ახლა მივაქციე ყურადღება, თუ ახლა გახდა ყველა ჯანმრთელ კვებაზე ორიენტირებული, არ ვიცი,
მაგრამ ბოლო დროს ვისაც კი ვკითხე, აღმოჩნდა, რომ დილის საუზმეზე უმეტესობა შვრიის, იგივე ”ჰერკულესის” (სწრაფი+იაფი+სასარგებლო) ფაფას მიირთმევს.
ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ყურმოკრული და საკუთარ თავზე გამოცდილი დადებითი ეფექტების გარდა (მაგალითად, რამდენიმე დღეში ეტყობა შედეგი სახის კანს), კომპეტენტური წყაროებისთვისაც გადამეხედა ინტერნეტში და გამეგო, რა სარგებლობა მოაქვს ”ჰერკულესის ფაფას” :)
შემდეგ, ვიდრე ჩემთან დავპოსტავდი, გამახსენდა, რომ ჩემი მეგობრის ბლოგი ძირითადად სასარგებლო რჩევებს ეთმობა და მეც გადავბარგი და ერთი Guest-Post-ის ადგილი კატერინასთან ვიჩუქე :))
თუ გინდათ გაიგოთ მეტი, დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ ;)







უფ ჯანმრთელი კვება და ჰერკულესის ფაფა კაი რამეა მაგრამ …. სწრაფ კვებასა და ჰამბურგერებზე უფრო გადავდივარ რაც ჩემს კანსაც და აღნაგობასაც ეტყობა . სახლში მშვიდად მხოლოდ ერთხელ თუ ვახერხებ კვებას ისიც გვიან ღამით
გაბო,
მაგის ნაჭამი ვისაც ეტყობა, ის არის ხოლმე გასიებული მსუქანი. შენ რა გეტყობა ფასთ ფუდით ნაკვების, არ გადამრიო? :D
დიახ, გეახლებით ყოველ დილით :)
კანზე მოქმედებს? აჰ, თურმე რა ყოფილა :)
ნუუუ ეხლა, მარტო წვრთნაც რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა ;)
კარგია ჯანსაღი კვება, მითუმეტეს უზმოზე ჰერკულესის ფაფა :) თაფლიან წყალიც ძალიან სასარგებლოა უზმოზეც და ზმოზეც :D :D
სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს ყავა, ჩაი, სიგარეტი, შემწვარ-მოხრაკული განსაკუთრებით, რაც გამოიხატება კანის ზედმეტი ცხიმიანობით, გამონაყარით ა.შ.
იმიტომ, რომ კუჭის, ნაღველის, ღვიძლის ფუნქციების გაუმართაობა პირდაპირ აისახება კანზე, (ერთი ფინჯანი ყავის ეფექტების გამოდევნას 12 საათი მინიმუმ სჭირდება, წარმოიდგინეთ რამოდენიმეს ვინც მიირთმევს იქ რა ხდება)
უი რამდენი დავწერე :D :D :D არადა კიდევ დაიწერებოდა ერთი–ორი სიტყვა