Je m'appelle Eka..

February 10th, 2013 by Katiée

მიშა, გრიშა..

ფეისბუქ დისკუსიიდან, ს 

ა.ო.: ნუ სვანეთი ცოტა სხვანაირად უნდა განიხილო ადამიანმა. თუმცა საბოლოო ჯამში მე მაინც არ მესმის იმ მესტიელის რომელმაც ხმა მისცა იმის წინააღმდეგ ვინც მას შანსი მისცა იმის რომ ფული ეშოვნა და ნორმალურად ეცხოვრა… არაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურაზე, კომუნიკაციებზე და კრიმინალის აღმოფხვრაზე, რომელი კრიმინალიც სხვათაშორის იგივე წარმატებით აყაჩაღებდა სვანებს როგორითაც “რუსო ტურისტოს”

J.S.: ტკბილი ოთხმოცდათიანები ეკატერინე? რა ქონდათ სვანებს.. ორი არჩევანი ან ზუგდიდიდან ფენაფენა დაყაჩაღებული ასვლა ან ლენტეხიდან დღეობით მოგზაურობა.. ათობით თუ ასობით უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანი, კრიმინალების ხელში მყოფი ბიზნესი, ავტორიტეტების და კლანების მართველობა არავის ახსოვს დავიჯერო? თუ ახსოვს გადახედოს ეხლაც რომელი კლანების და რომელი გვარების ხარჯზე მოიგო ოცნებამ მესტიაში მაჟორიტარული )

E.O.: 90იანებში ყველგან მასე იყო თითქმის და დამშეულ სვანეთში კიდევ უფრო, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ. განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს ეგ, რა იყო 90იანებში და რა არის ახლა. ამის გამო მთელი ცხოვრება მიშა რატომ უნდა მოხაზოს ამომრჩეველმა, ვერ ვხვდები. სამუშაოს ჯეროვნად რომ ვასრულებ, ამის გამო პრემიას არავინ მაძლევს, ეს ჩემს ჯობ.დისქრიფშენსი შედის და ასეც უნდა იყოს, ამაში ვიღებ ხელფასს. თუ გადამეტებით შევასრულებ – მადლობას მეტყვიან, თუ შემეშლება, გამიშვებენ და ჩამანაცვლებენ სხვით. ზუსტად ასეთივე დაქირავებულია მიშაც, გრიშაც და ბიძინაც.

ა.ო.: კარგი მაგალითია ეკა მაგრამ აქ დაახლოებით იგივეა, შენ რომ მილიონი მოუტანო მოგება შენს კომპანიას შენი დესქრიბშენის ფარგლებში, შენი წლიური გეგმა დაახლოებით 8-9 ჯერ გადაჭარბებით შეასრულო და სამსახურიდან გაგაგდონ იმის გამო რომ სკოჩის, კორექტორის და ქაღალდის გადაჭარბებით მოხმარება დაგიფიქსირდა, ესეც რომ არ იკმარონ და კონკურენტი კომპანიიდან აიყვანონ შენს მაგივრად კადრი როცა ყველამ იცის რომ ეს ახალი კადრი კონკურენტი კომპანიიდანაც ირებს ხელფასს და იმაზე გაცილებით მეტს ვიდრე ამ შენს კომპანიაში…

E.O.: დავაზუსტებ მაშინ: არცერთი დიდი კორპორაცია არ გაპატიებს, თუ კორპორაციის პრეზიდენტი/ აღმასრ.დირექტორი ხარ, რაც არ უნდა ააყვავო, თუკი კომპანიას შენს მიერ მოტანილი მილიონებიდან (მათ შორის საბანკო კრედიტებით აღებული მილიონებიდან) ნაწილს მოპარავ, მეორე ნაწილით სულ შენი ძმაკაცების კომპანიებიდან იყიდი პროდუქციას; სამსახურიდან ხალხს როგორც გინდა ისე გაყრი და მიიღებ, ვიღაცეებს წამოუთაქებ კიდეც, გააუპატიურებ, აწამებ და როცა აქციონერები შენს გადაყენებას მოინდომებენ და ალტერნატიულ კანდიდატურას დააყენებენ, ყველას დალანძღავ, მოღალატეებს, ჩლუნგებს, განუვითარებლებს და მსგავსებს უწოდებ, კონკურენტს სხვა კორპორაციის ინტერესების ქონას და შემოგზავნილობას დააბრალებ.. იცი რას გიზამენ საბოლოოდ? არა მხოლოდ კორპორაციის პრეზიდენტობიდან მოგაშორებენ, არამედ დაგიჭერენ კიდეც და ყველა ფინანსური თუ სხვა დანაშაულის გამო ვირის აბანოს გახეხინებენ, ყველას დაავიწყდება ის, რომ თავის დროზე ჩაძირული კომპანია ფეხზე წამოაყენე. და იცი რატომ? იმიტომ რომ ეს კომპანია შენ არ დაგიფუძნებია, მემკვიდრეობით არ მიგიღია, მეწილე არ ხარ, არამედ უბრალოდ აღმასრულებელ დირექტორად, მმართველად დაგიქირავეს და რაწამს შენ შენს უფლებამოსილეებს და ჯობდისქრიფშენს გაცდი, შენი ადგილი იქ აღარაა და წადი, ვიდრე იმასაც წყალში ჩაყრი, რაც კარგი გიკეთებია, თორე მერე უმადურად გაგიშვებენ და გაგიტყდება.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273