2 დღეა ყურებამდე ვარ შეყვარებული.
2 დღეა ვუყურებ ფოტოებს და ვიდეოებს იუთუბზე და ცრემლისდენამდე ვიცინი.
ცხოველებიდან გუშინდლამდე ჩემს ფავორიტ არსებას – კატუნიას კონკურენტი გამოუჩნდა. მგონი ზანტი ლორისი უფრო მიყვარს ♡ ♡ ♡
ზანტი ლორისი “მადაგასკარის” მოყვარულებისთვის ნაცნობი ტიპია. ოღონდ მე აქამდე მეგონა რომ მადაგასკარის გმირები სინამდვილეში არ არსებობდნენ და მხატვრებმა მოიგონეს :D
ზანტი ლორისი მე შევარქვი, უფრო სწორად პირდაპირ ვთარგმნე > Slow Loris. ქართულად არ აქვსო სახელიო. რა უსამართლობაა, რამდენი ადამიანი დადის სახელით და გვარით, ამ საყვარელ არსებას კი თურმე სახელიც არ აქვს : (
მოკლედ, ბევრი აღწერა არ ჭირდება, თავად ნახეთ და მიხვდებით, რატომ მიყვარს ♡








ჰო, ეს ცნობილი ვიდეოებია, გონებას ვკარგავ ამ არსებაზე :)))
მაააგარი ვიღაცაა ♥
ჩვენც გვიყვარს :) :) :) განსაკუთრებით მომწონს ხელების ჩამოწევა რომ ეზარება :)))
ლემური არაა ეგ?
შენ ლემური ეძახე და ვერ პრაწავს თვალებს ტაბაწყურის სულელი მელა სიეფა?! :D:D:D:D
არა, ლემური მეორეა.
საკალელი. ქე უნდა გყავდეს 2-3 ცალი სახლში, აპააა :)
ქართული სახელი შანსი არაა არ ქონდეს. ზოოპარკში უნდა კითხვა სანამ ჯერ კიდევ გვაქვს ზოოპარკი :)))))))
ქართულად არ აქვსო სახელიო. რა უსამართლობაა, რამდენი ადამიანი დადის სახელით და გვარით, ამ საყვარელ არსებას კი თურმე სახელიც არ აქვს
ნამდვილად უსამართლობაა და :D