ლილოში ყოფილხართ? სახელგანთქმულ ბაზრობას ვგულისხმობ, სადაც, ლეგენდის თანახმად (და პრაქტიკულადაც) თბილისის ბაზრობებზე გამოტანილ ‘ტავარს’ (ხშირად კი – ნაგავს) ნახევარ ან მესამედ ფასად იყიდი, ოღონდ ტალახში ამოგანგლვისა და თითო საათი იქით-აქეთ მარშრუტკაში ჯაყჯაყის ხარჯზე.
რამდენიმე თვის წინ ლილოს ბაზრობის, აწ უკვე ლილო მოლად წოდებულის რეკლამა გამოჩნდა ტელეეკრანებზე:
ლგბტ-ფერებში გადაწყვეტილი ლოგო და რეკლამის სულისკვეთება ნათელ მესიჯს გვაწვდიდა: ეს ის ლილო აღარ არის! განახლებული, უფრო თანამედროვე! WOW! დაუჯერებელია!
მე პირადად, ვიფიქრე, რომ ლილოში დიდი სავაჭრო ცენტრი გააკეთეს და მიწაზე კარვებში მჯდომი ხალხი, ცივილიზებულად, გადახურულ შენობებში გადაიყვანეს. რასაკვირველია, ‘ჰაროდსს’ და ‘ლაფაიეტს’ არ ველოდი, მაგრამ ‘კიდობანს’ ან ‘პასაჟს’ – კი.
ახლა კი იხილეთ ცხელ-ცხელი, რეალური ფოტოები ლილო მოლიდან, ანუ სიცივით, მტვერით, ყალბი UGG, Prada, Chanel, Adidas-ებითა და უკმაყოფილო გამყიდველებით გაჯერებული, კანტი-კუნტად მობოდიალე კლიენტების ამარა დარჩენილი ლილოს ბაზრობიდან.































პრადას ადიდასმა თუ პირიქით მომხიბლა ძალიან :დ
პ.ს კატიე = ფორევა უკმაყოფილო :დ
არაფერიც :D
უბრალოდ ჩემს დადებით პოსტებს არ იმჩნევთ ხოლმე :D
კარგი იდეაა, მარჯვენა ზედა კუთხეში ქვესათაურს შევცვლი :D
ჰმმ ისე მომწონებია ჩემი მოგონილი ტერმინი სულ დამვიწყებია აზრის გამოთქმა, ესეიგი საახალწლო საჩუქრებს რო ვეძებდი მეგობრებისთვის 20-25დეკემბერი. თბილისის ტერიტორიაზე მოსაწონი რომ ვერაფერი ვნახე ან რაც ვნახე ერთი ბინის ფასად რომ დამიჯდებოდა მაშინ გადავწყვიტე მაქ წასვლა. ისე მაქაც ვერაფერი ვნახე მარა ეგ ალბათ არ გაინტერესებს. ჰოდა ეგ იყო ჩემი პირველი ვიზიტი ლილოში, ძველში არ ვყოფილვარ თუმცა ვინც ყოფილა იმათგან გამიგია რო რაღაცები შეიცვალა, გადასახადის და ბილბორდების გარდა. ნუ მე კონკრეტულად ვერაფერ არგუმენტს მოგიყვან თუმცა, გამიგია 1-2ისგან რო საგრძნობლად მოწესრიგებულია აქაურობა იმასთან შედარებით რაც აქამდე იყოო.
პ.ს იქვე მოვაჭრეებს რატომ არ გაესაუბრე? ^^ კი მართალია ჯურნალისტი არ ხარ მაგრამ შენ ხომ სული გაქვს ჟურნალისტური :დ
კიდე დამავიწყდა რაღაც :დ აი ლგბტ ფერები ისე მომეწონა გავჭედე :დ თუმცა მე მაინც შემთხვევითობა მგონია ეგ ფერები მაქ :დ
მეც შემთხვევითობა მგონია, უბრალოდ ვღადაობდით მაგაზე :D
და შეცვლილი დამიჯერე, არაფერია, ნაკლები ტალახია უბრალოდ. 2 შენობა კი იდგა (ჩანს ფოტოებზეც), მაგრამ იქ არაფერი იყო. ანუ ისევ იმ რიგებში უნდა გევლო, სადაც ადრე.
გავიყინე, ისე ციოდა, ხალხი ‘კაპიუშონიანი’ პალტოები იდგა. მე თბილად მეცვა და მაინც იქვე ვიყიდე დიდი ‘ნასკები’ და ჩავიცვი ჩექმის შიგნით. ახლა ვზივარ და მაცემინებს :D არადა, სულ 1 სთ ვიყავი :D
სურათები საპირისპიროს ამტკიცებს, არც ტალახია ძირს და არც კარვები. ნამყოფი ვარ ისე. კიდობანის და პასაჟის გარემო რომ იყოს მანდაც, მასე იაფად ვერ იყიდი მანდ რაღაცეებს
მერე მე არც მითქვამს რომ ახლა ტალახია, მტვერი მხოლოდ :))