რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა:
საქართველოს მთავრობისა და Intel Corporation-ის შეთანხმების ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება იყიდოს კომპიუტერი ორწლიანი განვადებით და გადაიხადოს დღეში სულ რაღაც 1 ლარი (ან, სურვილის შემთხვევაში მეტიც, კომპიუტერის მონაცემების შესაბამისად).
რასაკვირველია, უმალვე ჩნდება რამდენიმე კრიტიკული კითხვა პროექტის განხორციელების შინაარსთან და მის რეალურობასთან დაკავშირებით. მაგალითად:
- როგორ მოხდება დღეში 1 ლარის გადახდა? თუ სინამდვილეში იქნება თვეში 30 ან წელიწადში 365 ლარი?
- როგორ გადაიხდიან ფულს რეგიონებში, სადაც საგარანტიო ხელფასი სოფელში 2-3 ადამიანს თუ აქვს, უახლოესი ბანკი 20-25 კილომეტრშია და არც სწრაფი გადახდის ლურჯ-ყვითელი აპარატებით სავსე მაღაზიებია ახლო-მახლო?
- ვინ იქნება გარანტორი იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც ვერ/არ გადაიხდის დღეში 1 ლარს და ა.შ.
თუმცა, ამ ეტაპზე, ვფიქრობ ეს კითხვები მაინც მეორეხარისხოვანია და მათ ადრე თუ გვიან და ავად თუ კარგად პასუხი გაეცემა (მე პირადად, ვეცდები მეტი ინფორმაცია მოვიპოვო ამ პროცედურული საკითხების შესახებ და თუ შევძელი, თქვენც შეგატყობინებთ).
მანამდე კი ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ერთია:
საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ დაინახა საჭიროება და დაიწყო ფიქრი ქვეყნის სრული მაშტაბით კომპიუტერიზაციაზე, არამედ ქმედითი ნაბიჯის გადადგმაც დაიწყო ამ მიმართულებით
(და რაც მთავარია არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე!;)).
21-ე საუკუნეში კომპიუტერი ითავსებს წიგნის, კალმის, ტელევიზორის, ტელეფონის, ინსტრუმენტის და ფუნჯის როლსაც კი. კომპიუტერით შეიძლება იშოვო მილიონები თუ არა ცოლი/ქმარი მაინც. ეს არის დღევანდელი რეალობა, იმის მიუხედავად, მოგვწონს და გვინდა თუ არა ჩვენ ეს :)
ვინც მიცნობს, იცის როგორ მიყვარს კომპიუტერი და ჩემს დღევანდელ აღფრთოვანებასაც ალბათ ამით ახსნის. ამიტომ, მინდა თანმიმდევრულად მივყვე და თქვენთან ერთად ვიმსჯელო, რატომ მიმაჩნია ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მოსახლეობის “სრული კომპიუტერიზაცია” და რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ამან დემოკრატიის, ტურიზმის, ეკონომიკის, თავისუფალი სიტყვის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით.
გაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი ნიშნავს, რომ:
- გაქვს უსწრაფესი და უიაფესი, უწყვეტი კავშირი გარესამყაროსთან და შესაძლებლობა, მიიღო და გადასცე ახალი ამბავი დაუყოვნებლივ
- გაქვს შესაძლებლობა იხილო მსოფლიო სახლიდან გაუსვლელად და გაგიჩნდეს სწრაფვა შეცვალო შენი უშუალო გარემო უკეთესობისკენ
- გაქვს შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიო საკუთარ სოფელს, კუთხეს, ქალაქს და ქვეყანას ნებისმიერი მაშტაბით
- გაქვს შანსი იპოვო თანამოაზრეები ნებისმიერ საკითხზე
- გაქვს ინტერესი იცოდე უფრო და უფრო მეტი, რადგან ყოველ წამს ეჯახები რეალობას, რომ ინფორმაცია ამოუწურავია და შენ ჯერ კიდევ არაფერი არ იცი
- გაქვს სურვილი ისწავლო ახალი ენა, რადგან ინფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერ ერთ ენას შეუძლია დაიტიოს და გადმოსცეს
- გაქვს შესაძლებლობა შექმნა და გაყიდო პროდუქტი/მომსახურება სახლიდან გაუსვლელად და ამისთვის მთავარი, რაც გჭირდება – აზროვნების უნარი და მიზანია
- გაქვს შესაძლებლობა გამოხატო საკუთარი აზრი თამამად და შეუზღუდავად ხმით და ვინაობის გამჯღავნებით თუ ვერა, წერილობით და ანონიმურად მაინც
- გაქვს შანსი, გააკეთო ბევრი რამ თითქმის იმავე ტემპში, როგორითაც დანარჩენი, უკეთესი მსოფლიო ცხოვრობს და არ დაკარგო დრო, რომელიც ახლა ბევრად უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ადრე
- და ასე უსასრულოდ (დანარჩენი თქვენ შემოამატეთ)
საუკუნენახევრის წინ ჩემთვის სათაყვანებელი ილია და ძმანი მისნი საზოგადოებას ქმნიდნენ წერა-კითხვის გასავრცელებლად. დღესაც იგივე ნაბიჯებია საჭირო, თუ გვინდა, რომ გავუსწროთ თუ არა, დავეწიოთ მაინც დანარჩენ სამყაროს.
დასასრულს, ინგლისური ენის მცოდნეებისთვის მინდა დავდო ვიდეო-ჩანაწერი TED-ის მორიგ კონფერენციაზე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დარგში ინდოელი პროფესორის, სუგატა მიტრას პრეზენტაციიდან, რომელიც დაწვრილებით ყვება მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ თვით-განათლების სფეროში, თუ როგორ შეიტანა ინდოეთის, იტალიის და აფრიკის იმ სოფლებში კომპიუტერები, სადაც განათლებული მასწავლებლების დეფიციტია და რა რევოლუციური შედეგები მიიღო :
პ.ს. მათთვის, ვინც ჩათვლის, რომ ეს შესაძლოა დაკვეთილი ბლოგ-პოსტია, წინასწარ დავწერ, ზემოთ ზოგადად ხელისუფლება იმიტომ ვახსენე, რომ ისიც არ მახსოვს, ზუსტად რომელი სამინისტროს ღვაწლს უნდა მივათვალო ეს ამბავი, განათლების, თუ ეკონომიკის :D







კაია ყველას ექნება კომპიუტერი, რომ ნახოს ჩემი ვებ-გვერდი
:))))))))))))))))))))))))))))))))))))
ჰოოო, ეგ პლიუსი გამომრჩა, რომ აღმენიშნა :D
1. ინტელი უშვებს პროცესორებს და არა კომპიუტერებს. რა შუაში და კიდეშია ინტელი?
2. რომელ მაღაზია/მაღაზიები მოახდენენ რეალიზებას?
3. იქნება თუ არა ატკატები?
4. ვინ აიღებს ატკატებიდან ფულს?
5. რამდენ პროცენტიანი ატკატები იქნება?
კომპიუტერიზაცია რომ კარგია 21 საუკუნეში ამისთვის ტედზე ინდოელის მოსმენა და არც ცდები მგონი საჭირო არაა. ნათელია, ყველა ვთანხმდებით.
უბრალოდ. რაზეც ხშირად ვღიზიანდები. თეორიულად ყველაფერი კარგია. გარედან შეღებილი ფასადიც მომწონს. მთავარია როგორი იქნება რეალიზება ფსევდო თუ რეალურად ნაყოფიერი.
ლაშ,
ყველა ეგ კითხვა მეც გამიჩნდა, ინტელით დაწყებული, ფარული გარიგებებით დამთავრებული. პირველზე – ვფიქრობ მალე შევძლებთ დაზუსტებას, არა მგონია იმ ხალხმა, ვინც მოლაპარაკებაზე იყო, არ იცოდეს ვის ესაუბრნენ :) მეორე კითხვაზე კი პასუხის ძიება და კონტროლი ოპოზიციისთვის და ჟურნალისტებისთვის მიმინდია, ხელიც მიუწვდებათ და ცხვირიც. ჩემზე და შენზე უკეთ გაარკვევენ.
TED-ის პრეზენტაცია მთლად კომპიუტერიზაციაზე არაა, უბრალოდ საინტერესოა განათლების შეტანის ერთ-ერთი მეთოდის გასაცნობად. და თან, ნუ დაგავიწყდება რომ ეგ საკითხი ჩემთვის, შენთვის და ბევრისთვის არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, უფრო ბევრს კი კომპიუტერი ეშმაკის მანქანად და წიგნის ამომძირკველ ალტერნატივად მიაჩნია და დასანახად ვერ იტანს :D
საინტერესოა როგორ გაიყვანენ იტერნეტს ისეთ რეგიონებში სადაც მობილური ზლივს იჭერს და წყალგაყვანილობაზე მხოლოდ ოცნებობენ….
არ როგორ გადაიხდიან ამავე რეგიონებში მოსახლეობა დღეში 1 ლარს ,როცა პურსაც კი ვერ ყიდულობენ?! (არავითარი გადაჭარბება, ჩემს სოფელში , გურიაში, ზუსტად ეს სიტუაციაა – 5 კილომეტრში არც ერთი მაღაზია აღარაა და პურის საცხობი ზემოთხსენებული მიზეზის გამო დაიხურა…)
ისე იდია ძალიან კარგია <3
მაგრამ კომუნიძმიც კარგი იყო იდიაში ….
რთული იქნება და სათაურში გამოტანილი “ყველა ოჯახი” რეალურად “ყველა ოჯახად”, რასაკვირველია, ვერ იქცევა.
მაგრამ, თითო სოფელში რომ 1 და 2 კომპიუტერი მაინც გაჩნდეს, წარმოგიდგენია ეს უკვე რამხელა რამაა?
ამასწინათ დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ იმ ტემპებით, რაც ბაზარზეა (ანუ რამდენი ახალი კომპიუტერი იყიდება საქართველოში წელიწადში, საიდანაც ნაწილი ძველს ანაცვლებს), 30 წელიწადი გვჭირდება, რომ ყველა ოჯახი მოიცვას კომპიუტერიზაციამ, ეს კი მაინცდამაინც სახარბიელო პერსპექტივა არაა.
ინტერნეტი და ტელეფონი ჯერ ბევრგან არაა, მაგრამ ჩემს სოფელში უკვე მაგთიფიქსით შედიან ნეტში. მართალია ჯერ ნეტი სკაიპით და ოდნოკლასნიკით შემოიფარგლება, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საქმეა, ცოტა ხნის წინ და ბევრისთვის დედაქალაქშიც ასე იყო ;)
შენ გენაცვალე ონიანი რა, ჯიგარი ხარ :)
kathrineLUv
ფშავში უცხოელებს კომპიუტერი მიუციათ ბავშვისთვის და მზის ბატარეები ამ კომპიუტერისთვის. მოკლედ, ინტერნეტი და კომპიუტერი აქვს. ამასწინათ იყო ჩემი თანამშრომელი ჩასული საქეიფოდ და გაოგნებული ჩამოვიდა, ნიუ იორკის საფონდო ბირჟების ინდექსებზე ისე თავისუფლად საუბრობდა პირი დავაღეო. მერე ვიფიქრე ალბათ მარტო მაგენს უყურებს და თემა შევუცვალეო.
ხოდა მიწას რომ არ მოწყდეს და ცივილიზაციას ისე ეზიაროს ქართველი ის მინდა მე. თორემ ლუარსაბი ყველგან ლუარსაბია გინდა თბილისში იყოს, გინდა მუცოში ან ბახმაროში.
გურული ვარ მეც, უჭირთ ჩემთან გურიაში მაგრად, მაგრამ კომპიუტერით და უკომპიუტეროდ მაინც გაჭირვებაში თუ უნდა იყოს, მირჩევნია კომპიუტერი ქონდეს
პრინციპში მართალი ხარ…
: )
kathrineLUv
სამსახურიდან მაგ თემაზე შემოგეხმიანები.
მომწონს იდეა და მივესალმები. ჩემს სოფელში კაცს შვილი სოჭში ყავს და ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ ხომ მაინც უწევს საუბარი. ეს კაცი თუ არა, ის ბიჭი ხომ მაინც იხდის ფულს მშობლებთან სასაუბროდ. ხოდა არ ჯობია ცოტა გადაიხადოს?
კარგი იდეაა, ვისაც უნდა ატკატი აიღოს, ვისაც უნდა ქულები ჩაიწეროს. 1988 წელს ვიდეო რომ ჩავიტანე სოფელში არ ეჯერათ კინოს როცა გინდა უყურებო? ახლიდანაც გადაახვევო? ხოდა არ მინდა მასე იყვნენ საქართველოს რომელიმე კუთხეში. გაუმარჯოს ცივილიზაციას :)
ჰა ჰა :D
კარგი შედარება იყო და პირველი შემთხვევა, როცა პოზიციები დაემთხვა :D
თუ არ ვცდები სახალხოდ – მეორე :))
მე ბევრ რამეში გეთანხმები, უბრალოდ ხშირად არ ვწერ იმაზე აზრს რაშიც გეთანხმები და აზრი გამოხატული გაქვს.
HM .. ამნაირ სისულელეს სხვა ვინ მოიფიქრებდა თუ არა ჩვენი მთავრობა …
სრული კომპიუტერიზაცია ..
ეჰ ..
აი გამოჩნდა პირველი რადიკალი :)
მაინც, რატომ არის სისულელე კომპიუტერიზაცია 21-ე საუკუნეში? მხოლოდ თოხი, ბარი და მელანში ჩაწებული კალამი გადაგვარჩენს?
მე როგორც გავიგე 7 ოქტომბრიდან იწყება ეს აქცია და ჯერჯერობით ყველაფერი დასაზუსტებელია, ვერაფერზე გამცეს “ალტაში” პასუხი წესიერად, ამიტომ, ალბათ, სჯობს მაშინ შევაფასოთ ეს აქცია, როცა უბრალოდ დაიწყება მაინც :) თუმცა ფაქტია, რომ კომპიუტერის ხელმისაწვდომობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
იდეაში მისასალმებელია რათქმაუნდა, რომ ყველას კომპი გვქონდეს, მაგრამ რამდენად სასარგებლოდ გამოვიყენებთ ეს რთული საქმე იქნება. წარმოიდგინეთ მამა რომ ყანაში მიდის სათოხრად და შვილს ეუბნება შეეშვი ოდნოს და ყანაში წამომყევიო :D რაციონალურად გამოყენება უნდა შეგვეძლოს მარა მე ვის ვეუბნები ახლა იმდენი საქმე მაქვს და მე კიდე აგერ ვარ მიმჯდარი კომპთან :D კიდე ერთი მაგალითი გამახსენდა, დედულში ჭიათურის მაღალმთიანი სოფელში როცა ტელევიზია არ აჩვენებდა ახალგაზრდები წიგნებს ერთმანეთს ართმევდნენ და კითხულობნენ, მერე რომ ჩუართეს სატელიტი სერიალის გმირების სურათებით ქონდათ აჭრელებული სახლები. მოკლედ ჩვენზეა დამოკიდებული…
ვერაფერს იტყვი იდეეა, მაგრამ მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი… ყვითელი ავტობუზეც მიგვიწერეს შემდეგი გაჩერება ნატო იქნებაო, მაგრამ მაღლივის გაჩერებას იქით ვერ წავედით… :))
მივესალმები ამ წამოწყებას მთავრობის მხრიდან , მსურს უფრო დეტალურად გავიგო როგორ მოხერხდება 1 ლარად კომ-ის ყიდვა.
ასე რომ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ქართული ბლოგების, ვარეზნიკებისა და პორნო-საიტების რიცხვის გასამმაგებას?
ისე, ინტელმა როდიდან დაიწყო კომპიუტერების გამოშვება?
იმედია არ გვეკაიფებიან ;–)
ალტა+ალგორითმი+საქართველოს ბანკი
2-3 კვირაში დაიწყებაო.
ტაოპრივატიო.
ბოშყო თუ შევიდე შენ საიტზე როდესმე LOL
??????
უბრალოდ მაღაზიებმა ჩაწოლილი საქონელი ამოყიდეს imho
ძალიან მინდოდა, სასიხარულო კომენტარი დამედო ამ წამოწყების შესახებ, მაგრამ… ვაი, რომ ვერაფრით გაგახარებთ. ჯერ ერთი, იყიდება ჩაწოლილი და თავის დროზე უაზროფასდადებული საქონელი, წლების მანძილზე რომ ვერ იყიდებოდა და არაკომერციულად მოაზროვნე ქართველ “ბიზნესმენს” გასაიაფებლად რომ არ ემეტებოდა… მერე მეორეც, გადახედეთ, რამდენს გადაიხდით ზედმეტს და შეძრწუნდებით… მოკლედ, უცხოელი იმპორტიორები ასაღებენ საქონელს, იცლიან ხელს და ჩვენს ხელმოკლე და გულუბრყვილო მომხმარებელზე ხარხარებენ… ეეეჰ, რა ატამი, რი ატამი, რა ინტელი, რი ინტელი…