კომპიუტერი ყველა ოჯახში, დღეში 1 ლარად vol.2

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ “კომპიუტერი ყველას” ინფორმაცია გავრცელდა და ამის შესახებ ბლოგზე მეც დავწერე, დღე არ გადის, გუგლმა საიტზე საშუალოდ 100მდე ადამიანი მაინც არ გადმოამისამართოს. ცოტა არ იყოს, უხერხულად ვგრძნობდი თავს დაუსრულებელი ინფორმაციის მიწოდების გამო, რადგან იმ დროისთვის არც ჩემთვის (და არც ბევრი სხვისთვის) იყო ცნობილი ამ ინიციატივის დეტალების შესახებ.

მაშ ასე, დღეიდან, 2010 წლის 11 ოქტომბრიდან აქციამ სტარტი აიღო და კომპანიები “ალტა” და “ალგორითმი” უკვე იწყებენ მომხმარებლისთვის სპეციალური პირობებით სხვადასხვა მონაცემებისა და ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის შეთავაზებას.

პროდუქცია და ფასები
ნეტბუქი Asus Eee PC შეგიძლიათ 548 ლარად შეიძინოთ, ან 2 წლიანი განვადება (დღეში 0.85 ლ) გააკეთოთ და ჯამში 620 ლარი გამოგივათ. ცოტა დიდი და უკეთესი მონაცემების Eee PC საყიდლად დღეში 1.23 ლარის, 2 წელიწადში კი – 898 ლარის გადახდა მოგიწევთ.
თუ ნეტბუქი არ გაკმაყოფილებთ, Fujitsu-Siemens-ის 15”-იანი ნოუთბუქი დღეში 2.14 ლ, 2 წელიწადში კი – 1562 ლარი დაგიჯდებათ. პერსონალური კომპიუტერების ფასი კი 596-იდან 2010 ლარამდე მერყეობს და მონაცემებიც შესაბამისია: დამაკმაყოფილებლიდან კომპიუტერულ თამაშებზე ორიენტირებულამდე.

გადახდა
კომპიუტერების შეძენისას თანამონაწილეობა უმეტეს შემთხვევაში საჭირო არ არის. მხოლოდ ყველაზე იაფი კომპიუტერების ყიდვისას მოგიწევთ 20%-ის წინასწარ გადახდა.
თანხას იხდით თვეში ერთხელ, ჯამურად. მაგ. 0,85 ლ X 30 = 25,5 ლ

სად შევიძინოთ
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, “ალტასა” და “ალგორითმში“.

განვადების პირობები
პროექტის პარტნიორია “ტაოპრივატბანკი”. სავარაუდოდ, თქვენ არ უნდა გქონდეთ გაფუჭებული საკრედიტო ისტორია ბანკში, ანუ არ უნდა იყოთ ე.წ. “შავ სიაში”. დანარჩენის გარკვევა თავად მოგიწევთ “ტაოპრივატბანკში”, მე ინფორმაცია ინტერნეტში ვერ მოვიძიე.

დამატებითი სერვისი – სპეც-შეთავაზება კავკასუს-ონლაინისაგან
აქციაში მონაწილე მომხმარებელი მიიღებს კავკაზუს ონლაინის სტანდარტულ პაკეტებს (Euro 2, Euro+ და Euro 3) შემდეგი პირობებით:

  • პირველი თვის განმავლობაში 50% ფასდაკლება
  • ყოველი მე-6 თვე უფასოდ
  • სამუშაო დღეებში 10:00-18:00 2-ჯერ მეტი სიჩქარე (10Mb/s, 16Mb/s, 20Mb/s)
  • 8-07 ზე 15% ფასდაკლება ნებისმიერი მიმართულებით

დამატებითი ინფორმაცია
პროექტის შესახებ: http://mes.gov.ge/content.php?id=1514&lang=geo
http://www.alta.com.ge/geo/news.php?news=78
პროდუქცია: http://www.alta.com.ge/geo/news.php?news=79

ან იხილეთ ნაწყვეტი ბიზნეს-კურიერიდან:

This entry was posted in This is useful and tagged , . Bookmark the permalink.

21 Responses to კომპიუტერი ყველა ოჯახში, დღეში 1 ლარად vol.2

  1. Pingback: კომპიუტერი ყველა ოჯახში, დღეში 1 ლარად | Je m'appelle Eka

  2. Qilipa says:

    გაიხარე! ინფორვმირდი :)

  3. ვფიქრობ, ხომ არ გავბრიყვდე.. :)

    • Katiée says:

      ჯერ ნახე მონაცემები, შეარჩიე, შეადარე სხვა კომპიუტერების ფასებს და ისე გადაწყვიტე :))
      მე უკვე კოლექცია მაქვს სახლში კომპიუტერების, თორე ვიფიქრებდი. მაგრამ დეიდაჩემს ვურჩევ ალბათ :))

  4. ბაჩო says:

    კარგი იქნებოდა ეკა ის ლინკიც დაგედო სადაც გადამოწმება შეიძლება პიროვნების. ანუ მე კი ვიცი რომ ბანკის წინაშე სუფთა ვარ, მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც ვერ მიაგნებენ ამ ინფორმაციას.
    და კიდევ რა მაინტერესებს პირადად მე:
    როდემდეა ეს ვაჭრობა რომ ამხელა რიგში არ იდგეს ადამიანი და ცივილური ფორმით მივიდეს მაღაზიაში და 4 ლარად კარგი PC იყიდოს? ;)

    • Katiée says:

      მაგდენი ინფორმაცია აღარ მომიძიებია, ცოტა მსურველებმაც შეიწუხონ კაცო თავი :D

      ის ლინკი კი არ ვიცი, სადაც შავი სიაა განთავსებული, მე მგონი საჯარო არცაა ეგ და არც უნდა იყოს.

      აქცია მგონი უვადოა, ვადაზე არავის არაფერი უთქვამს.

      • ბაჩო says:

        ავწონ-დავწონე ეკა
        ვინც არ არის შავ სიაში ეხლა იმათაც ძალით გააკვეხებენ. ძალიან ძვირი გამოდის აი7 და ნაკლები კომპიუტერის დედაც. რაც ვნახე გადასაყრელად გამზადებული ნოუთბუქების გაყიდვა უნდათ. კი, იაფია, მაგრამ მე მაგ ბუქები ვეღარ დამაკმაყოფილებს. თანაც გადახდისუნარიანი არაა მოსახლეობა. მე არ ვიღებ მაგ სერვისს იმიტომ რომ არ მჭირდება, გაჭირვებულს ისედაც არ უნდა და ვისაც უნდა იმას ისედაც აქვს 1 ლარად და 3 ლარად დღეში. პიარია რა :(

      • Katiee says:

        ბაჩო,
        მე და შენ მსჯელობაში სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ და აი რატომ:

        1. მე ამ აქციას საერთო-საზოგადო გამოსადეგობის თვალსაზრისით ვიწონებ, თორე შენ, რომელსაც უკვე გაქვს კომპიუტერი, მოახერხებ თუ არა ამ აქციის ფარგლებში შენი კომპიუტერის აფგრეიდს, ბოდიში, მაგრამ სულ არ მადარდებს.

        შენ – პირობითია და ამ “შენ”-ში საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის არის და უნდა იყოს კიდეც მეორეხარისხოვანი.

        შესაბამისად, შენს დასკვნას – “მე თუ არ გამომადგება, ე.ი. ცარიელი პიარია” – 1%ითაც კი ვერ გავიზიარებ.

        2. არ ვიცი შენ რამდენად ერკვევი კომპიუტერის მონაცემებში, მაგრამ მე რაც წავიკითხე, გადასაყრელი არცერთი არაა. საშუალო მონაცემები აქვს ნეტბუქებსაც და დანარჩენს კიდევ უკეთესი. მე პირადად სულ პირველი კომპიუტერი მართლაც გადასაყრელად გამზადებული იყო, რომ ვიყიდე – ეს ის იყო, რისი საშუალებაც მაშინ მქონდა და თუ გამომადგა, თორე არ წამიგია არაფერი. დღეს თუ მე მაკ.პროს ყიდვის თავი მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ დაბალი მონაცემების კომპიუტერებზე და მათ შემძენებზე აგდებით ვილაპაარაკო.

        3. მოსახლეობა არ არის ერთბაშად 2000 ლარის გადახდისუნარიანი, მაგრამ თვეში 25-40 ლარის გადახდა ძალიან ბევრს შეუძლია.

        4. გაჭირვებულს ისედაც რატომ არ უნდა? ჩვენზე ნაკლებად სჭირდება ცოდნა, ინფორმაცია, კომუნიკაცია თუ ჩვენზე ნაკლებ საქმეს გააკეთებს კომპიუტერით? ეგ როგორაა იცი, შევარდნაძისდროინდელმა ერთმა ფინანსთა მინისტრმა რომ თქვა, ფული თუ არ გაქვს, სახლის ტელეფონი რად გინდა, ამიტომ სწორია ტელეფონები წუთობრივზე რომ გადავიდაო.

        4. http://katiee.ge/kompiuteri-kvela-ojaxshi/ <- აი ეს გადაიკითხე, კიდევ ერთხელ.

  5. გვანცა says:

    ისიც ხომ არ იცით გარანტია თუ აქვს ამ კომპიუტრებს?

  6. ინფორმაცია კაია, მაინტერესებდა და მეზარებოდა გარკვევა :-)
    ამ ერთლარიანი იდეა არ მომწონს ისე დიდად, რატომ, არ ვიცი…

    • Katiee says:

      მაშინ თვეში 100+ ლარიანი განვადებით ისარგებლეთ, ან ერთბაშად გადაიხადეთ ფული და დამატება აღარ მოგიწევთ, ან გაჩუქოთ ვინმემ, ან … არ ვიცი :D

  7. BaT says:

    კომპიუტერი რომ იქნება ყველა ქართულ ოჯახში, მერე ნახე შენ ამ ტიპის ვიდეოებით იუთუბის გამდიდრება.
    http://www.youtube.com/watch?v=_O8LUAzYStI&feature=player_embedded

    • Katiee says:

      ჰოდა ძალიანაც კარგი, მერე აღარ ილაპარაკებენ ქართველები ბევრს, რომ დედის/ქალის კულტი აქვთ და სინამდვილეში დედის გინებას პირველ-მეორე პირში უწყვეტად ატრიალებენ.

  8. ბაჩო says:

    ეკა ვერ დაგეთანხმები. მე მარტო არ ვარ და ჩემნაირიც ბევრია.
    ჩავთვალოთ რომ არ მაქვს კომპიუტერი და მინდა ყიდვა. მაგ განვადების პირობებში უფრო ძვირად გამოვდივარ, ვიდრე ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი გავაკეთო ბანკში და შედარებით ნაკლები გადავიხადო. ანუ მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ მთავრობას უბრალოდ მოუნდა ხალხზე რაღაცით ზემოქმედება და მოქმედებს 2 ხერხით
    1) ხომ მოგეცი კომპიუტერი
    2) ეხლა ვალი რომ გაქვს ჩემს ხელში ხარ
    კარგია როცა დღეში 1 ლარს გადაიხდი, მაგრამ როცა ამ განვადებას მორჩები ფაქტიურად ხელში გრჩება გადასაგდები ნივთი (კომპიუტერის ევოლუციას იცნობ და იცი როგორი სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები), თუ გადაიხდი 4 ლარს (რაც ძალიან მძიმე იქნება ბევრი ოჯახისთვის) იმ დონის გექნება რომ იტყვი არაუშავს და კიდევ იმუშავებსო. თორემ მე რა შუაში ვარ იმასთან რასაც სახელმწიფო და მოსახლეობა წარმოადგენს. მე ვარ მტვრის ბაცილა, წერტილი.

    • Katiée says:

      ვაიმე!
      რა თქმა უნდა:

      1. როცა ვალი გაქვს ყოველთვის დამოკიდებული ხარ იღაცაზე, ბანკზე, ნათესავზე, მეგობარზე და ა.შ.

      2. როცა რაიმეს განვადებით ყიდულობ, ყოველთვის უფრო outdated ნივთი გრჩება ბოლოში, ვიდრე თავიდან იყო, როცა გადახდა დაიწყე.

      3. როცა 2 წლიან განვადებას აკეთებ, ლოგიკურად უფრო მეტს გადაიხდი, ვიდრე ერთ წლიანი განვადების პირობებში, მაგრამ სამაგიეროდ თვეში ნაკლები თანხა (25-40 ლარი) მოგიწევს, ვიდრე 1 წლიანი ან ნაკლებხნიანი განვადების პირობებში მოგიწევდა (100+ ლარი)

      4. როცა პირველ კომპიუტერს ყიდულობ, ნაკლებმონაცემებიანი კომპიუტერიც საკმარისია, განსხვავებით იმისგან, როცა მე-3 კომპიუტერს ყიდულობ

      5. ეს აქცია არ არის გათვლილი შენზე და ჩემზე და რაც არ გვინდა, ღმერთმა არ მოგვეს

      6. კამათს მოვრჩი, ვატყობი მაინც უკმაყოფილო მოქალაქის პოზიციაზე დარჩები ვატყობ, სანამ მთავრობა უფასოდ არ დაარიგებს ეფლის ლეპტოპებს.

  9. საბა says:

    მე ეს პროექტი ძალიან მომწონს და თუ მშობლები დამთანხდება პატარა ნოუთბუქს გამოვიტან და ოცნება ამიხდება (angel)(angel)(angel)(angel)(angel)(angel)(angel)

  10. ჩაქო says:

    ძლივს წესიერი ინფორმაცია მივიღე ! მადლობა

Leave a Reply