ტომ ჯონსის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა ჩემთვის “Sex Bomb”-ია და, თუმცა საკმაოდ ხალისიანია, მაინც ვერ ვიტყვი, ჩემი გემოვნებაში ზუსტად ჯდებათქო.
თუმცა, X-Factor-ი, ბრიტანული მუსიკალური შოუ (ჩვენებურად ჯეოსტარი, ბოდიში ამ შედარებისთვის), ხშირად მაიძულებს ახალი სიმღერები აღმოვაჩინო და დავტკბე კონკურსანტების და ორიგინალის შემსრულებლების ვერსიებით.
დღევანდელი აღმოჩენა აი ეს სიმღერაა: I, who have nothing!
მერი ბირნი 50 წლის ქალია, სუპერმარკეტის მოლარე, X-Factor-ზე დუბლინში გამოცხადდა და აუდიტორია გააოცა. მგონი, 2010 წელს ეს ქალი ჩემი ფავორიტი იქნება :) არა მგონია ლაივ-შოუებამდე გაფილტრონ.
ესეც, იგივე სიმღერა, ოდნავ განსხვავებული, შირლი ბეისისეული შესრულებით:
და ბოლოს თვით ტომ ჯონსი – კაცი ლეგენდა! ;)
გული მწყდება, რატომ არ გვყავს ჩვენ ასეთი მაგარი კონკურსანტები “ჯეოსტარსა” და “ნიჭიერში”? ან რატომ მღერიან სულ ერთსა და იმავე სიმღერებს? :/
p.s. სიმღერის ტექსტი:
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
I, I who have nothing
I, I who have no one
Adore you, and want you so
I’m just a no one,
With nothing to give you but Oh
I Love You
He, He buys you diamonds
Bright, sparkling diamonds
But believe me, dear when I say,
That he can give you the world,
But he’ll never love you the way
I Love You
He can take you anyplace he wants
To fancy clubs and restaurants
But I can only watch you with
My nose pressed up against the window pane
I, I who have nothing
I, I who have no one
Must watch you, go dancing by
Wrapped in the arms of somebody else
When darling it’s I
Who Loves you
I Love You
I Love You
I Love You
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::







დეკემბერი დადგაო დაა… ცამ იცვალა ფერი…
lol
მე release me მომეწონა ))))
ოოო მერსი მერსი მი იყო სასწაული :D
“საყვარელო მამულო”–სნაირი (აქ ორთოგრაფიული შეცდომაა) სიმღერები სანამ იქნება ქართულ მენტალში მანამდე არაფერი გვეშველება :)
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს უბრალოდ. მაგ სიმღერის საწინააღმდეგო თავის დროსა და ადგილზე არაფერი მაქვს. მაგრამ კონკურსზე საკუთარი სტილის შესაბამისი სიმღერები უნდა შეარჩიონ მონაწილეებმა. თან ისეთი, გადაღეჭილი რომ არ იყოს და დაზეპირებული.
ბავონც ეკა
მე ის გურული მამაშვილი მაგრად მომწონდა, არც პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ვიღაც “გოგი დოლიძემ” მოიგო :(
აუ, როგორ მომეწონა :)
და საერთოდ, ასეთ დროს ძალიან სენტიმენტალური ვხდები :))
შირლი ბესი კი ჩემი უსაყვარლესი მომღერალია ))
აქაურებს რაც შეეხება, გემოვნების ამბავია, რა :)
აქაც გამოანათებს ხოლმე ერთი-ორი ნუ ვოკალით მაინც და სიმღერებს ვინ ურჩევთ არ ვიცი (უფრო სწორედ ვიცი და ცუდია რომ ყველაფერი ერთი კაცის შოუ ხდება ხოლმე აქ)
ხოდა მე ჩვენი ნინი შერმადინი მომეწონა X-Factor-ის კონკურსზე, საბერძნეთში.
ვოკალით კი, მაგრამ სიმღერები სულ ერთი და იგივეა თითქმის.
ხო სიმღერები ერთნაირია და ზოგადად შოუც ერთფეროვანია :( მოკლედ ბევრად უკეთესად შეიძლება ხოლმე ამ ბავშვების გამოჩენა მგონი