აკოცა, მარა რა აკოცა !

The Tourist. 2010

კ/ფ “ტურისტი“, 2010 წ.
მთ. როლებში: ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი

6 იან. 2011 წ. თბილისი
მიმდინარეობს ფილმის საპრემიერო ჩვენება კ/თ ამირანში.
დარბაზი ნახევრად სავსეა.

ფილმის დაწყებიდან სადღაც მე-20 წუთზე ანჯელინა აივანზე კოცნის 2 წამით დეპს და მერე მიუკეტავს კარს, შენ დაიძინე დივანზეო.
წევს ჯონი დეპი მთელი ღამე თვალდაჭყეტილი (აბა როგორი დასაძინებელია, გვერდზე ოთახში თვით ჯოლია), დაათენდა, ბოლოს წამოდგა, შეაჭრა საწოლ ოთახში. დგას ანჯელინა შავ პერანგში, ზურგით, აკეცილი თმა ხელით უჭირავს, მხრებს და კისერს სექსუალურად ეცემა დილის შუქი. ჯონი დეპი სწრაფად უახლოვდება, უკითხავად ეხვევა, ანჯელინაც ბრუნდება და…
აკოცა, მარა რა აკოცა!

ტაში მეგობრებო, ტაში !
და “ამირანის” დარბაზის ნახევარში მოულოდნელად მქუხარე აპლოდისმენტების ხმა ისმის. მეორე ნახევარი კი გადაბჟირებული სიცილ-ხარხარით უერთდება :D:D:D

ჰოდა, გამოეღვიძა ჯონი დეპს ამ დროს და დარბაზმაც იმედგაცრუებულმა შეწყვიტა ტაშისკვრა :|

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.

This entry was posted in This is funny, Videos/Movies and tagged . Bookmark the permalink.

15 Responses to აკოცა, მარა რა აკოცა !

  1. :D :D :D მაგარია!

    ისადა დარბაზი ნახევრად სავსე იყო თუ ნახევრად ცარიელი? :D :D

    • Katiée says:

      აუ თამუნამ ნახევრად სავსე და ცარიელი კი არა, მგონი ამ კოცნის ხათრით ბევრი წავა ფილმზე და მერე რომ არ აღმოჩნდება ის, დამგდები და გასაგიჟებელი, მე მომიბრუნდებიან :D:D::D

  2. აუ დაჰგლიჯა! :დდდდდდ
    როგორ აკლიათ ტო, იმენა ინდური ფილმების ერაში არიან ჯერ კიდევ :დ
    ეჰ , სად არ ვარ რეებს ვმაზავ <3

    • Katiée says:

      არა, ასეთი მაინც არ ყოფილა :D აი, 2012ში რომ გადარჩნენ, დარბაზში ტაში მაშინაც არ ამტყდარა, ეს რა იყო კაცო :D
      და მანამდე კიდე, ანჟელინას ფეხები გამოჩნდა და ვიღაცამ ისეთი ამოიგმინა, ამოაყოლა გულმუცელი :D

  3. okey says:

    :D :D :D :D :D
    ჰაჰა…
    ბრავო :D

  4. Tamar.J says:

    ეკაააა, უიშვიათესი ფაქტის მომსწრე გამხდარხარ! ვაი დ აკიდევ ვაი )))

  5. EFENDEX says:

    ნუ, იმდენს იზამთ, ამ ფილმს ვნახავ ))
    არადა, იდეაში, კინოთეატრებს პროტესტს ვუცხადებ, ფასები ვერ მომდის თვალში ))

  6. ბაჩო says:

    მე იმაზე ვკაიფობდი ხოლმე ფილმის ბოლოს ტაშს რომ უკრავდა ქართველი მაყურებელი (არ ვიცი ვის) და ეხლა შუა ფილმზე რომ ატყდეს ტაში წარმომიდგენია რა დამემართება :)
    033 აკრეფილი მქონდეს სანახავად რომ წავალ?

  7. Lord Vader says:

    ტაშს დავუკრავ-თქო ვერავის დავპირდები, მაგრამ ფილმი უნდა ვნახო აუცილებლად.

  8. Jeux De Dora says:

    ფილმი ჯერ არ მინახავს !

    = )) ერთი სული მაქვს როდის შევძლებ რო შევხედო… როგორც ვხედავ ძალიან კარგი უნდა იყოს, ამდენი პოზიტიური მიმოხილვების შემდეგ.

  9. Affen Spiele says:

    ეხა ვუყურე ))

    ძალიან მომეწონა !!! ძალიან !!

    ძალიან კარგი იქნება კიდევ თუ დაწერთ ესეთ რაღაცეებს )

Leave a Reply