Je m'appelle Eka..

February 28th, 2009 by Katiée

Home Sweet Home, ანუ მშობლიური ყველის მარილიანი ისტორია

ცოტა კი არა ძალიან დამიძველდა პოსტები, გაშრა ყელი :D
შობის მერე 2 თვეზე მეტი გავიდა და ამასობაში მე უკვე სახლში ვარ – თბილისში – Home, sweet home…

შობიდან და დღევანდლამდე ბევრი რამ მოხდა.
ჯერ იყო და ბევრი ბარგი ჩავალაგე: 20 კგ, კიდე 20 კგ და კიდე ლეპტოპი, ხელბარგი და კიდე 20 კილომდე ნაგავში და წითელ ჯვარში გადავუძახე. შოკოლადები და შაქარყინულები არ წამომიღია ოღონდ :D

მერე, რატომ ხელი არ მომტყდა აირბალტიკას რომ გადავუხადე ბილეთის ფული და… აბა სცადეთ და წარმოიდგინეთ რიგიდან თბილისსში, 10 000 მეტრის სიმაღლეზე როგორ მოფრინავს ავტობუსი, რომელშიც გათბობაც კი არაა ჩართული… აი ზუსტად მასე ვიფრინე თბილისამდე.

მერე, აეროპორტში, მესაზღვრის ფრიად კორექტულ და ეფექტურ მომსახურებას შევესწარი ერთერთ მგზავრთან და 10მდე დავითვალე დასამშვიდებლად, რომ არ ჩავრეულიყავი. ბოლოს და ბოლოს რა ჩემი საქმე იყო, თან დარწმუნებული არ ვარ რომ ეფექტურ მომსახურებაში დატრენინგებულები არიან და ჯერ ეპატიებათ :D

მერე, ცხვირწინ staff-მა ტროლიკი “ამახია” – დაკავებულია გენაცვალეო… ჰოდა მეც დავასკვენი, ეტყობა აირბალტიკის ბილეთში აეროპორტის მომსახურების საფასური არ შედიდათქო, მხრები ავიჩეჩე და გადახეხილი ხელისგულებით დავეჭიდე ჩემს ჩანთებს, რაღა დარჩა, სულ რაღაც 20 მეტრი კარამდე, მერე ჩემი ძმა და მანქანა. ამ დროს ვიღაც კაცმა თავაზიანად მომიგორა სხვა ტროლიკი, მე რისთვის ვარ გენაცვალე აქო და 20 მეტრის გაგორებაში 10 ლარიც აიღო… გადაირევა კაცი.

ამის მერე უკვე დაიწყო არაჩვეულებრივი ჩვეულებრივი ამბები.

აქ ისევ იანვრის ბოლომდე აღნიშნავენ ახალ “წლებს” და ქუჩის დეკორაციებსაც თებერვლის დასაწყისში შლიან (ჩვენ ხომ ელ. და სხვა ენერგიები ბლომად გვაქვს, ეს მხოლოდ ევროპაშა კრიზისი). აგერ მთავარი ნაძვისხე, ფერად–ფურადი ანძა, დღესაც ბრჟღვიალებს თბილისის თავზე და ეიფელი ნამდვილად ვერ შეედრება, ბოლოს და ბოლოს ის მარტო ერთფრად ანათებს :)

აქ ისევ საქმიანობანას თამაშია პოპულარული, ისევ ყველა გადაღლილი და ყველა დაკავებულია თავგადაკლული მუშაობისგან, დილიდან და ღამემდე, მერე რა, რომ ამ სამუშაო დროს ნაწილი შეიძლება რუსულ სოციალურ ქსელ ოდნოკლასნიკში ძველ მეგობრებთან, გვერდით ოთახში მჯდომ თანამშრომლებთან თუ პოტენციურ სექსუალურ პარტნიორებთან ჩატაობაში იხარჯება.

აქ ისევ 200 %–იანი მოგებით იყიდება მაღაზიაში საქონელი, ისევ წუწუნებენ კონკურენციაზე, მთავრობაზე, გადასახადებზე, და არ ფიქრობენ მომსახურებაში თავაზიანობის და ბიზნესში ცოტა კრეატიულობის საჭიროებაზე.

აქ აქუ ისევ იმდენს და კიდევ უფრო მეტხანს ატარებს პირდაპირ ეთერში, ოღონდ ეხლა ლელა კაკულიას რეკლამებიდან შემოსული ფულით “ზიმა/ლეტაც” დაუყენებია და ისე აღარ ეყინება რესპონდენტები, როგორც ადრე.

აქ სადღეგრძელო ისევ ისეთი შემართებით ისმება, რადგან იქ საქართველო ისევ ერთიანია, რუსი მიწაზე დაჩოქებული, ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი და თანასწორზე მეტი მამაკაცთან, ხოლო ქართული ღვინო ისევ საუკეთესოა მსოფლიოში, უბრალოდ ეგაა წყალს და შაქარს ურევენ და აფუჭებენ. ნწ ნწ ნწ, ცუდი ბიძიები…

ქართულ ყველს ხომ საერთოდ არცერთი არ ჯობია დედამიწაზე, რა შვეიცარული, რის ფრანციცული. ნუ მერე რა რომ , ღვინის არ იყოს, არც ეგ იშოვება ადვილად. თან ამ მსოფლიო კრიზისმა ძროხები ისე დააშრო, აღარც რძე შერჩათ, აღარც ცხიმი და თურმე მარილს იწველებიან სუფთად. რას გვიშვება ეს მთავრობა :D

ჰოდა ასე :`)
აქ ყველაფერი ისევ ისეა და ცოტა უფრო ცუდად.
მაგრამ ოდესმე მაინც ყველაფერი კარგად იქნება :)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273