Living in bags and boxes ! :D

აჰა, ფაქტიურად ასეა! :D
ეხლა რაშია საქმე: ბინა გამოვიცვალე.
ვხეხე, ვფხიკე, იატაკი ვქლორე, კედლები ვაკბილისპასტე, ბინიდან უკანსვლით გამოვედი და იატაკის ტილო გამოვაყოლე ჩემს ნაფეხურებს, შემდეგ ჰაუსმაისტერს გადავაბარე, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოვუწერე, ერთი კედელი შესაღებია და 30 თუ 40 ევრო მაგაში უნდა გამოგიქვითოო, დანარჩენი კიდევ ბოლო თვის ქირაშიო და მოკლედ ესეც შენი 310 ევრო კაუციონი ფაფუუუ….

ჰოოოდა, ეხლა ვცხოვრობ სხვაგან.
აუ ამ ბარგს რა ამოალაგებს. დილას ვიღვიძებ ჩანთებში და ყუთებში :(
ჰოდა ფაქტიურად კაცმა რომ მნახოს, იტყვის რომ ხიდის ქვეშ ვცხოვრობ რა, ან კარავში :D

ამ პოსტს ფოტოს გარეშე ვაქვეყნებ.
მაინც ახალგაზრდა ქალი ვარ, ყველაფერი წინ მაქვს, არ ღირს ამ არეულობის სააშკარაოზე გამოტანა :D :P

(p.s. რა ცუდია ბლოგს სმაილიკები რომ არ აქვს, აშკარად ნაკლებობას განვიცდი)

This entry was posted in Bla-Bla-Bla, This is life and tagged , . Bookmark the permalink.

0 Responses to Living in bags and boxes ! :D

  1. Nino says:

    ra nacnobi problemebia,mokled tkveni hausmeisteri da kaucioni ra)))))

  2. Katiee... says:

    aba shen romeli nino xar, mitxari :))

  3. utvino says:

    სმაილების ჩასმა როგორ არ შეიძლება :))პინკყ.გე-ზე შედი და იქ ქვემოთ მეორე რგოლი მონიშნ, მერე რომელი სმაილიც გინდა იმას დააჭირე, ქვემოთ ბმული დააკოპირე და შენთან გადმოაკოპირე :)))

  4. Katiee... says:

    martla?kargi egre vizam :))) madloba

Leave a Reply