მხრები თუ გამოეტია, თავი რატომ არ გამოეტია? :D

დღეს, სად, თუ არა ფეისბუქზე, სიახლე გავრცელდა: გრძელი გვარსახელის მქონე ადამიანებს ახალ, ბიომეტრიულ პასპორტებში სახელს, გვარს ან ორივეს ერთად შემოკლებით ჩაუწერენ, თუ სხვაგვარად პასპორტში გამოყოფილ შესაბამის გრაფაში სრულად ჩატევა ვერ მოხერხდა.

თავიდან ეს ამბავი ხუმრობა მეგონა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო წამოეგო, თუმცა შემდეგ ნორმატიული აქტი ვნახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი სიმართლეა.

მთელი დღეა, ძალიან მხიარულად ვარ :D ყველა ქვეყანას აქვს უცნაური კანონი და ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს ერთი? რატომაც არა? :D

სამწუხაროდ არ მაქვს ახალი, ბიომეტრიული პასპორტი, რომ ჩავხედო და ვნახო, რამხელაა ის გრაფა, გვარსახელი რომ არ ეტევა, ან რა გვარსახელია ასეთი, პასპორტში რომ ვერ ჩატიეს და ნორმატიული აქტის ცვლილების მიზეზი გახდა? :D

თუმცა, ჭორად გავრცელდა, 50 სიმბოლოს არ უნდა აღემატებოდესო (“პრაბელით” თუ “უპრაბელოდ”, არ მკითხოთ, არ ვიცი :D).

თვით დიეგო არმანდო მარადონა და ედსონ არანტეშ დუ ნასიმენტუ (a.k.a. პელე) რომ იშვას საქართველოში, ამ 50 სიმბოლოიან ლიმიტს ვერ გაცდებიან, ის კი არა, ჩემი მეგობარი – დიანა ბასტოს ვასკონსილოს ბომფიმიც “უპრაბელოდ” – 30, “პრაბელებით” კი – 33 სიმბოლომდე თუ ქაჩავს :D

ჯერჯერობით კვლავ ასეთი გვარ-სახელის ძიებაში ვართ და თუ რაიმე მოგაფიქრდებათ, არ დაიზაროთ, კომენტარებში შემომთავაზეთ.

მაგრამ, ყველაზე მეტად რამაც გამამხიარულა, იყო ფრაზა:

“..თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი”

ახლა, რა მაინტერესებს, იცით?
დავიჯერო, ინგლისურად უფრო მოკლედ იწერება ჩვენებური , , , , , , , და , ვიდრე ქართულად? და ინგლისურად თუ ეტევა, მაშინ ვითომ ქართულად რატომ აღარ ჩაეტევა იგივე გვარ-სახელი?

სამჭკუაშვილის არ იყოს, მხრები თუ გამოეტია, თავი რატომ აღარ გამოეტია? ვითომ, აქაც ლავუაზიეს კანონია? :D

__________

ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით, სერიოზულად კი - იხილეთ შემდეგ პოსტში.

This entry was posted in This is funny, To think about and tagged , . Bookmark the permalink.

24 Responses to მხრები თუ გამოეტია, თავი რატომ არ გამოეტია? :D

  1. :D :D :D

    ანასტასია ყელიგრეხაშვილი-წკრიალაშვილი
    Anastasia Keligrekhashvili-Tskrialashvili

  2. რა კარგია, რომ არც გრძელი სახელი მაქვს და არც გვარი. ასე რომ, შემოკლებას არ ვექვემდებარები.. :დ

  3. Katiée says:

    მე რა მედარდება, ჩემი მშობლებმა შეამოკლეს დაბადებისთანავე :D საერთოდ, სვანებს ისედაც არ გვაქვს მაინცდამაინც გრძელი გვარები, -შვილის ნაცვლად -ანი დაბოლოებაც საქმეს აკეთებს, მთელი 2 სიმბოლო იზოგება :D

    • ჩემი გვარი “ძე”-ზე ბოლოვდება, ერთ ასოს გიგებ.. :D

      • Katiée says:

        სამაგიეროდ ინგლისურში აგებ :D
        აი მე, ქართულად, ინგლისურად, რუსულად, გერმანულად, ფრანგულად – ყველგან ერთი ვარ :D

  4. ნანუ says:

    ამის მომფიქრებლის დედა ვატირე მე!

  5. LiLaC says:

    აღარ იციან რა ქნან : )))))))

  6. მარიკა says:

    იცით რა მაინტერესებს გუშინ შალვა რამიშვილმა იკითხა რაიმე გრძელი სახელის მქონე ადამიანი თუ არის კუტუბიძე გვარად, როგორ შეუმოკლებენ გვარს? მაგ: დურმიშხან კუტუ? ან დედალამაზიშვილი- დურმიშხან დედალი????
    რა ვიცი, რავიცი….. და შრიფტი რომ დააწვრილონ ვერა???

    • მარიკა says:

      ისე 50 სიმბოლოო სად წერია? მე ვერ ვნახე, უბრალოდ წერია: “თუ პასპორტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო”-ო

      • Katiée says:

        არსად არ წერია 50 სიმბოლო, მაგიტომ დავწერე ჭორად-თქო, ეტყობა ვიღაცამ გადაშალა პასპორტი და დაითვალა რამდენი ეტევა.

        ალბათ ქართულ ვარიანტში დაწერენ მარტო სახელის ინიციალს, წერტილს და გვარს, როგორც ძველ, საბჭოთა პასპორტებში იყო პირველი გვერდის გარდა ყველგან სახელის ინიციალი და გვარი ეწერა, ასე მახსოვს.

  7. ბაჩო says:

    ვასასი და კატი, შემოგეჭრებით, ლი–ზე ვბოლოვდები ყველა ენაზე :) ხოდა მე გაჯობეთ :)
    პ.ს. ეს სისულელე იმისთვის მოიგონეს რომ რაც მინდა სახელ–გვარად კანონი გააბათილოს?

    • Katiee says:

      არა, გერქმევა რაც გინდა, მაგრამ რაც არ ჩაეტევა, დამახსოვრება მოგიწევს :D

      და ჩემი ყველა ენაზე -ანია მასე და იტალიაში იტალიელი ვარ, სომხეთში – სომეხი, საქართველოში ქართველი :D

      • ბაჩო says:

        მაგდენს რა დაიმახსოვრებს :ჩაქირქილებისსმაილიკი:

        პ.ს. იტალიაში მეც იტალიელი ვარ ;)

  8. ზურა says:

    ეკა, გეტყობა რომ საზრიანი ადამაინი ხარ და ენამოსწრებულიც მგონი… : )
    თან იურისტიც შეიძლება იყო..

    მაგრამ ამ ბლოგის დაწერის დროს ერთი რამ არ გაგითვალისწინებია: საკითხისადმი სიღრმისეულად მიდგომა და… (იმედია არ გეწყინება) კარგად გააზრებაც. : )

    და თუ ამ საკიტხმა ძალიან დაგაინტერესა (აბა ისე ხო არ დაწერდი ამ ეგზომ საინტერესო ბლოგს) ან გაგახალისა/განგაცვიფრა/გაგაოგნა/განგარისხა/და ასე შემდეგ, შეგიძლია დამიკავშირდე (Facebook-ში Zura Natsvlishvili ვარ, Skype-ში – zuuraab) და პირობას გაძლევ, საკმაოდ დეტალურ ახსნასაც მოგაწვდი ამ ცვლილების შესახებ და ამ ბლოგის წაშლის თუ არა, საკმაოდ რედაქტირების სურვილი მაინც გაგიჩნდება.

    P.S. ეგ ბრძანებები ჩემი დაწერილია.

    • Katiee says:

      მმ სახელი და გვარი მეცნობა, შეიძლება ვიცნობთ კიდეც ერთმანეთს ;)

      კი, კი, სიამოვნებით გავიგებ დეტალებს, თუმცა ეჭვი მაქვს, იმაზე იქნება საუბარი, რომ თურმე ორივე ერთად არ უნდა აღემატებოდეს დაახლოებით 50 სიმბოლოს და არა ცალ-ცალკე, როგორც თავიდან მეგონა, რადგან ქართული და ინგლისური ვერსიაც ერთ ხაზზე იწერება :)))

      ბლოგის წაშლას არ ვიცი რა მაიძულებს, მარამ update-ები შესწორებული და დაზუსტებული ინფორმაციით გამიკეთებია და ამ საკითხე სიამოვნებით გავაკეთებ, მითუმეტეს, რომ ამ ამბავმა ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია და საკითხში გარკვევაზე არავინ იტყვის უარს. მგონი ბევრს ჰგონია, რომ მოკლე სახელი და გვარიც შემოკლდება და ნიკნეიმებად ვიქცევით :D

      მოკლედ, ახლა გვიანია და ხვალ დაგეკონტაქტებით :)

      პ.ს. კი, იურისტი ვარ და დანარჩენს ფეისბუქში მოგახსენებთ ;)

    • Katiee says:

      ააა ჰო,
      ნუ მაინც, update ან თუ საინტერესო გამოვიდა, ახალი პოსტიც :)

  9. ბაჩო says:

    დაპირებული აპდეითები დაიდოს

  10. Zurriuss.Ge says:

    კაცმა რომ თქვას, გადასარევი პოსტია!
    დანარჩენ სიქლენძღვეს რაც შეეხება, გულზე მომეშვა, რომ 17-ს ვქაჩავ პრაბელიანად :)

  11. says:

    “მხრები თუ გამოეტია, თავი რატომ არ ეტევა?” – ასეა ეს :)

  12. ზურა says:

    უკაცრავად, ბლოგი კი არა, პოსტი ვიგულისხმე მართლა, როგორც დიანამ თქვა. : )

  13. Pingback: როგორ მოკლდება გვარები – ოფიციალური განმარტება | Je m'appelle Eka

Leave a Reply