მორფი და ნარკომანების ქვეყანა

ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ, მძაფრად შევიგრძენი რა პრივილეგიები აქვს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას.
არა, მე არ ვამბობ რომ სხვაგან უკეთესი იქნებოდა ჩემს შემთხვევაში, არ ვიცი, არ გამომიცდია, საბედნიეროდ. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ჯობია მოვყვები, ნარკომანების ქვეყანაში როგორ ვერ ვიშოვე მორფინი, ე.წ. მორფი.

შაბათ დილას ბებია გახდა ცუდად, თრომბი დაეცა. ცოტა ხანში 033 მოვიდა, ერთი, მერე მეორე, მერე მესამე…

ბოლოს გადაწყდა, ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო ოპერაცია თრომბის ამოსაღებად. უცებ სასწრაფო დახმარებიდან დარეკეს, ჩვენ რომ გეტყვით, იმ საავადმყოფოში უნდა წაიყვანოთო, ვიღაც სწერვა ქალი ტელეფონში “პრავებს აკაჩავებდა”.  ოღონდ მათმა პირველმა პრიგადამ რომ გადაწყვიტა ზუსტად იგივე საავადმყოფოში მესამე ბრიგადას რომ წაეყვანა, რატომ არ შეიძლებოდა, არ ვიცი. და რაც მთავარია, ნეტა რომელ ქვეყანაში ურეკავს პაციენტს ექიმი, თუნდაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ–გაბლატავებული, შენი საქმე არაა სად უნდა წაგიყვანოთო და თან ტელეფონში უკივის?

წავედით. 2 საათი საოპერაციოში უშედეგოდ. ხელში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა. პულსი გაჩერებულია. მკლავის ჩათვლით მთელი ხელი აღარ იკვებება. ნელნელა ხელი გაშავებას და დანეკროზებას დაიწყებს.

საშინელი ტკივილ. ჩვეულებრივი დამაყუჩებლები აღარ შველის.
კლინიკაში გვითხრეს, მორფს ვერ გავუკეთებთ, ჩვენ კლინიკას არ აქვს უფლებაო. არ ვიცი როგორ რეგულირდება ეს საკითხები, ვერც შევედავე. ალტერნატივის ძებნა დავიწყეთ. ვერაფერი გავიგეთ, სად შეიძლებოდა გვეშოვა მორფი, რა თქმა უნდა ბარიგების გარდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ 21ე საუკუნეში ინფორმაცია ყველაზე ღირებული რამაა. ნახევრად დამჯდარი მობილური ტელეფონის ამარა ვეძებდი კომპეტენტურ ადამიანს, ხან დარეკვით, ხან ინტერნეტით, ფეისბუქით. 2 საათი დამჭირდა იმისთვის, რომ გამერკვია, ვის აქვს მორფის გაკეთების უფლება გაუსაძლისი ტკივილების და შესაბამისი დიაგნოზის შემთხვევაში. ვიღაცამ ტელეფონს არ უპასუხა, ვიღაცამ უბრალოდ არ იცოდა. ცხრაასი ზარის შემდეგ როგორც იქნა გავარკვიე რომელ სასწრაფო დახმარებას ჰქონდა მორფის გაკეთების უფლება. 033–ს რა თქმა უნდა არა. არ ვიცი ოდესღაც ნარკომანებთან გარიგებაში იყვნენ შემჩნეულები და სახელი აქვთ გატეხილი, თავდასხმების შიში მოყვებათ თუ სახელმწიფო ზოგავს ფულს, ფაქტია, რომ ინფარქტის, ონკოლოგიური დაავადებების და მსგავსი შემთხვევების დროს საქართველოში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარება ავადმყოფს, რომელსაც ფასიანი სასწრაფოს გამოძახების საშუალება არ აქვს, ტკივილს ვერ მოუხნის. (ისე, აქვე მინდა დავამატო, რომ 033–იც არ ამბობს უარს პატივისცემაზე, და საკმაოდ უხეშად და გონორით გელაპარაკება, სკოლაში გეგონება თავი)

შაბათ ღამის შემდეგ კარდიომობილის დახმარებით ვცდილობთ შევუმსუბუქოთ ტკივილები, მოდიან და უკე
თებენ პერიოდულად. მერე პოლიკლინიკაში უნდა მიხვიდეთ და პოლიციაშიც აღრიცხვაზე დადგეთო.


რად გინდა,
დღეს პოლიკლინიკაში მივდივარ, უფრო სწორად სადღაც ჯურღმულში ქავთარაძის ქუჩაზე. 3ის წუთებია, შესვენება წესით ახალი დამთავრებულია და ყველა ადგილზე უნდა იყოს. მაგრამ ჩვენს მისამართზე პასუხისმგებელი ექიმი სამსახურიდან უკვე წასულია. ჩვენ ხომ ისეთ ულტრა–ცივილიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 8 კი არა, უკვე 4 საათიანი სამუშაო დღე აქვთ ზოგიერთებს და დღის მეორე ნახევარში რომ კვდებოდე, კაციშვილი არ მოგაქცევს ყურადღებას.
სიტუაცია ავუხსენი და მობილურის ნომერი მომცეს.
ტიპი ისეთი ტონით მელაპარაკა, მეგონა სულ ცოტა ღუდუშაურის კლინიკის მთავარი ექიმი შევაწუხე 12 საათიანი მორიგეობის მერე.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ დალაგებულ ქვეყანაში, როგორც არ უნდა სჭირდებოდეს ავადმყოფს, მორფს ფიქსირებულ დღეებში, ორშაბათობით და ხუთშაბათობით გასცემენ პოლიკლინიკები, 2ის ნახევრამდე. სხვა დროს, სულ რომ კვდებოდე, არავის აინტერესებს ეს, თუ დღეს ორშაბათი ან ხუთშაბათი არაა. წინასწარ უნდა დაგეგმო როდის აგტკივდება ნაოპერაციევი, როდის დაგემართება ინფარქტი და როდის დაგჭირდება ისეთი ძნელად საშოვნელი წამალი (გასაგებია, რომ აქ ფასი არ იგულისხმება), როგორიც მორფია…

აი ასე ზრუნავს ჩვენზე ჩვენი ქვეყანა…

ეს პოსტი სპეციალურად უემოციოდ და მშრალად დავწერე და ალბათ საკმარისად მძაფრიც ვერ გამომივიდა, რომ ზუსტად ამეწერა ის სიტუაცია, რომელსაც ნამდვილად არავის ვუსურვებ, მტერსაც კი და გამომეხატა ჩემი ზიზღი სხვისი ბედით მოთამაშე უგულო ადამიანებისადმი.

This entry was posted in This is life, To think about and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to მორფი და ნარკომანების ქვეყანა

  1. ARMURI - Scotch mist over mountains (in georgian). says:

    ძნელია, ევროპიდან ჩამოსული ამას რომ გამოცდი საკუთარ თავზე და კიდევ ერთხელ დაუდასტურებ საკუთარ თავს, რამდენი რამეა დასალაგებელი ამ ჩვენ ქვეყანაში… :(((უნდა დავალაგოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია…და,ჯანმრთელობას ვუსურვებ შენ ბებოს…

  2. Lalena says:

    ბებია როგორააა? :S

  3. Katieé... (aka ეკა.ტერინე) says:

    Lalenaცუდად… ვფიქრობთ, და არ ვიცით რა შეიძლება გავაკეთოთ.ARMURIმე კი აღვნიშნე, არ ვიცი რამდენად უკეთესად იქნებოდა სხვაგანთქო, თუმცა არა მგონია, კვირაში ორჯერ ასეთი წამლის გაცემა, რომელიც ადამიანს ან სასწრაფოდ ჭირდება, ან საერთოდ არ ჭირდება, კიდევ რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ლოგიკის ნაწილი თუა? რა, ნარკომანი ბებია მყავს სახლში და ვიცი შემდეგ კვირაში რამდენი დასჭირდება თუ ?

  4. Khatia Caroline says:

    ეკატერინე ალავერდი შენთან ვარ :) http://khatia.blogspot.com/2009/10/blog-post_22.html

  5. Andy says:

    ძალიან კარგი ინტერფეისია ეკა …

  6. Khatia Caroline says:

    ოი ეკა ბოდიში, ტექსტი ეხლა წავიკითხე და ბოდიში ჩემი ზემო კომენტარისთვის :(საშინელებაა ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ, მეც რამდენი არაკომპეტენტური თანამშრომლის გამო საერთოდ ცხოვრება შემეცვალა და სულ სხვა გეგმები დავისახე, ვიდრე, ცოტა ნორმალური ადამიანები რომ ყოფილიყვნენ :( აი სუფთა 'ცისფერი მთებია' საქართველო. კარგია, თუ გეჰარიჰარალება და თუ გიჭირს, თუ რამე გჭირდება, თუ პრობლემა გაქვს … დაგერხა. ვიტყოდი დაულაგებელი სისტემის ბრალია-თქო, მაგრამ რადგანაც ყოველ სისტემას ხალხი ქმნის, ხალხის ბრალია, ანუ ჩვენი. :(იმედია სიტუაცია რამენაირად გამოსწორდება :|

  7. Katieé... (aka ეკა.ტერინე) says:

    no prob, ხატია, მე უბრალოდ ვერ მოვიცალე შენს გვერდზე გრძელი კომენტარი რომ დამეწერა, ისე წავიკთხე პოსტი და ნაცნობი და მტკივნეული თემაა. შემოვიხედავ ერთხელ აუცილებლად :)

  8. Katieé... (aka ეკა.ტერინე) says:

    რაც შეეხება სიტუაციის გამოსწორებას, ზოგადად არ ვიცი, რა ეშველება ამ სიტუაციას.ჩემს შემთხვევაში, იმით გამოსწორდა რომ ბებიაჩემს მკლავის ამპუტაცია გავუკეთეთ და მართლა გასაოცარი ექიმების დახმარებით 80 წლის ქალმა ოპერაციაც და ნარკოზიც გადაიტანა. ცალკე პოსტი უნდა დავწერო იმ ადამიანების შესახებ, თურმე რომ კიდე არსებობენ და ნამდვილი ექიმები რომ ჰქვიათ :))

  9. Samurai Girl says:

    არ გიცნობ პირადად, მაგრამ ძალიან დამწყდა გული ასეთ ამბავზე.. იმედია არ გაუარესდება სიტუაცია

  10. ia gigiberia says:

    ეკა ეხლა ვნახე შენი პოსტი,ძალიან განვიცადე ,ბევრი რამ იყო ჩემთვის ნაცნობი,შარშან გარდამეცვალა ჩემი საყვარელი ბებია…მთავარი და კარგი ის არის, რომ ბებია კარგად არის და ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს .ხშირად მოვეფეროთ საყვარელ ადამიანებს.

  11. დეზომორფინი უნდა გეჩალიჩა, ხუმრობის გარეშე.

Leave a Reply