდიდი დიდ მადლობას :))

  13. ეს ამბავი მეც ერთობ გამიხარდა!!!
    დრო დადგა, ქართულ ენას ეზიაროს გუგლიც! :დ

  14. Анастасия says:

    ბლოგები

Leave a Reply