გზააბნეული გიჟები ანუ ჯეკანდრო ოდნოკლასნიკებიდან

ესეც ასეეე!
გუშინ მინდოდა სექტემბრის ბოლო პოსტი მომეფიქრებინა, ვერაფერი მოვიფიქრე,
ჰოოდა, ოქტომბრის პირველი პოსტის თემა თავისით მოვიდა დღეს :D

წინასწარ ვიტყვი რომ ხანდახან გემრიელად ვერთობი სკაიპში შემოვარდნილ გზააბნეულ გიჟებზე, გაცნობა რომ უნდათ და ტვინს რომ ბურღავენ. 99% რასაკვირველია მაშინვე იბლოკება. განსაკუთრებით საინტერესოებს უმართლებთ და ცოტა ხანს ვკაიფობ ხოლმე :D

სკაიპის გიჟებზე მოგვიანებით, ყველაფერი დასეივებული მაქვს და ნელნელა გამოვამზეურებ.
მაგრამ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რუსულ საიტ odnoklasniki.ru -ზე გადამეკიდა მოსკოვში მცხოვრები ვინმე ჯეკანდრო (პირობითად ასე დავარქვათ)

ვაკოპირებ უცვლელი სახით:

ასაკი: 41 წ.
ადგილმდებარეობა: მოსკოვი

გუშინ: mogesalmeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee (ეე-ბის რაოდენობაზე იკაიფეთ)
მე: (იგნორი)

დღეს ისევ: mogesalmeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee (ოეეე ოეეეეე!!!)

მე: გაგიმარჯოთ, მაგრამ ამდენი ეეეეეეეეეეეეე რა საჭირო იყო ? :თვალებისგადატრიალებისსმაილიკი:

ჯეკანდრო: rogro xar? (არ იმჩნევს)

მე: კარგად
ვიცნობთ ერთმანეთს?

ჯეკანდრო: ara… gavicnod tu cinaagmdegi ar xar (ჯაან შაყვარელი შმაილიკი აქ)

მე: გავიცნო თუ გავიცნო-? (დ და თ ჩემი ტკივილი!)

ჯეკანდრო: jeko mqvia (რაღა მიჭირს)

მე: სასიამოვნოა.

ჯეკანდრო: gaixareeeeeeeeeeee…..ras saqmianob? (ისევ ეს ეეე, ალბათ დამშვიდობებისას მეტყვის გაკოცეეეეეეეეეეეეეეეეე!)

მე: დაკითხვაზე ვარ. (წერტილი და არა კითხვის ნიშანი აქ)

ჯეკანდრო: ara…. mainteresebs ise

მე: ვსწავლობ.

ჯეკანდრო: sad?
ketili gimili gaqvs dzaliannnnnnnnnnnnnn (და ხვევნა კოცნის სმაილიკები)

მე: germaniashi.
გმადლობთ.

ჯეკანდრო: gaixareeeeeeeee………….. ra propesia?
gaixareeeeeeeeeeeeeeeeee

მე: იურისტი ვარ.
და ამ ეეეების დანიშნულება მაინც ვერ გავიგე.

ჯეკანდრო: ixare….. rodis amtavreb? (არ იმჩნევს, მაგრამ ეები საგრძნობლად შეამცირა, დაჟე წინსართებიც მოშალა Very Happy )
qartuli shrifti rogor gikenia?

მე: ქვემოთ სადაც ენ და რუ წერია იქ უნდა იყოს კა-ც და თუ არ არის კონტროლ პანელიდან უნდა დაამატოთ.

ჯეკანდრო: ar vici rogor
saqartveloshi unda dabrunde mere?

მე: არ ვიცი.
რატომ გაინტერესებთ ამდენი რამე? (უკვე დროა კაიფზე გადავიდეთ Very Happy )

ჯეკანდრო: momecone da minda vicode shens shesaxeb kvelaperi (ვაშააა, მოვეწონე, რაღა მიჭირს!!! Laughing )

მე: და სანამ ყველაფერს არ გაიგებთ, ასე უნდა ვწეროთ? ჰმ

ჯეკანდრო: mome teleponi da dagirekav (ისევ ჯაან შაყვარელი შმაილიკი წითელი ლოყებით)

მე: ბატონოოოო? (სმაილიკსაც და მეც თვალები ერთდროულად გადმოგვეკარკლა Shocked Shocked Shocked )

ჯეკანდრო: ra problemaa???? minda xma gavigo sheni (ეხლა თავს მოვიკლავ
Laughing )

მე: ისა და მე არ მეკითხებით მინდა თუ არა თქვენი ხმის გაგება?
და საერთოდ მე თქვენობით გელაპარაკებით და თქვენ შენობით თუ მეჩვენება?
თუ ასაკში სხვაობის გამო თქვენობით უნდა მოგმართოთ? (გიჟია ოხერი!)

ჯეკანდრო: shenobit mommarte gtxov (ვახ, ისევ არ იმჩნევს, მაჯობა Mad )

მე: მაშინ კარგად ბრძანდებოდე!

ჯეკანდრო: rato magdeb?

მე: (ჯერ ვფიქრობ ვუპასუხო თუ არა …… )

Question Question Question Question Question Question

არა, მაინც რამდენი გიჟია ამქვეყნად…..

This entry was posted in This is funny, Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

6 Responses to გზააბნეული გიჟები ანუ ჯეკანდრო ოდნოკლასნიკებიდან

  1. Nino says:

    ha ha ha. Jeko ra aqtiuri bichi yopila.marto me ar mcers turme :D:D:D:D:D:D:D:D

  2. Kate says:

    ვაიმეეეეეეეეეე…რამდენი ვიცინეეეეეეეე…აუ ზოგს რა შიგნით აქვს….(მაპატიე ცენზურა)

  3. Lalena says:

    რამდენი და ბევრი (nod)… მეორე მხარე, ბევრი, რომ აკლია იმიტომ ვიხალისეთ ბევრი :))))))))))))

  4. Anonymous says:

    კაი იყო :)

  5. ჯეკო says:

    ქართული შრიფტი დავაყენეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე…… :D :D :D :D

  6. 13th says:

    მე პირდაპირ ვეკითხევი ხოლმე, რომელი ხარ და თუ გიცნობ. თუ წავიდა ეგეთი ეეები და მინდა გაგიცნო, ეგრევე ბლოკში :)

    ვიცი, ვიცი, როდინდელი პოსტია. მაგრამ მე ახლა ვნახე :)

Leave a Reply