All for the best..

I'm freak & we know it..
May 26th, 2010 by Katiée

5-ჯერ 500 ლარი და ერთიც მე დამრჩება <3

დღეს მეგობარს ზოომაღაზიაში შევყევი და აი ასეთი ბრიტანული კნუტები ვნახე, სულ რაღაც 500 ლარად! ;)

ძლივს გამომიყვანეს მაღაზიიდან. მართალია კარგად მახსოვდა, სახლში რა კატთმოძულე ნაგაზი მყავს (უკვე ერთი კატა დამიგლიჯა შარშან) და არც ზედმეტი 500 ლარი მქონდა, მაგრამ მოფერება ხომ იყო უფასო? ;) თან როგორ მომეხურხლენ <3

აბა, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ესენი?

და ამ კნუტების პატრონის როგორ მშურს ხომ ვერ წარმოიდგენთ :D

ბოლოს და ბოლოს 5–ჯერ 500 ლარია და ერთიც მე დამრჩება, აი, რომ ძინავს ის ;)

p.s. ხვალ ბლოგროლზე მინუსების მიხედვით დავითვლი მინიმუმ რამდენი კატთმოძულე კითხულობს ჩემს ბლოგს ;)

Comments

31 Responses to “5-ჯერ 500 ლარი და ერთიც მე დამრჩება <3”
  1. ბაჩო says

    რად გინდა დათვლა, პირდაპირ გეტყვი ეკა ;)

    მიუხედავად იმისა რომ, ლომის თანავარსკვლავედში დავიბადე და წლების მიხედვით კატა ვარ, ძაღლი უფრო მიყვარს ვიდრე კატა. ძაღლი წყნარად დაბაგუნობს იატაკზე და კატა ხან სამზარეულოზეა და ხან კარადის თავზე, მისი ბუნდღა ხან სად დაფრინავს და ხან სად :)

    პ.ს. ადრე კარის მეზობელი მყავდა, კატების დიდი მოყვარული და ღამით (ძილში) თავის საყვარელ კატას მოეფერა, აკოცა და თაგვის სუნმა გამოაღვიძა, რამაც შესაბამისად აიძულა ამდგარიყო და აბაზანაში წყლის პროცედურები ჩაეტარებინა :)
    არაა, კატა არაა ჩემი საქმე

  2. ვაიმე რა საყვარლები არიაააან, მაგრამ ბეწვი ჩემზე ალერგიულად მოქმედებს :(

  3. ბაჩო
    1. ძაღლს ბევრად გრძელი ბეწვი აქვს და ბევრად მეტიც, დიდია უბრალოდ. შესაბამისად, უფრო ხშირადაც სცვივა. კატა ადვილი დასავარცხნია, სიამოვნებს ეს პროცესი და დავარცხნილ კატას ბეწვი თითქმის არ სცვივა

    2. ალერგიას იწვევს არა კატის ბეწვი ან ნებისმიერი არსების თმა თავისთავად, არამედ ამ ბეწვზე არსებული ექსკრემენტები შესაბამისი მკბენარებისა. მკბენარის მოშორება კი ადვილია საკმაოდ

    3. წესიერად გაზრდილი კატა არც სამზარეულოს მაგიდაზე ადის და არც კარადის თავზე ;)

  4. კატები როგორ მიყვარსს :-S
    მას შემდეგ, რაც 2 კნუტი შემიჭამეს ძაღლებმა, ისინი მეზიზღებიან… ნეტა მაგ დროს თბილისში ვყოფილიყავი, დავხოცავდი ჩემს ძაღლებს…

  5. ბაჩო says

    ალერგიული არ ვარ ;)
    ხო, კატის ბეწვი მსუბუქია და დაფრინავს, ძაღლისა კი მძიმეა და ძირს ეცემა ;)
    1 რაც კატას კარგი აქვს (ისიც მხოლოდ სიამის კატას მგონი) წნევას არეგულირებსო. მაგი არ მინახავს მე ჯერ ჩემი თვალით, ჭორის დონეზე ვიცი :)

  6. bluekittie
    ჩემი კატაც მასე შეეწირა ჩემივე ავ ძაღლს. მას მერე მეტი გარისკვის და შემდეგ ნერვიულობის თავი აღარ მაქვს :(

  7. ნან says

    ულამაზესებია. ვგიჟდები კატებზე, ყელთან რომ ჩაიხუტებ, გაინაბება და აკრუტუნდება. ძალიან საყვარელი, მშვიდი და ადვილი მოსავლელი ცხოველია. ჩემი მთავარი სიმპატია ძაღლებია რათქმაუნდა, მაგრამ ძაღლი უფრო რთული მოსავლელია. მეტი დრო სჭირდება.

  8. მინუსი არ დამიწერია, მაგრამ კატ -კნუტმოძულე კი ვარ. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გიყვარდეს კატა? ძაღლებზე ვგიჟდებიიიიიიიიიიი

  9. ალერგია მაქვს კატებზე. ვერ შევდივარ სახლში, სადაც კატა ცხოვრობს. არადა გარეგნულად საყვალელია, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა უფრო მიყვარს მე.

  10. ar mikvars katebi da saxshi mitumetes ver vikolieb:)))))

  11. მატასი, shu84,
    აი მე კი არ მესმის, რატომ ვერ უნდა იტანდე კატას? რა განსხვავებაა ძაღლსა და კატას შორის?

    მარი,
    ალერგია სრულიად გასაგები მიზეზია, მაგის გამო მე ძველ წიგნებს ვერ ვშლი.

  12. ბაჩო says

    განსხვავება ძაღლსა და კატას შორის :)

    1) ძაღლი ერთგულია, ლოგინს გაგითბობს (თუ დაგჭირდა და მხოლოდ მერე მიატოვებს ლოგინს. კატა არაა ერთგული, სადაც კარგად იგრძნობს თავს იქ გაჩერდება, ლოგინი იქეთ უნდა გაუთბო :)
    2) ძაღლი არ/ვერ ადის მაგიდაზე და მსგავს ავეჯზე. კატა სიამოვნებით გადაგივლის თავზე (როდესაც დივანზე ზიხართ) :)
    3) ძაღლი არ ჭამს თაგვს, ამას კატა დიდი სიამოვნებით აკეთებს :)
    4) ძაღლი ქურდებს უყეფს, კატა კი ვერ აფრთხობს ;)
    5) კატა მოგეფერება როცა თვითონ უნდა, ამას ძაღლი არასდროს აკეთებს
    6) კატა არ იწვრთნება, ძაღლზე ამას ვერ იტყვი :(
    7) კატა ხეზე ადის, ძაღლი რომც აიყვანო ჩამოვარდება.
    8) კატა მიწაზე ფეხებით ეცემა, ძაღლი არავის გადმოუგდია ფანჯრიდან :D
    9) მე მიყვარს ძაღლები და ვწერ ვიტან კატებს :)

  13. ბაჩო
    აშკარად არ გყოლია კატა არასდროს, ნებისმიერს, ვისაც კატა ჰყოლია ძალიან გაეცინება ამ სტერეოტიპებზე.

    1). დაკარგული ძაღლი ბევრი მინახავს, დაკარგული კატა – არცერთი. კატა ყოველთვის ბრუნდება სახლში, რადგან კატას არასოდეს ჰყავს ცუდი პატრონი. გეთანხმები, გარბის თუკი ცუდი პატრონი ჰყავს, ძაღლივით უაზრო ერთგულება არ სჩვევია, სამაგისოდ ზედმეტად ჭკვიანია უბრალოდ :)
    კატას გამთბარი ლოგინიც უყვარს და ლოგინის გათბობაც და თუ ლოგინში შეწვენაა (რაც დიდად არ მხიბლავს), კატა ჯობია, ყველაზე ჭუჭყიანი კატაც კი ძაღლზე მეტი სუფთაა ყოველთვის.

    2). ძაღლი, განსაკუთრებით დიდი ძაღლი შემოგახტება და ჭუჭყიანი ტორებით დაგთუთხნის და ვერ გააგებინებ, რამდენიც არ უნდა უყვირო. კატას თუ წესიერად გაზრდი, არაფერზეც არ ავა და დივანზე თუ თავზე გადაგივლის, სუფთა მაინც იქნება, + მსუბუქი და + მოგეფერება.

    3). სამაგიეროდ ძაღლი კლავს ვირთხას, რა მნიშვნელობა აქვს ჭამს თუ არა, კუჭში არცერთს არ ვუძვრებით, პირით კი ორივე ეხება

    4). ეს პუნქტი უდაოდ ძაღლების სასარგებლოდაა, თუმცა კატაც ფრთხილია და საფრთხის შეტყობინება შეუძლია, ხმებს ძაღლზე არანაკლებ აფიქსირებს

    5). მაგიტომაცაა ჭკვიანი, იქეთ უნდა ეხვეწო :)

    6). კატას გაწვრთნა არ სჭირდება, ადამიანების სათამაშო და რიჟიკა თითქმის არასოდეს არაა ;) კატა ჭკვიანად იბადება და მას მხოლოდ მოთვინიერბა სჭირდება, რომ მთლად თავის ნებაზე არ გაიჯეჯილოს. კატა თვითონ ხვდება ისეთ რაღაცეებს, რასაც ბევრი ძაღლი ვერასოდეს ისწავლის

    7). კი, ხეზეც ადის და მე9 სართულიდანაც რომ გადააგდო, გადარჩება

    8). ეს პუნქტიც კატების სასარგებლოდაა და რატომ იშველიებ ვერ ვხვდები, იმედია შენც იმის მტკიცებას არ აპირებ, რომ კატა ეშმაკეულია და ამიტომ გადარჩება და ბლაბლაბლა :D

    9). მეც მიყვარს ძაღლები, კატებიც და ზღვის გოჭებიც, რატომ უშლის ამათი სიყვარული ერთმანეთს ხელს, ვერ ვხვდები : )

  14. Katis kide Ra Ar mikvars icit ro xrutunebs:))) dzagli upro ertgulia da Ar xrutunebs;)) Mara gemovnebis ambavia:)) zogs Kata moscons zogs dzagli zogs kide arcerti:)))

  15. ძალიან კაი ტიპები არიან,
    მე უფრო ძაღლები მიყვარს, კატებზე სულ მეცინება :)

  16. ბაჩო says

    მე-8 პუნქტს მინდა დავუბრუნდე :)
    ვაკონკრეტებ: ძაღლი არავის გადმოუგდია რომელიმე სართულიდან, ანუ გადარჩება თუ არა არ ვიცით, არ არის ცნობილი კაცობრიობაში მასეთი საქციელი.
    რამდენ წელს ცოცხლობს ბატი? ვინ აცადა სიცოცხლე, ეცემიან და დაკლავენ. დეიდაჩემს ყავდა 27 წლის ბატი და ძაღლმა შეჭამა (სოფლელი ძაღლი იყო, არაცივილური) :D
    :* კარგად ვიხალისე ამ დილით, მადლობა ეკა რომ არსებობ ;)

  17. მეც მყავდა ესეთი, კანქვეშა ტკიპა გაუჩბდა და აცრა რომ გაუკეთე გაიქცა

  18. g.z

    საწყალი კატა, ბრრრ….

  19. არ მიყვარს კატებიიი
    მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ რომლებსაც ვეფერები…უფრო სწორედ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამონაკლისია = ))

  20. :D
    მასე ერთი გამონაკლისით დავიწყე მეც, ოდესღაც, მამაჩემის თანამშრომლის სიამის კატის ერთი კნუტი რომ “გავასაღეთ”, ხათრით :D

  21. vaime cherchilis katebiii. zalian momwons arada sul zaRli myavs rac tavi maxovs

  22. კატთმოძულე კი ვარ,მაგრამ ეს ფისოები რაღაც საყვარლები მეჩვენენ :)

  23. fiqro,
    მე ძაღლიც და კატაც ერთდროულადაც მყავდა, და კიდე 2 ცალი კუც. ზოოპარკში არ ვცხოვრობ :D უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრებს გზააბნეული ცხოველების შეფარება უყვართ და ეზოს ვუთმობთ ხოლმე ამათ. როგორც წესი სიამტკბილობით ცხოვრობდნენ, მაგრამ ბოლო წელს “ახალმა” ძაღლმა და “ახალმა” კატამ ვერ იგუეს ერთმანეთი და ამ ამბავს ჩემი კატუნია შეეწირა :((

    mariefille
    პატარა კნუტი ყოველთვის საყვარელია და მერე რომ იზრდება, ძველი სიყვარული მიგყვება რა და ისიც გიყვარს :D

  24. ვაიმე რა საღუარლები არიან :*
    სასწრაფოდ + ები !!!

  25. არ ვიცი ვინ თქვა მგონი კატები ერთ ერთმა გამწვრთნელმა, თვითონ როგორც მითხრა სულ 2 ადამიანი ვართ დედამიწაზე ვინც კატებს წვრთნისო და შოეუებში გამოყავსო, ნუ მოკლედ ეგეთი საინტერესო რამე თქვა

    კატას ზის უნდა აჭამო, დაბანო , მოუარო და კატა ფიქრობს მეფე ვარო
    ძაღლი უნდა აჭამო დაბანო მოუარო და პიქრობს რომ შენ ხარ ღმერთიო,

    აი ეს განსხვავებააო კატებს და ძაღლებს შორისო

    რამდენად ასეა არ ვიცი მაგრამ საინტერესოდ ჟღერს

  26. […] გუშინდლამდე ჩემს ფავორიტ არსებას – კატუნიას კონკურენტი გამოუჩნდა. მგონი ზანტი […]

  27. rogor davukavshirde patrons ver metyvi? an is zoo magazia sad aris mitxari raa? minda saswaulad esetiiiii )))))))

    • არ ვიცი. ასეთი კნუტები ხშირად ჰყავთ ხოლმე კოსტავაზე რომ ზოომაღაზიებია, იქ. რუსთაველის მეტროსკენ ანუ.

  28. Maria Magdalena says

    rogor sheidzleba ar giyvardes aseti cxovrebaa

Leave a Reply

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins