Je m'appelle Eka..

April 16th, 2010 by Katiée

Le Cirque de Demain – მისი უდიდებულესობა ცირკი! (restored)

ყოფილხართ ცირკში?

მე – კი, 80–90იანი წლების მიჯნაზე მომიწია იმ ასაკმა, მშობლებს რომ ბავშვები ცირკში დაყავთ და რამდენჯერმე ვესტუმრე თბილისის თითქმის გაპარტახებულ ცირკს.

მახსოვს უკბილო და უცხვირო კლოუნები, ერთი–ორი ცხოველი ზრდილობისთვის (ძირითადად კატა და ძაღლი, რომელიც სახლშიც მყავდა :D ), ბუშტები და წვრილ რეზინზე ჩამოკიდებული ბრჭყვიალა ბურთები, გარეთ რომ იყიდებოდა და მე რომ არასდროს არ მყიდულობდნენ და კიდევ აკრობატები, რომლებსაც ვერ ვიტანდი და ამ მხრივ ალბათ გამონაკლისს არ წარმოვადგენდი.

მას მერე გავიდა წლები. ერთხელ აღმოვაჩინე გენიალური საიტი youtube.com , რომელიც დღეს ჩემი არსებობის განუყოფელი ნაწილია. Youtube-ს საშუალებით ვიგებ ახალ ამბებს, ვეცნობი ნაირ–ნაირ კულტურას, ვუსმენ მუსიკას და ფაქტიურად, შემიძლია ყველა იმ ქვეყანასაც ვესტუმრო, სადაც ფეხი არ დამიდგამს, ჯერჯერობით! :)

ჰოდა, აი ასე მოვხვდი ფრანგული ცირკის წარმოდგენაზე! და აღმოვაჩინე, რომ ნამდვილი ცირკი თურმე არ არის მხოლოდ ძაღლი და კატა, ან ძალით გაკრეჭილი კლოუნი, ან გამხდარი სპილო, ან აკრობატი დახეული “ბალეტკებით” და ა.შ. და საერთოდ, თურმე ნამდვილი ცირკისთვის არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ის სწორედ დიდებისთვისაა და არა ჭიჭყინა ბავშვებისთვის.

Festival Mondial du Cirque de Demain (”The World Festival of the Circus of Tomorrow”) – ეს არის მსოფლიო ცირკის ფესტივალი, რომელიც 1977 წლიდან ყოველწლიურად იმართება პარიზში. ვის არ ნახავთ აქ, ლეგენდარულ Cirque du Soleil–ს, ჩრდილო კორეელ მფრინავებს, ამერიკელ ჯამბაზებსა თუ რუს აკრობატებს.

ერთხელ ვთქვი, რომ ჩემი ოცნებაა ვენის ფილარმონიის საახალწლო კონცერტზე დასწრება, Radiohead–ის კონცერტიც ერთერთია must see ლისტში (ბარი უაითმა და მაიკლ ჯეკსონმა გამასწრეს) Montreaux Jazz Festival-თან ერთად (ამ უკანასკნელს ზაფხულისთვის ვემიზნები;)). ჰოდა, აქვე სიაში, მსოფლიო ცირკის ფესტივალიც იყოს, ვინ იცის რა ხდება? :) )

Festival Mondial du Cirque de Demain, Paris, 2008 – ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ცეკვა, რაც მინახავს :O

Cirque du Soleil, Alegria, 2007

and Georgian Folk Dance motives at Cirque du Soleil – Badri Esatia, Temur Koridze and Khvicha Tetvadze

Enjoy :) )


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273