ორშაბათი დილის საუკეთესო დასაწყისი: TED-ის კონფერენციის ვიდეომასალებში მოულოდნელად სოფი (ჰ)უნგარის 23 წუთიანი კონცერტი აღმოვაჩინე – როგორც იქნა HD ხარისხის ჩანაწერი იუთუბზე. დაილოცოს TED-ი :))
ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა გერმანული ენა ძალიან მიყვარს ♥ და მომწონს მუდამ ერთსა და იმავე კოპლებიან შავ-თეთრ ან წითელ კაბაში გამოწყობილი, სახელდახელოდ თმაშეკრული, არცთუ ლამაზი მომღერალი.
(მოუსმინეთ აუცილებლად ყურთსასმენებით, რომ უკეთესად შეიგრძნოთ)
(საკუთარი თავის მშურს, რომ ამათი კონცერტი ოდესღაც ონექსში, ხელისგულისოდენა დარბაზში მაქვს მოსმენილი :))






ძალიან მომეწონა ^_^
მიხარია :)))
მაშინ სხვებიც ნახე: http://katiee.ge/trottoir-music/ და http://katiee.ge/sophie-hunger/