Je m'appelle Eka..

September 16th, 2008 by Katiée

Music to feel

არიან მუსიკოსები, ჯგუფები, რომლებსაც აღმოვაჩენ ხოლმე, ან აღმომაჩენინებენ და შემდეგ დღეობით და თვეობითაც ვუსმენ, ვიდრე ძააალიან ძალიან არ მომბეზრდება.

შემდეგ ისევ ვუბრუნდები და ისევ ის შეგრძნებები მახსენდება, რაც მაშინ, როცა პირველად მოვისმინე. ხან კარგია ეს, ხან ცუდი.

აი ახლაც ძველი და ახალი აღმოჩენები ავურიე და მთელი დღეა განწყობა აფორმირებს ჩემს პლეილისტს თუ პირიქით, ზუსტად არ ვიცი :)

რამდენიმეს მოგასმენინებთ, ვიდრე ჩემს რადიოში წააწყდებით შემთხვევით.

Strange Melody

by Jane Birkin (Jane Mallory Birkin, born 14 December 1946, a British actress and singer) რომელსაც ჩვენ ყველაზე კარგად ფილმიდან “აუზი” ვიცნობთ, მორის რონეს, ალენ დელონისა და რომი შნაიდერის ტანდემთან ერთად.

>>>

Winning the battle, Losing the war, Failure , Cayman Islands and Misread - by the Kings of Convenience, ნორვეგიული ჯგუფი არაჩვეულებრივად თბილი ტემბრით და მუსიკით. ეს ორი მომღერალი ჯერ კიდევ გეოგრაფიაში მოსწავლეთა შეჯიბრისას შეხვედრია ერთმანეთს და მას შემდეგ, როგოც ჩანს ასე ხმაშეწყობილად მღერიან. ეს ოთხი სიმღერა აუცილებლად უნდა მოისმინოთ.
>>>

და Girls in Hawaii – ბელგიელ მუსიკოსთა ჯგუფი, რომლებიც ბიტლების, ნირვანას, რადიოთავის და ნილ იანგის გავლენის ქვეშ მღერიან და არცთუ ურიგოდ. თუმცა წინა აბზაცში ხსენებული ჯგუფისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მხოლოდ 1 სიმღერა მაქვს ამოჩემებული :) – Casper .

წავედი, განვაგრძო მოსმენა და ახლების აღმოჩენა.
თუ არ მოგეწონებათ, არ მოგერიდოთ, აქვე დამიწერეთ :)))
თან ეხლა word verification-იც გამორთულია და ბლოგზე კომენტირება გაცილებით ადვილია :)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273