ქუჩაში რომ შემოგხვდეთ…

და მე რომ ასეთი პოსტი უკვე დავწერე? :)

თუმცა, იქ ყველაზე და ყველაფერზე ეწერა, ჩემს გარდა. ჰოდა აი ახლა, ლანდიშას დავალებით, მეც უნდა აღვწერო როგორია ხოლმე Katieé, ქუჩაში :)

ს ა დ…

დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ქუჩაში ნახვა საკმაოდ ძნელია. ფეხით სიარული მეზარება, მითუმეტეს, რომ 100–დან 99 შემთხვევაში მაღალქუსლიანები მაცვია და დამეთანხმებით, ქუსლიანებით თბილისის ოღროჩოღრო ქუჩებში სეირნობა ვერაა მთლად სასიამოვნო. ჰო, აქვე განვმარტავ, თავი დაბალი (აღ)არ მგონია და კომპლექსის გამო არ დავკაკუნებ მაღლებზე, უბრალოდ, ესოდენ მომხიბვლელი ე.წ. “ბალეტკების” ჩაცმა ჩემთვის მინიმუმ რამდენიმე დღიანი ტკივილს ნიშნავს, ამიტომ, ჩემი ფინანსების სერიოზული ნაწილი ტაქსის მძღოლების ჯიბეში მიდის :( მოკლედ, ამოსაცნობი ნიშანი #1: ქუსლიანი ფეხსაცმელი, ყველაზე შეუსაბამო სიტუაციაშიც კი.

ბოლო დროს, საღამოობით ყველაზე ხშირად მეგობრებთან ერთად რომელიმე ლიტერატურულ კაფეში (წიგნები, უგემრიელესი ნამცხვრები და კარგი ყავა), მიცკევიჩზე 4 SeasonS-ში (კარგი სიტუაცია, მუსიკა და კოქტეილები) ან ძველი მერიის უკან, Peoples-ში მნახავთ (იგივე). ახლა უკვე Tiflis View-დან თბილისის ხედით ტკბობის სეზონიც დადგა (რა რეკლამებს ვაკეთებ, თქვით), ვნახოთ, შეიძლება იქ გადავბარგდეთ. ჰო, კიდე, ჩინური სამზარეულოს დიდი ფანი ვარ და მაგ დროს მავიწყდება ზედმეტი კილოგრამები… შეგიძლიათ დამპატიჟოთ ;) (თუმცა, რასაკვირველია არ წამოვალ :))

აი ღამის საათებში Bufallo Bill-ი შუცვლელი და შეუდარებელია პეროვზე :) თუ ფეხი შევდგით, მერე ფაქტიურად პერსონალთან ერთად მოვდივართ სახლში :)

ისე, წელს მგონი არტგენი ეთნოგრაფიულში არ იგეგმება ხო? :( არადა ეგ ზაფხულის არტგენი “პრასვეტია” ჩემთვის. ლუდი, მუსიკა და სუფთა ჰაერი ♥

რ ო გ ო რ…

ქუსლებზე უკვე დავწერე.

ამოსაცნობი ნიშანი #2: ტიპიურ მე-ს აუცილებლად ექნება ხვეული თმა, თან, რა თქმა უნდა სახეზე ჩამოყრილი :D

თუ სწორი თმით დამინახეთ, ე.ი. ჩემს ქიმიურ დახვევას ვადა გასდის და ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს საშიში ვარ. არაფერი არ მიკარგავს ცხოვრების ხალისს ისე, როგორც სარკეში ჩახედვისას სწორი თმის დანახვა და თუ კიდევ სხვაც მხედავს ასეთს, მტრისას, მიფრთხილდით…

(როგორც ჩანს, გოტფრიდ ლენცი სულ ასეთ დროს მაწყდება საბურთალო-კუტუზოვის ქუჩაზე და მერე მეუბნება, დაღვრემილი რატო დადიხარო)

სხვა ამოსაცნობი ნიშნები…

დიდი სათვალე. დაახლოებით აი ასეთი:

ფოტოაპარატი: მამძიმებს, მაგრამ ყველგან დავათრევ. თუ ვერ ხედავთ, დიდი შანსია, ჩანთაში მქონდეს :) (თუ არც იქაა, ე.ი. ქონგურთან ან ლანდიშასთან უნდა მოიკითხოთ)

სხვა ბლოგერებთან წავიკითხე, თურმე ყველა მუსიკალური პლეერით დადის და შემშურდა :( მე ვიფიქრე ვიფიქრე და ფილიპსი/სვაროვსკის “ნაუშნიკებში” ფული დამენანა, თან რომ მეყიდა, Deutche Bank-ის ნაჩუქარ იაფფასიან მპ3-პლეერში ხომ არ შევარჭობდი, ერთი იმდენი პლეერში უნდა გადამეხადა, ჰოდა დავდივარ ასე, ვტკბები ქუჩის ხმაურით :))

ჰოდა, თუ შემომხვდით, შეგიძლიათ დამირღვიოთ ეს ხმაურიანი სიტკბოება, გამიკვირდება და გამიხარდება, რადგან მე თვითონ ალბათ არასოდეს არ/ვერ მოვიდოდი პირველი თქვენთან :)

p.s. ასპარეზს ვუთმობ ჩემს მეგობარს, კატოს - კოსმეტოლოგიური ბლოგიდან :)

This entry was posted in Bla-Bla-Bla, This is life and tagged , , . Bookmark the permalink.

38 Responses to ქუჩაში რომ შემოგხვდეთ…

  1. Agasfer says:

    ჰაჰაა :D
    ყველაზე, ყველაზე მაგარი პოსტია ამ სერიებიდან :D :D :D
    :D :D :D

  2. Landish says:

    არადა მე მაინც მინდა შენი სწორ თმებში ნახვა <3

  3. kikito says:

    რამდენი საერთო გვქონია :))

  4. ბაჩო says:

    ინწერესნა, თუმცა ტაქსში “ვრიადლი” შეგხვდე ეკა :) ძნელია ძალიან
    პ.ს. ეხლა კონტრაქტი მთავრდება და ტაქსის მძღოლებს დააკვირდი, იქნება მიცნო :D

  5. ნან says:

    ისე ხომ გაგიხარდება ქუჩაში რომ გაგაჩერონ და გითხრან შენს ბლოგს ვკითხულობ და მომწონსო? :)

    თუ გადაგეყარე სადმე გაგაჩერებ :D შენი სწორი თმა მე ვერ შემაჩერებს :D

  6. არტ-გენი წელსაც იქნება ეთნოგრაფიულში :)))) ივლისის ბოლო, ჩვეულებისამებრ :))))

    • Katieé says:

      მართლა? მშვენიერია :) მე მეგონა მარტო რეგიონებში, რეკლამიდან გამომდინარე.
      მადლობა :)

  7. litterator says:

    ხო ხვეული თმა მეც მიყვარს კარგია, იმედია გიცნობ :) თუ სადმე გნახე :* მადლობა პოსტისთვის :*

    • Katieé says:

      ნუ, აღწერით არ ვიცი მაგრამ სურათებით ნამდვილად უნდა მიცნოს ბევრმა, მარტო ავტოები მაქვს იმდენი :D

  8. Qilipa says:

    მდაა… ჯერ იმას ვიტყვი, რომ აუცილებლად გიცნობ თუ შემხვდი და ალბათ მოვალ კიდეც…

    მაინც მოგიბოდიშებ თუ აქამდე სადმე დამინახიხარ აუცილებლად გაგაყოლებდი თვალს და გავიფიქრებდი ,,მოგტყდეს ქუსლი თქო”, ცუდად არ გამიგო :) უბრალოდ ვერ ვიტან ქუსლებს და სულ ეგ ფიქრი მაქვს როცა ქუსლიან გოგოს ვხედავ… ასე რომ იმედია არსად მინახიხარ ჯერ :)

    • Katieé says:

      სულ ტყუილა,
      ნეტა თქვენ რას ერჩით ქუსლებს, თქვენ ხომ არ დადიხართ? :D

      • Qilipa says:

        პირადად მე თქვენზე ზრუნვის გამო ვერ ვიტან ქუსლებს – ,,ე.წ. “ბალეტკების” ჩაცმა ჩემთვის მინიმუმ რამდენიმე დღიანი ტკივილს ნიშნავს”… ხოდა ვფიქრობ, რომ არ უნდა შეიქმნა დისკომფორტი რაღაცის ან ვიღაცის გამო… ,,ჯერ თავო – მერე სხვაო” :)

      • Katieé says:

        lol
        საქმეც მაგაშია, ბალეტკები სულ დაბლებია, ანუ ბალერინებს რომ აცვიათ ისეთები და მაგათ და ზოგადად დაბლებს ვერ ვიცმევ ზუსტად, ის უფრო მღლის და მტკენს ფეხებს :D

  9. ოი როგორ მიყვარს ეს მულტფილმი, მთელი ოჯახი ერთად ვმღეროდით ხოლმე პატარა რომ ვიყავი :)

  10. არადა მე უკვე “შემოგხვი” და რომ არა შენი ყვავილებიანი ლეპტოპი (რომლის მიმართაც გაურკვეველი დამოკიდებულება გამიჩნდა) აღარც შენი (უმაგრესია) ბლოგი მეცოდინება და ვეღაც ქუჩაში შემოგხვდებოდი! :)

    • Katieé says:

      LOL
      სად, როდის? :D

      • GIPA-ს მედია ცენტრში IWPR-ად წოდებული დაწესებულებისთვის, რომ მუშაობდი მაშინ… :P

        პ.ს. არ მითხრა ახლა რომ არ გახსოვს როგორ მოვიდა შენთან ფოსტებიანი გოგო და საკონტაქტო იფორმაცია გთხოვა… :D :D

      • Katieé says:

        ააა :D
        კი, კი, როგორ არ მახსოვს :D

        ასეც ვიფიქრე, რომ ჯიპაში მოხვდებოდა ვინმეს თვალში ჩემი ჩუტყვავილიანი ლეპტოპი :D

  11. კესარია36 says:

    “ბალეტკებით”,
    ქუსლებით,
    ყვავილებიანი ლეპტოპით,
    თმაში გარჭობილი წათლილი ფანქრით…
    ჩემთვის მაინც ის პატარა ეკა ხარ პირველად რომ გნახე..
    მოფარფატე ოთახებში და მერე დაღლილი მშვიდი მამიკოს კალთაში მოკალათებული
    დარჩი ასეთი..
    პ.ს. პოსტიც პეპელას გავს ფერებით ნაფერები

    • Katiee says:

      ♥ ♥ ♥

      პ.ს. ყვავილებიანი ლეპტოპი და მობილური როგორ დამავიწყდა აღმენიშნა :D

  12. ანა says:

    მეთვითონ ბლოგი არ მაქვს მაგრამ რამდენიმე ბლოგის წაკითხვის შემდეგ(შენი, ანინასი..) გადავწყვიტე რომ მეც შემოუერთე ამ სამყაროს. მართალია წერა- კითხვა ქართულდ მხოლოდ მე-6-ე კლასში ვისწავლე და არასდროს გამომდიოდა კარგად, მაინც გავბედავ და შევეჭიდები იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და ასე კარგად გამოგდით შენ და ანინას.
    რატომ გადავწყვიტე რომ დამეწერა კომენტარი. თმები მეც ქიმიურად მაქვს დახვეული და უბრალოდ ჩემს თავს სწორ თმაში ვეღარ აღვიქვამ. უკვე მეცრე წელია რაც ხუჭუჭა ვარ და მემგონი მეათე წელს სწორი თმაც სანატრელი მექნება იმდენად დამიზიანდა თმა. მიუხედავად ამისა არ ვიცი რა ვქნა. ჭკუა მკარნახობს-ცოტახანი მაინც დავასვენო ეს თმები, მაგრამ მთელი დანარჩენი გრძნობები სულ სხვას მკარნახობენ:))) ვერ ვიტან ამ სწორ თმას!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    იმედია შენც ჩემსავით ჯერ მეათე წრეზე არ ხარ ან თუ ხარ, ეს შენ არ შეგეხება!!!

    • Katiee says:

      :D
      მეათე არა, მაგრამ მე5 წრეზე ნამდვილად ვარ, ბოლო 5 წელია ასე ვაწამებ და ვაფუჭებ თმას, მაგრამ შეგნებულად ვაკეთებ ამას – მირჩევნია თმა ცოტა შემებრაწოს, ვიდრე დწორი თმით ვიარო ;) თან, მგონი ჯერ მაინც უძლებს თმა და მეც მშვიდად ვარ :)

      რაც შეეხება ბლოგს, welcome!
      http://gbd.ge/category/help/
      აი ნახე ეს ტუტორიალები, დღეს გავაკეთეთ და მე მგონი დაგეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში და ბლოგის გახსნაში :)))

  13. ბაჩო says:

    კატიეე
    ერთხელაც იქნება და 0-ზე გადაგეპარსება ჩემსავით :)
    აცადე დაისვენოს ცოთა და შენ ის ცოტა ხანი სარკეში არ ჩაიხედო ;)

  14. mgzavri says:

    როგორც ყოვეთვის გაკვირვებული ვარ შენი(თქვენი :)) წერის მანერით, კარგად წერ(თ) ძალიან, რამდენიც არ უნდა იყოს მე პირადად ბოლომდე’შემომეკითხება ხოლმე’.

    • Katieé says:

      1. რაკი აქ შემოდიხარ და კითხულობ საკმაოდ პირად პოსტებს, ე.ი. “თ” საჭირო აღარაა :)

      2. დიდი მადლობა, არ ვფიქრობ რომ დავიმსახურე, მაგრამ ვცდილობ მსუბუქად გამომივიდეს და თუ გამომდის, მიხარია :)

      3. ვცდილობ გრძელი სიტყვის მოკლედ თქმას, მაგრამ ჯერაც ვერ ვისწავლე :D

  15. fiqro says:

    თუ სწორი თმით დამინახეთ, ე.ი. ჩემს ქიმიურ დახვევას ვადა გასდის და ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს საშიში ვარ. არაფერი არ მიკარგავს ცხოვრების ხალისს ისე, როგორც სარკეში ჩახედვისას სწორი თმის დანახვა და თუ კიდევ სხვაც მხედავს ასეთს, მტრისას, მიფრთხილდით…

    +1 თმაზე ზუსტად მასე ვარ და ამ ქიმიით ერთხელაც იქნება გავმელოტდები :))

  16. fiqro says:

    ყველას ბუნებრივი გონია არადა ლურსმანივით სწორი თმა მაქვს

  17. fiqro says:

    ეგ ჩემი ტკივილია. ბავშვობაში მქონდა კულულები და გადახოტვრას შეეწირა. მას მერე სულ მინდა ხვეული და არ მესმის რატომ ისწორებენ, არადა ამდენი დახვევით თმა გამოშრა უკვე..

    • კულულები მეც მქონდა და ჩემიც გადახოტვრას შეეწირა.. საშინლად მინდა ისევ ხვეული თმა მქონდეს. ისე ეს სულ ესეა რაც არ გაქ სულ ის გინდა :დ

Leave a Reply