ტომ ჯონსის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა ჩემთვის “Sex Bomb”-ია და, თუმცა საკმაოდ ხალისიანია, მაინც ვერ ვიტყვი, ჩემი გემოვნებაში ზუსტად ჯდებათქო.
თუმცა, X-Factor-ი, ბრიტანული მუსიკალური შოუ (ჩვენებურად ჯეოსტარი, ბოდიში ამ შედარებისთვის), ხშირად მაიძულებს ახალი სიმღერები აღმოვაჩინო და დავტკბე კონკურსანტების და ორიგინალის შემსრულებლების ვერსიებით.
დღევანდელი აღმოჩენა აი ეს სიმღერაა: I, who have nothing!
მერი ბირნი 50 წლის ქალია, სუპერმარკეტის მოლარე, X-Factor-ზე დუბლინში გამოცხადდა და აუდიტორია გააოცა. მგონი, 2010 წელს ეს ქალი ჩემი ფავორიტი იქნება :) არა მგონია ლაივ-შოუებამდე გაფილტრონ.
ესეც, იგივე სიმღერა, ოდნავ განსხვავებული, შირლი ბეისისეული შესრულებით:
და ბოლოს თვით ტომ ჯონსი – კაცი ლეგენდა! ;)
გული მწყდება, რატომ არ გვყავს ჩვენ ასეთი მაგარი კონკურსანტები “ჯეოსტარსა” და “ნიჭიერში”? ან რატომ მღერიან სულ ერთსა და იმავე სიმღერებს? :/
p.s. სიმღერის ტექსტი:
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
I, I who have nothing
I, I who have no one
Adore you, and want you so
I’m just a no one,
With nothing to give you but Oh
I Love You
He, He buys you diamonds
Bright, sparkling diamonds
But believe me, dear when I say,
That he can give you the world,
But he’ll never love you the way
I Love You
He can take you anyplace he wants
To fancy clubs and restaurants
But I can only watch you with
My nose pressed up against the window pane
I, I who have nothing
I, I who have no one
Must watch you, go dancing by
Wrapped in the arms of somebody else
When darling it’s I
Who Loves you
I Love You
I Love You
I Love You
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::