ცოტა კი არა ძალიან დამიძველდა პოსტები, გაშრა ყელი :D
შობის მერე 2 თვეზე მეტი გავიდა და ამასობაში მე უკვე სახლში ვარ – თბილისში – Home, sweet home…
შობიდან და დღევანდლამდე ბევრი რამ მოხდა.
ჯერ იყო და ბევრი ბარგი ჩავალაგე: 20 კგ, კიდე 20 კგ და კიდე ლეპტოპი, ხელბარგი და კიდე 20 კილომდე ნაგავში და წითელ ჯვარში გადავუძახე. შოკოლადები და შაქარყინულები არ წამომიღია ოღონდ :D
მერე, რატომ ხელი არ მომტყდა აირბალტიკას რომ გადავუხადე ბილეთის ფული და… აბა სცადეთ და წარმოიდგინეთ რიგიდან თბილისსში, 10 000 მეტრის სიმაღლეზე როგორ მოფრინავს ავტობუსი, რომელშიც გათბობაც კი არაა ჩართული… აი ზუსტად მასე ვიფრინე თბილისამდე.
მერე, აეროპორტში, მესაზღვრის ფრიად კორექტულ და ეფექტურ მომსახურებას შევესწარი ერთერთ მგზავრთან და 10მდე დავითვალე დასამშვიდებლად, რომ არ ჩავრეულიყავი. ბოლოს და ბოლოს რა ჩემი საქმე იყო, თან დარწმუნებული არ ვარ რომ ეფექტურ მომსახურებაში დატრენინგებულები არიან და ჯერ ეპატიებათ :D
მერე, ცხვირწინ staff-მა ტროლიკი “ამახია” – დაკავებულია გენაცვალეო… ჰოდა მეც დავასკვენი, ეტყობა აირბალტიკის ბილეთში აეროპორტის მომსახურების საფასური არ შედიდათქო, მხრები ავიჩეჩე და გადახეხილი ხელისგულებით დავეჭიდე ჩემს ჩანთებს, რაღა დარჩა, სულ რაღაც 20 მეტრი კარამდე, მერე ჩემი ძმა და მანქანა. ამ დროს ვიღაც კაცმა თავაზიანად მომიგორა სხვა ტროლიკი, მე რისთვის ვარ გენაცვალე აქო და 20 მეტრის გაგორებაში 10 ლარიც აიღო… გადაირევა კაცი.
ამის მერე უკვე დაიწყო არაჩვეულებრივი ჩვეულებრივი ამბები.
აქ ისევ იანვრის ბოლომდე აღნიშნავენ ახალ “წლებს” და ქუჩის დეკორაციებსაც თებერვლის დასაწყისში შლიან (ჩვენ ხომ ელ. და სხვა ენერგიები ბლომად გვაქვს, ეს მხოლოდ ევროპაშა კრიზისი). აგერ მთავარი ნაძვისხე, ფერად–ფურადი ანძა, დღესაც ბრჟღვიალებს თბილისის თავზე და ეიფელი ნამდვილად ვერ შეედრება, ბოლოს და ბოლოს ის მარტო ერთფრად ანათებს :)
აქ ისევ საქმიანობანას თამაშია პოპულარული, ისევ ყველა გადაღლილი და ყველა დაკავებულია თავგადაკლული მუშაობისგან, დილიდან და ღამემდე, მერე რა, რომ ამ სამუშაო დროს ნაწილი შეიძლება რუსულ სოციალურ ქსელ ოდნოკლასნიკში ძველ მეგობრებთან, გვერდით ოთახში მჯდომ თანამშრომლებთან თუ პოტენციურ სექსუალურ პარტნიორებთან ჩატაობაში იხარჯება.
აქ ისევ 200 %–იანი მოგებით იყიდება მაღაზიაში საქონელი, ისევ წუწუნებენ კონკურენციაზე, მთავრობაზე, გადასახადებზე, და არ ფიქრობენ მომსახურებაში თავაზიანობის და ბიზნესში ცოტა კრეატიულობის საჭიროებაზე.
აქ აქუ ისევ იმდენს და კიდევ უფრო მეტხანს ატარებს პირდაპირ ეთერში, ოღონდ ეხლა ლელა კაკულიას რეკლამებიდან შემოსული ფულით “ზიმა/ლეტაც” დაუყენებია და ისე აღარ ეყინება რესპონდენტები, როგორც ადრე.
აქ სადღეგრძელო ისევ ისეთი შემართებით ისმება, რადგან იქ საქართველო ისევ ერთიანია, რუსი მიწაზე დაჩოქებული, ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი და თანასწორზე მეტი მამაკაცთან, ხოლო ქართული ღვინო ისევ საუკეთესოა მსოფლიოში, უბრალოდ ეგაა წყალს და შაქარს ურევენ და აფუჭებენ. ნწ ნწ ნწ, ცუდი ბიძიები…
ქართულ ყველს ხომ საერთოდ არცერთი არ ჯობია დედამიწაზე, რა შვეიცარული, რის ფრანციცული. ნუ მერე რა რომ , ღვინის არ იყოს, არც ეგ იშოვება ადვილად. თან ამ მსოფლიო კრიზისმა ძროხები ისე დააშრო, აღარც რძე შერჩათ, აღარც ცხიმი და თურმე მარილს იწველებიან სუფთად. რას გვიშვება ეს მთავრობა :D
ჰოდა ასე :`)
აქ ყველაფერი ისევ ისეა და ცოტა უფრო ცუდად.
მაგრამ ოდესმე მაინც ყველაფერი კარგად იქნება :)






ძაან მომეწონა “აქ ისევ საქმიანობანას თამაშია პოპულარული, ისევ ყველა გადაღლილი და ყველა დაკავებულია თავგადაკლული მუშაობისგან, დილიდან და ღამემდე, მერე რა, რომ ამ სამუშაო დროს ნაწილი შეიძლება რუსულ სოციალურ ქსელ ოდნოკლასნიკში ძველ მეგობრებთან, გვერდით ოთახში მჯდომ თანამშრომლებთან თუ პოტენციურ სექსუალურ პარტნიორებთან ჩატაობაში იხარჯება.” :)
ზუსტად მასეა, სამწუხაროდ :(
აი როგორ კარგად დაიწყებ ხოლმე რაა და როგორ ცუდად ასრულებ … “მაგრამ ოდესმე მაინც ყველაფერი კარგად იქნება” გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ :))
მომწონს შენი ბლოგი სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს … ჩაგამატე ბლოგლისტში :D
მადლობა, უბრალოდ შენი სახელი ჩემგან არ ილინკება და მე ვერ ვხედავ ვერც შენს ბლოგლისტს და საერთოდ ვერც ბლოგს :)
მაგრამ ოდესმე მაინც ყველაფერი კარგად იქნება :)სუპერ ჰიპერ ფრაზხ იყო :)))და პასუხიიი:იმედია (ნუ ამას თავისი ინტონაცია ჭირდება, მაგრამ მაინც ) :))))
აჰა, იმედია :)ოღონდ, იმედი მარტო არ კმარა, ცოტა ხელის განძრევაც საჭიროა :D
ვაიმე ძალიან მომენატრა ეგ ყველაფერი, ეგ არაჩვეულებრივი თავგადასავლები… :)ყველი ყველაზე მეტად!!!!Home, sweet Home-ს მაინც არაფერი ჯობს!!!
100% ყველაფერი ისეა, როგორც შენ აღწერე პოსტში… ვერ გამოვიდა მთლად ოპტიმისტური, მაგრამ რას იზამ, თითქმის ყველაფერი ისეა, თუ უარესად არა, როგორც 10–12 წლის წინ… იმ განსხვავებით, რომ ადრე აქუ დენის “პლიტაზე” ითბობდა ფეხებს, ახლს კი იუსაიდის ფულით ნაყიდი ზიმა–ლეტა დაუყენებია და ისე ძალიან აღარ ცივა….ბატონო კახი, გვეშველება რამე.. იმენნა რა…ეკატერინე უკან გაბრუნებას არ აპირებ? თუ კაი საქმეზე წახვალ მეც გამიყოლე შენი მუხლების ჭირიმე…….
…ზუსტია… სამწუხაროდ… მაგას ყველაფერს პროვინციალიზმი ჰქვია. მაგრამ, ალბათ როდისმე მართლა კარგად იქნება ყველაფერი… როცა გავიზრდებით და დიდი ბიჭები და გოგები ვიქნებით…გაიხარე!!!
არ მოგწყინდათ ევროპიდან დაბრუნდებულ ტიპებს, პარიზში,ლონდონში და… ჩასუნთქული ჰაერის გამო აწეული ცხვირით ანალიტიკოსობა და ექსპერტობა?იქ ნაკლები მარაზმია ხო? ყველაზე ადვილი ეგაა მგონი ,,დალაგდეს მანდ სიტუაცია და მერე ვნახოთ, დავბრუნდებით” ამ პრინციპზე აქ ბევრი არაფერი გაკეთდება… აგრესიული არ ვარ :-) უბრალოდ მართლა ეს ანალიზები და ირონიაშეპარული ტექსტები ვითომ ძალიან გტკივათ გული და ერთხელაც ყველაფერი კარგად იქნებას ფიქრმა არ დაგღალათ? იქნებ თვითონ დაიწყოთ ყველამ ეს იქნება დღეს ….
ესეიგი მე რას ვფიქრობ: რაც კარგია ევროპაში ის ისწავლეთ. ჩამოდით მერე საქართველოში და გააკეთეთ იმაზე კარგი (გინდაც კანონებიდან დაწყებული ქუჩების კეთილმოწყობით დამთავრებული)
Anonymous 25 april, 07:10რამდენჯერ მომინდა პასუხის გაცემა და რამდენჯერ გადავიფიქრე.არ ვიცი უბრალოდ რა უნდა გიპასუხოთ, ირონიით დავიწყო თუ უბრალოდ მეორეჯერ კარგად წაიკითხეთ-თქო , მიგითითოთ :))"დალაგდეს მანდ სიტუაცია და მერე ვნახოთ, დავბრუნდებით" – ეს თუ დაინახეთ ჩემს ნაწერში, აბა რა გითხრათ მაშინ :))"არ მოგწყინდათ ევროპიდან დაბრუნდებულ ტიპებს, პარიზში,ლონდონში და… ჩასუნთქული ჰაერის გამო აწეული ცხვირით ანალიტიკოსობა და ექსპერტობა?იქ ნაკლები მარაზმია ხო?"რა თქმა უნდა,სხვაგან ჰაერის ჩასუნთქვის მერე ბევრად ადვილი და ელემენტარულად კომპეტენტურია ანალიზის გაკეთება და იმ კლიშედან გამოსვლა რომ საქართველოში ყველაფერი კარგია და ევროპაში გარყვნილება სუფევს, ან პირიქით – საქართველოზე ბანძი ქვეყანა არ არსებობს და ვივა ამერიკა-ევროპა!მე ვიწყებ ჩემს წილს და ვცდილობ გავაკეთო და "მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით ვამბობ იმას რაც არ მომწონს, არა გაევროპელებულის, არამედ გულშემატკივარი ქართველის პოზიციიდან და გამგები გაიგებს.