Je m'appelle Eka..

March 12th, 2011 by Katiée

იაპონიიდან ბრაჟილიამდე

“თუ წვიმს, ქარია, თოვლი მოდის და ქვეყანა იქცევა,
შენ რა გიხარია, შე უბედურო?”
ინტერპრეტირებული ციტატა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”-დან

მართლაც,
როცა იაპონიაში მიწისძვრამ და ცუნამიმ ქალაქები ფაქტიურად აღგავა პირისაგან მიწისა,
როცა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურს მუშები სათლებით (a.k.a. “ვედრა”) ასხამენ ზღვის წყალს, რომ სიმხურვალისგან არ აფეთქდეს და მეორეჯერ არ გადაუაროს რადიაციამ იაპონიას და არა მარტო იაპონიას,
როცა ჩემს კომპიუტერში 30-მდე სხვადასხვა გვერდი მაქვს გახსნილი და ასტრონომიით დაწყებული, ტექტონიკური ფილებით დამთავრებული ყველანაირ ინფორმაციას ვკითხულობ და პარალელურად იაპონური ტელევიზიის live-ს ვუსმენ თუმცა არაფერი მესმის,
რა დროს ბრაზილიაა???

C’est la vie…
როცა საქართველო იბომბებოდა, ევროპელები ჩემს თვალწინ მშვიდად ტკბებოდნენ ახალმოდუღებული ყავის და ვანილის ეკლერის არომატით და მე ეს მიკვირდა,
ახლა კი, როცა ამომავალი მზის ქვეყნისა და უამრავი იაპონელის ბედი წყდება, – მე 17 მარტს, ფილარმონიაში დაგეგმილ ბრაზილიური მუსიკის საღამოზე ვფიქრობ…
ბრაზილიური მუსიკა პირველად, ჩემს ბავშვობაში სერიალებით შემოიჭრა. დღემდე მახსოვს ის მელოდიები და სულ სხვანაირად გამოთქმული “ჟ”. ესეც ერთ-ერთი:

http://www.youtube.com/watch?v=lmVjG5uXhqc

დარწმუნებული ვარ, სერიალის ხსენებაზე ბევრი სნობურად ცხვირსაც აიბზუებს და ჩაიცინებს. არადა, სხვა თუ არაფერი, ბრაზილიური ტვ-ინდუსტრიის ერთ-ერთი მამოძრავებელი – ანტონიო (ტომ) კარლოს ჟობიმისჟოაო ჟილბერტოს მუსიკა ან მათი გავლენით შექმნილი საუნდტრეკები, რომელიც ბრაზილიურ, თბილ, მზიან, ზღვიან, რომანტიულ განწყობაზე გაყენებს – ნამდვილად შეუდარებელია :)

როგორ ვთქვა, ამ კაცის ნახვა ოცნებად მაქვს-თქო, 1994-ში გარდაიცვალა და ნამდვილად არ ვიჩქარებდი მასთან შეხვედრას :D .
არც რიოს-კარნავალზე მიმდის გული მაინცდამაინც (ქალური შურია, ალბათ :D).

სამაგიეროდ, უკვე სამჯერ, მინიმუმ სამჯერ დამწყდა გული, რომ აქ, საქართველოში სტუმრად მყოფი, არაჩვეულებრივი ბრაზილიელი მომღერალი (რატომღაც რუსული სახელით) – ტანია მარია, ისე ჩამოვიდა, იმღერა და წავიდა, რომ მე ცხვირიც ვერ შევყავი მის კონცერტზე.

აი, მე-4 კონცერტზე კი ნამდვილად წავალ და წინა 3 გულისწყვეტას, დარწმუნებული ვარ, ავინაზღაურებ ❤

2011-ში ჯერ ამით დავიწყებ და ამასობაში 2014 წელიც მოვა, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და ნამდვილ, ცეცხლოვან ბრაზილიასაც ვესტუმრო იქნებ ;)

P.S. როგორც გავიგე, ტანია მარია ახალი ხმის ჩამწერი სტუდიის, მუსიკალური გამომცემლობის და ა.შ. – Bravo Records-ის გახსნაზე ჩამოდის. ეს სტუდია კი, პირობას დებსო, რომ არა მხოლოდ ხარისხზე, არამედ საავტორო უფლებების დაცვაზეც ვიზრუნებთო. ჰოდა, ვნახოთ ;)

P.P.S. ისე, ერთი ბილეთი მაქვს და ჯერ ვერ მოვიფიქრე, ვინ წავიყვანო, არადა, 17 მარტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება :D


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273