Je m'appelle Eka..

October 2nd, 2011 by Katiée

მის საქართველო 2011

გუშინ ბათუმში მის საქართველო 2011 ფინალური ცერემონია გამართულა და გამარჯვებული ჟანეტა ქერდიყოშვილი გამხდარა.

20 წლის გოგონა, რომლის ფეისბუქ-პროფილი გვეუბნება, რომ იგი პეტერბურგში გაიზარდა, მილანში ცხოვრობს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსი სწავლობს, გაგიკვირდებათ და, ნამდვილად მომხიბვლელია:). იმედია არ მიწყენს, თუ მისი საჯარო ალბომებიდან ფოტოებს გადმოვაკოპირებ:

ჟანეტა ქერდიყოშვილი janet kerdikoshvili miss georgia 2011

მის საქართველო 2011 - ჟანეტა ქერდიყოშვილი

მოგეწონათ ხომ? ნამდვილად ვერ იტყვი აუგს.

ახლა ნახეთ ის ფოტოები, რითაც ამ გოგონას გვაწონებდნენ კონკურსის დროს (ფოტოები განთავსებულია მის საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაღებულია სავარაუდოდ რომელიღაც ძვირადღირებული სტუდიის მიერ):

ჟანეტა ქერდიყოშვილი მის საქართველო 2011-ზე

მე ვერ ვიცანი.
არ მესმის, რატომ ჰგონია არაერთ ფოტოგრაფს, რომ ფოტო მით უკეთესია, რაც უფრო მეტი ‘ღლამურული’ ეფექტი, გაპლასტმასებული კანი, დაწვრილებული ცხვირი, ხელოვნურფორმამიცემული ტუჩები და თოჯინის თვალებია მასზე.

მით უმეტეს არ მესმის, რატომ უხდიან მათ ამაში ფულს.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273