მარადიული (არაკორექტული) კითხვები – ტუტორიალი ცნობისმოყვარეთათვის

უამრავი უაზრო და უტაქტო კითხვა არსებობს, რომელთაც გვისვამენ დილას, შუადღეზე, საღამოს, დილას, შუადღეზე, საღამოს და რაც მთავარია, ჩვენც არ ვართ უცოდველები და ჩვენც გვიკითხავს იგივე.

მოდი, მივყვეთ ქრონოლოგიურად, ბავშვობის ასაკიდან ღრმა სიბერემდე. თუმცა, თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს კითხვები numerus clausus პრინციპს არ ემორჩილება და მათი რიცხვი +უსასრულობამდე შეგვიძლია გავზარდოთ.

ღრმა ბავშვობაში:

  • ლამდენი ჭლის ქალ?
  • ჩხვირი შად არის, ჩხვირი? ტაკო? კ..უები?
  • დედა უფრო გიყვარს თუ მამა?
  • ბაღში კარგია? ბავშვებიდან არავინ მოგწონს?
  • სკოლაში როდის შედიხარ? კლასში შეყვარებული არ გყავს? რა ნიშნებზე სწავლობ?
  • რაზე აბარებ? არავინ გეხმარება? (თუმცა ეს ბოლო კითხვა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა განააქტუალურა)

მოზრდილობაში:

  • ჩააბარე? მამაშენის საძმაკაცო მოგეხმარა ალბათ ხო? (შენიშვნა: იგივე, რაც ზემოთ)
  • როგორ სწავლობ უნივერსიტეტში? შეყვარებული არ გყავს? სამსახურს არ გპირდებიან?
  • არ თხოვდები? ცოლი არ მოგყავს? კია აწი დრო, რაც ადრე, მით უკეთესი.
  • რომელი ეკლესიის მრევლი ხარ? შენი მამაო რომელია? (ამ გახსენებაზე: მამა-ო წოდებით ბრუნვაშია და სახელობითში უბრალოდ “მამა” ითქმის, ან – მოძღვარი), არ მარხულობ?
  • გათხოვილი ხარ? (კითხვის ავტორი – ექიმი, სულერთია რის)

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ:

  • სამსახური ხომ არ გიშოვია? არაფერს გპირდებიან? (ბრრრ)
  • ხელფასი რამდენი გაქვს?
  • არ თხოვდები? ცოლი არ მოგყავს? შეყვარებულიც არ გყავს? რას უცდი ამდენ ხანს? ნუ გადაყვები ახლა კარიერას.
  • და თუ გყავს შეყვარებული და не дай Бог ამის შესახებ არამკითხე მოამბეებმა იციან: არ მოგყავს? არ მიყვები? რას ელოდებით? (და ზურგსუკან: “არ მიყავს ეტყობა იმ ბიჭს” ან “არ უნდა ეტყობა ცოლად და ისე ყავს”) ან კითხვა ოჯახისგარეახლობლებთან: იმ ბიჭთან ისე დადის თუ საქმროა?

ქორწინების შემდეგ:

  • ასე მალე რატო გადაწყვიტეთ? (და ზურგსუკან: ეტყობა ორსულადაა)
  • უიმე, ბავშვი უკვე გეყოლათ? ახლა არ იყო ქორწილი? (და გულში მიდის სწრაფი ტემპით თვეების გადათვლა უკუქრონოლოგიურად)
  • როგორი დედამთილი გყავს, გეხმარება? როგორი რძალი/სიძე გამოგადგათ, გეხმარება? (ეს special for დედამთილ-სიდედრებისთვის)
  • ორსულად ხომ არ ხარ / ორსულად ხომ არ არის?
  • ბავშვს არ აჩენთ? რას ელოდებით? რას ქვია ჯერ არ გინდათ? (ზურგსუკან: საწყლები, არ უჩნდებათ ეტყობა ან არ აპირებენ ეტყობა ესენი ერთად ყოფნას)

ერთი ბავშვის გაჩენის შემდეგ -> მეორეს არ აჩენთ? ასე ერთი კინკილა ბავშვის ამარა ხო არ იქნებით? ბავშვს და-ძმა არ უნდა?

ბავშვ(ებ)ის წამოზრდის შემდეგ:

  • სად აბარებინებ(!) ბავშვს? არავი უყვარს (ბიჭზე)? არავი უყვარს (გოგოზე)?
  • მერე: გოგოს არ ათხოვებ? ბიჭს ცოლი არ უნდა მოაყვანინო?

კიდევ უფრო მერე და მერე და მერე:

  • არ ქორწინდებიან? რას უცდის? შვილს არ აჩენენ? მერე ბავშვი არ უნდათ?
  • გოგოს არ ათხოვებს? ბიჭს ცოლი არ უნდა მოაყვანინოს?

და ასე უსასრულოდ, ვიდრემდის სიკვდილი არ დაგვაშორებს…

————–
P.S. ახლა ვხვდები, კიდევ რამდენი კითხვა მაქვს თავაზიანად პასუხთავასარიდებელი.

მკითხეთ გენაცვალე, მკითხეთ, არ მოგერიდოთ, რაც დაგავიწყდებათ, აგერ მაქვს ჩამოწერილი და მე თვითონ შეგახსენებთ! :)

P.P.S. ეს პოსტი ცხელ გულზე დაწერილი არაა, შთაგონების წყარო ერთი უბრალოდ დიალოგი გახდა: მეგობარი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ქართველი მეგობრების მიერ დასმულ გულისგამაწვრილებელ კითხვებზე წუწუნებდა :D

This entry was posted in Bla-Bla-Bla, This is life and tagged , , , , . Bookmark the permalink.

47 Responses to მარადიული (არაკორექტული) კითხვები – ტუტორიალი ცნობისმოყვარეთათვის

  1. მარიკა says:

    ქორწინების შემდეგ:

    აა მუშაობ? და ბავშვს ვისთან ტოვებ? დედამთილი გეხმარება??

  2. 13th says:

    ო, როგორ გეთანხმები!

    ამ ეტაპზე მე ვარ “დედა უფრო გიყვარს თუ მამა?”-ზე (ბავშვის მიმართ) და “მეორეს არ აჩენ?” სტადიაში.

    ვუერთდები ბრრრრრ-ს.

  3. ნინო says:

    ნეტა თვითონ მქოდეს გაცემული პასუხები ჩემთვის საინტერესო ზოგიერთ საჭირბოროტო კითხვაზე და სხვას რაც უნდა ის უფიქრია:)))

  4. S.P. says:

    :)))))))))))

    1. სხვა რა ხდება……..
    2. ახალი რა არის…………….
    3. ერთი 50 ლარი ხო არ გაქ თვის ბოლომდე.
    4. პოპულის ბარათი ხომ არ გაქვთ? (უნიკარდიმაქდათუკაიბიჭებიხართგამიოტარეთთქვენიდედაცმოვტ…..ნ!!!!)
    4. ცოლი არ მოგყავს? (კი!!!)
    და პასუხები:
    1. ისეთი არაფერი.
    2. რავი, ველოდები რაღაცეებს…

  5. dv0rsky says:

    chukis KI momecona :)

    eka, siberis kitxvebshi chaamate:
    1. Cnevebi (!) ramdeni gakvs?
    2. Shardis bushti suagamisas ar gagvizebs?
    3. Sxva rame xom ar gacuxebs?

  6. მე ვარ ახლა ”უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომი ეტაპის” კითხვებზე და შენ ეხუმრები? ორჯერ დავამთავრე და ორჯერ გავიარე ეგ კითხვებიც და თან მეორედ უფრო გამძაფრებულად :D კაი აწი მეტი სწავლა აღარ გინდა გათხოვდი, ვერ თხოვდება და იმიტომ აბარებს (ზურგსუკან) ან ამდენ ადგილას ისწავლა და რავა ერთი ბიჭი ვერ ნახა (ესეც ზურგსუკან) :D და ა.შ.

    • Katiee says:

      ამიტომ უნდა უპასუხო ჩემსავით: ვერ ვთხოვდები, არავის არ მოვწონვართქო. ან მიხვდებიან რო აღადავებ და მეორეჯერ კითხვის სურვილი დაეკარგებათ, ან ერთს შეგხედავენ შეცოდებით, ხმამაღლა კი გეტყვიან – აჰ რას ამბობ, შენ ვინ გიწუნებს, სადა აქვთ ამ ბიჭებს თვალებიო და მაინც დაეკარგებათ მეორეჯერ კითხვის სურვილი :D

  7. Wissner says:

    ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პოსტია შენი ბლოგიდან :>

  8. :)
    ახლა რამ გამახსენა, მაგრამ..

    რამდენიმე დღის წინ ჩემი კლასელი შემეხმიანა. ტიპი მეცხრე კლასიდან რომ გავიდა, მას შემდეგ არ მყავს ნანახი.
    გამარჯობის მაგივრად მკითხა, ხომ არ გავთხოვდი, ვინმე ხომ არ მყავს და ა.შ.
    ფუცკ.

    • 13th says:

      იქნებ მოეწონე/მოსწონდი, და დააინტერესა შენმა ოჯახურმა სტატუსმა :))

      :არამკითხე:

  9. ilyaverse says:

    გუშინ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, არ ვიცი, ასეთი კითხვები რა კატეგორიას მიეკთუვნება:
    1არ სვამ ?
    2.არ ეწევი ?
    3.არ იკეთებ ?
    4.ქალებში ნამყოფი ხარ ? (კაცებში ? )
    …..

  10. AMagazine says:

    ჰა ჰა. ძალიან მაგარია და რა კარგია რომ ყველაფერი ერთად ჩამოაყალიბე და ჩამოწერე:)) ყოჩაღ:))))
    small talk ჩვენთან ეგ არის, თან თუ გავითვალისწინებთ რომ ყველას ყველასი ზუსტად ეგ აინტერესებს:) ჯერ არ მინახავს ადამიანი ჩემი სადიპლომო ნაშრომის შესახებ რამე ეკითხოს:)))))

  11. Agasfer says:

    ჰაჰაა :D “ცოლი არ მოგყავს?” ეს შეკითხვა, ჩემ შემთხვევაში, იმდენად აქტუალური არ არის, უფროსი ძმა მყავს, ჯერ მისი ჯერია :დ გულწრფელად ვიზიარებ მის მდგომარეობას.

  12. SaLoMea_Mze says:

    ახლა დავფიქრდი ამაზე და შემზარა :| ბრრრ…
    არასდროს დავსვავ ასეთ კითხვებს!!!!

    • Katiée says:

      ოო მაგაზე მთელი დასტაა შაბლონური ტექსტების. სადღეგრძელოებით დაწყებული, დიდი ხნის უნახავი ნაცნობი რომ შეგხვდება – იმის მოგონებებით დამთავრებული :D

  13. ლაშა says:

    ერთი კითხვა გაკლია ბავშვობაში. პირადად მე სული ამომხადეს და თითქმის ყოველ ორ წუთში მეკიტხებოდნენ ხოლმე დიდი ბიძიები გამეზარდა თუ არა კუტუ :) მართლა :)

  14. ბაჩო says:

    ჩემი ჭირიც უნდა დავწერო

    ამდენი იმისთვის ისწავლე სახლში გამოიყენო? (ამას იღბალი უნდა გენაცვალე, ყველას კი არ დაუსვავენ ამ კითხვას)

    და კიდევ:
    მე9 წელი ოჯახის დანგრევიდან:
    დროა უკვე, რაღას ელოდები :)
    შამაღონეს. დანარჩენი სტანდარტულად გავიარე მე ცოდვილმაც.

  15. ლიბიკა says:

    და ყველა ამ კითხვის დასმის შემდეგ, ხალხს უკვირს, რატომ ვარ არაკომუნიკაბელური :დ :დ

  16. Boo_inc says:

    თუ ახლად დაქორწინებულები ცალკე ცხოვრობენ აუცილებელი კითხვაა:
    - რატომ წახვედით ცალკე? უთანხმოება გაქვთ დედამთილთან?
    - ხელფასი რამდენი გაქვს შენ შენს ქმარს და ა.შ…

  17. ლიბიკა სილვესტრის says:

    გუშინ მკითხეს–მირჩიეს და იმდენად მაგარი იყო (ჩემი პასუხიანადაც) რომ უნდა დავაკომენტო აქ :დ

    კითხვა–რჩევა: არ თხოვდები? ცოტა თვალები გაახილე რა არის.
    ჩემი პასუხი: ზედმეტად კარგად მაქვს გახელილი და ცოტას მოვხუჭავ და რომ გავთხოვდები გაგაგებინებ

  18. Pingback: რატომ არ თხოვდები? « Style of Life

  19. -რამდენი თვეა გათხოვილი ხარ (მკაცრი და მზრუნველი ტონით)?
    -შვიდი
    -მერე, ვერ ორსულდები?
    -არ
    -როგორ თუ არ?
    -ეგ ახალგაზრდები ასე არიან, იმ ტაბლეტებს და რაღაცეებს სვამენ და (უკანა ფონზე კომენტარი)
    -რად უნდათ ჯერ ბავშვი, სად ეჩქარებათ (სხვა კომენტარი, შედარებით ახალგაზრდა წარმომადგენელისგან)
    -ხო, ჯერ არ გვინდა..
    -მისმინე და რომ გააჩინო, დედამთილი რა, ვერ მოგეხმარება?
    -არა, მოხმარებით როგორ არ მომეხმარება, მაგრამ..
    -ხოდა, გააჩინე ახლა (მაწყვეტინებს), და მეორე გადადე მერე, თუ გინდა..

  20. Barcelonisimo... says:

    რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, მართლა ყელშია ეს კითხვები :D
    უნივერსისტეტის შემდგომ ეტაპზე ვარ მე :(

  21. ლალი says:

    მე გათხოვების შემდეგ მოსვენებას არ მაძლევდნენ ორ- თუ მრავალაზროვანი კითხვებით “რამე ახალი ხომ არ არის???”თავიდან ვხალისობდი ასეთი ტიპის კითხვებზე…ზოგს ტაქტიანად ვიგერიებდი ზოგს უტაქტოდ …გავიდა ერთი წელი …გავიდა მეორეც …მესამეც…ბოლოს აგრესიულები გახდნენ ახლობლები,მეზობლები,შემთხვევითი ნაცნობებიც კი ისე განიცდიდნენ მეგონა ეს ხალხი ტახტის მემკვიდრის მოლოდინში იყო :) უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გათხოვდე,სექსი გქონდეს და ბავშვი არ გინდოდეს :)თითქოს 20 წილსი ასაკში ვნიმე ბავშვის გამო თხოვდებოდეს…ბოლოს ისეთი სიბრალულით დამიწყეს ყურება ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა თავი…და აი დაუდგათ ნანატრი დღე და როგორც იქნა მიხილეს ჯერ ორსული და შემდეგ ბავშვით ხელში:) და ისევ დაიწო …ერთზე არ უნდა გაჩერდეთ!!!მეორეს არ აპირებთ?ძმას და უნდა …დას ძმა უნდა და ა.შ. მიგეგმავენ ცხოვრებას ვიღაც არამკითხემოამბეები…

  22. ზეპოსტია..

    • Katiée says:

      :D

      მე მაგრად ვხალისობ, სკაიპის ერთი დიალოგიდან რამდენის ტკივილი განვავრცე თურმე :D

      ბევრჯერ უნდა დავაშეარო(თ), იქნებ წაიკითხონ და შეგვეშვან, ა? :D

  23. ნიკუშა says:

    ისე ამ თემაზე პოსტები ისე მომრავლდა და მოძველდა, როგორც ზემოთაღნიშნული ფრაზები. :)
    რეალურ ცხოვრებაში მეეჭვება რომ თქვენც ანალოგიურ კითხვებს არ სვამთ :)

    • Katiée says:

      ამიტომაც დავიწყე შესაბამისი ფრაზით :))

      “უამრავი უაზრო და უტაქტო კითხვა არსებობს, რომელთაც გვისვამენ დილას, შუადღეზე, საღამოს, დილას, შუადღეზე, საღამოს და რაც მთავარია, ჩვენც არ ვართ უცოდველები და ჩვენც გვიკითხავს იგივე.”

      თუმცა, ვისაც მსგვსი კითხვები მის მიმართ არ მოსწონს, ბუნებრივია სხვასაც ნაკლებად ეკითხება :)

  24. ნიკუშა says:

    გასაგებია მაგრამ, მე ისევე როგორც მოსახლეობის 99%_ს ხშირად მიწევს ამგვარი კითხვების დასმა.
    მიზეზი ბევრნაირია.
    მაგალითად როცა მეგობარს,ამხანაგს ან ნაცნობს შემთხვევით გადავაწყდები სადმე, იმ მომენტში ორიგინალური კითხვები არ მებადება თავში, ამიტომ საუბრის შეხურების მიზნით მიწევს სტანდარტული კითხვების დასმა(პასუხი). ეს დროის მოგდების ერთგვარი ხერხია, რომლის განმავლობაშიც მეწვევა მუზა :).
    ან კიდევ როცა ცუდად ვიცნობ ტიპს და არც მაქვს კარგად გაცნობის სურვილი, ზრდილობის გულისთვის თუ მოვიკითხავთ ერთმანეთს, თორემ იმასაც ფეხებზე კიდია ჩემი არსებობა და მეც :)))).

  25. ნანუ says:

    მოზრდილობაში: გათხოვილი ხარ? საერთოდ სხვა კითხვაა და ეგ მაგიჟებს რომ პირდაპირ არ გეკითხებიან, მაგრამ ექიმისგან ეგ კითხვა ზოგადად მისაღებია და ნებისმიერი იმიტომ რომ ნევროზის მიზეზს ხო უნდა მიაკვლიონ? :D ექიმისგან არ არის გამაღიზიანებელი, აი არამკითხე მოამბეებისგან კი კი!

    • Katiée says:

      ექიმისგანაც გამაღიზიანებელია, როცა აინტერესებს სექსი გაქვს თუ არა და ამ დროს გეკითხება გათხოვილი ხარ თუ არა? :D

  26. ლუიზა says:

    ძალიან მაგარია! და ცოტა დამთრგუნველიც… ცივილიზაციაში, იქით.. შორს, ეგეთ დებილობებს ერთმანეთს ვინ ეკითხება?!.. ყოველ შემთხვევაში მაგის 90%-ს მაინც

    ექიმების შეკითხვაზე ვიხალისე…
    სულერთია პრობლემა, კანია, თვალია, ცხვირია —- პრობლემას გადაჭრის – გა-თხო-ვე-ბა =))

  27. Pingback: გამარჯობა, ხელფასი რამდენი გაქვს? | Je m'appelle Eka

Leave a Reply