Je m'appelle Eka..

March 28th, 2013 by Katiée

მიატოვე, გვანცა!

რიგითი მაყურებლის აზრი

keep_smiling

გუშინ ვნახე “Keep Smiling” (“გაიღიმეთ”) – ფილმი, რომლის ტრეილერმა თავიდანვე მომხიბლა, მოგვიანებით კი სადღაც გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ რეჟისორთან (დარდობდა, ფილმმა საქართველოში ნაკლები ინტერესი გამოიწვია, ვიდრე საზღვარგარეთო) დამარწმუნა, რომ უნდა წავსულიყავი და მენახა.

თუმცა, კინოში მისულს პირველ რიგში მე-13, ანუ სულ კიდურა ადგილი და ფილმის გვერდიდან ყურების ბილეთი შემხვდა. როგორც ჩანს წინა დღით გასულმა სიუჟეტმა იმოქმედა კიდევ ერთი პრიზის მოპოვების შესახებ და პატარა დარბაზიც გაივსო.

მომეწონა: მარტივი სცენარი; უმეტეს შემთხვევაში არაჩვეულებრივი შესრულება (ია სუხიტაშვილი, ოლიკო ბაბლუანი, ბექა ელბაქიძე, ნანა შონია <3);
ზომიერი ან ცოტა მაკიაჟი და შეულამაზებელი სხეულები; მეტისმეტად მოძრავი კამერა (ზუსტად ვერ მივხვდი ასე იყო ჩაფიქრებული, თუ ბიუჯეტის სიმწირემ განაპირობა, მაგრამ მოუხდა კი); როგორც იქნა ნაკლებად თეატრალიზებულ-დრამატიზებული შესრულება; ზომიერი გროტესკი; მუსიკალური გაფორმება.

ნაკლებად მომეწონა: მეტისმეტად სწრაფი გადასვლები სიუჟეტებს შორის;  უპასუხო კითხვები თუ მცირე შეცდომები (მაგ. როგორ იცლიან ქალები კვირაობით ვარჯიშებზე სიარულისთვის, როცა დასაწყისში ბავშვის დატოვების პრობლემა აქვთ).

ნახეთ, ოღონდ კინოში. 3D ეფექტები არაა და დიდ ეკრანზე რამე განსაკუთრებულ შეგრძნებებსაც არ “მოიტანს”. ისე, უბრალოდ, კარგი ფილმია და სანამ კინოთეატრებში გადის, ვუგულშემატკივროთ.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273