5 წუთის წინ გაცნობილი 20-22 წ გოგონა: – ვაიმე, შენ რა თეთრი ფეხები გაააააქვს?
მე: – ჰო, იცი, კომპიუტერის ქვეშ არ ანათებს მზე და.. :)
გოგონა: – ნუ, მეც კომპიუტერთან ვზივარ მთელი დღე მაგრამ მაააქვს ზაგარი :)))
მე: [ კომენტარის გარეშე ]
დრო, როცა ‘ზაგარი’ მზეზე ნაშრომი ღარიბი გლეხის ან ტრაილერის მძღოლის პროფესიულ დამღას წარმოადგენდა, ფაქტია, რომ წარსულს ჩაბარდა, აღარც ქოლგებქვეშ შეფარებული და ფერუმარილით შეფიფქული თეთრი ქალებია მოდაში. თუმცა, მეორე უკიდურესობა და უზაგროების (ანუ უფულოების, უშვებულებოების, უგემოვნოებისა და შესაბამისად – უდონოების) დისკრიმინაცია და ცხვირაბზუებით “შენიშვნის” მიცემა როდის დამკვიდრდა, კარგად ვერ შევნიშნე. ერთი ის კი მახსოვს, 5-6 წლის წინ, ერთ ადრეულ შემოდგომას, მთაში გატარებული არაჩვეულებრივი შვებულების შემდეგ მძღოლმა “როგორ ხარ?”-თან ერთად, “რა თეთრი ხარ გოგო, არ გრცხვენია, დასასვენებლად არ ყოფილხარ?”-ო, პირველ წინადადებაშივე რომ მომახალა :O
არ იფიქროთ, რომ ზაგრიანების მშურს ან უზაგრობის კომპლექსი მაქვს :D უბრალოდ, ამ პოსტის დაწერის შთაგონების წყარო ნინო ნატროშვილის ამასწინანდელ სტატიასთან ერთად ჩემი და ჩემი მეგობრის ცხელ-ცხელი, სასკაიპო დიალოგიც გახდა (იხ.ქვემოთ).
უფრო ადრე კი, პოსტის დაწერას სხვა თემაზე ვაპირებდი, ჩემი ერთ-ერთი და განუმეორებელი ზაფხულის მეგობრის – მარაოს დისკრიმინაცია-დისკრედიტაციის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად. ნაცნობ-მეგობრების სტანდარტული შემოტევა დაახლოებით ასეთი ფორმას იღებს:
- რა არის, რა გიჭირავს ეს, ბებრებს უჭირავთ!
- ჰოო? და მე რომ მკიდია, არა უშავს? მომწონს, ლამაზია, მაგრილებს და სახიდან ოფლის მდინარეების ჩამოსვლას და დამწვარ კანს, მირჩევნია მარაოთი ვიარო, ვისაც არ უნდა ეჭიროს:)
- მაშინ ელექტრო მარაო მაინც იყიდე! :|
- [ კომენტარის გარეშე ]
ან უფრო სხარტად და ლაკონურად:
- ოჰ, არ დაგეკარგოს არსად ეს შენი მარაო! :D
არ დაგავიწყდეთ, ეს მაშინ, როცა ყოველ მესამე ოჯახს უფულობის, ყოველ მეორეს კი სიცხეამტანობის გაურკვეველი წარმოშობის სურვილის გამო სახლში კონდიციონერი არ აქვს და ერთადერთი გამოსავალი წუწაობა ან სხვა ფორმით თავის შველაა, ან მთლად უარესი – აქვს და არ რთავს ‘ბავშვი გაცივდება’ ან ‘ბევრს წერს’ მიზეზით. უკაცრავად, მაგრამ თქვენს ბავშვს სული რომ ეხუთება და კანზე ტანსაცმელი ეწებება, ვერ ამჩნევთ? ან მაცივარი რომ გამოტენილი გაქვთ შემწვარ მოხრაკულით, ეგ არ წერს ბევრს? :D
ჰო, კაი კაი, რა ჩემი საქმეა, როიალი მათია და სადაც უნდა დადგამენ. გადავუხვიე. სჯობს, ისევ პოსტის დასაწყისს დავუბრუნდები და შეპირებულ skype-დიალოგს შემოგთავაზებთ, ამ შაბათ-კვირას ბათუმში “დაგეგმილ” გრანდიოზულ წვიმებთან დაკავშირებით:
N.: გოგო, დახურულ აუზში იცურავებ
Ekateriné : ცურვა მე არ ვიცი და დახურული აუზი რა ჯანდაბად მინდა
Ekateriné : მე მინდა მზე!
Ekateriné : :D
N.: და მერე რომ ჩამოხვალ, ვისაც კი შეხვდები ეგრევე აჯახე “ნახეთ რა მაგარი ზაგარი მაქვს”
N.: და ვერაფერს ვერ გეტყვიან
N.: ფსიქოლოგიურ ნაჟიმს გაუკეთებ
N.: და დააჯერებ, რომ გაქვს ზაგარი! :D
Ekateriné : :D:D:D:D:D:D
პ.ს. მიხვდით ალბათ, ხუმრობს.. ;)







:))))))))) მე მაინც მიმაჩნია რომ ეს არის გლეხობა, მე არისტოკრატული სიფერმკთალის მქონე პირისახის პატრონს.. ვოტ!
პ.ს. შაბათს ვაკეთებ იმას რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია, კუს ტბაზე ავდივარ…. “დასაზაგრად”!!!! ჩემს უფროსს დაეცა მეხი!
:D:D:D
გამახსენე, ეგ არისტოკრატული სიფერმკრთალე სად ვახსენე?
ა ჰო, ტერემოკის პოსტში :D
კუსტბაზე და სახურავზე დაჯექი ბარემ :D ლეღვი მაქვს ეზოში, მთელ სახლს ჩრდილავს, იმდენი ფოთოლი აქვს, შემოიარე თუ გინდა ;)
:D
აი აქ რაზე გამეცონოს??? აბა უფრო სხარტად :D
:D ინსაიდ ჯოუქებს არ ვართ :D
N.: და მერე რომ ჩამოხვალ, ვისაც კი შეხვდები ეგრევე აჯახე “ნახეთ რა მაგარი ზაგარი მაქვს”
N.: და ვერაფერს ვერ გეტყვიან
N.: ფსიქოლოგიურ ნაჟიმს გაუკეთებ
N.: და დააჯერებ, რომ გაქვს ზაგარი! :D
LOOOOOOOOL
რას ამბობ, მარაოებზე ბავშვობიდან მეკეტება. ოცნებად მქონდა, ერთი მაინც ყოფილიყო ჩემს სახლში. რომ გავიზარდე, დედაჩემს ყოველ წელს ახალ-ახალს ვჩუქნიდი. მთლად გარეთ და ქუჩაში არ დამაქვს, მაგრამ სახლში სიამოვნებით ვიბერავ, თუკი ხელში ჩავიგდებ.
მარაო კაცობრიობის დიდი გამოგონებაა და მამაკაცებისთვისაც ცალკე ფორმით რომ არსებობდეს, ყველგან თან ვატარებდი. ტეხავს მარტო ქალის აქსესუარად რომ ჩამოყალიბდა.
რაც შეეხება, პროპელერიანებს, მაგათი ბატარეების ყიდვისა და მერე კბილებით ჭეჭყვის ნერვები არ გამაჩნია. თან მართლა ვიბრატორს გავს :დდდ
აუ, ეგ ელექტრომარაო პირველად დავინახე, რა ბანძობაა :) მაგას ხელში არ დავიჭერ :)
იცი რამდენს უჭირავს ევროპაში? ოღონდ იქ მართლა ბებრებს, მარაოს მოქნევის თავი რომ აღარ აქვთ, მასე რომ დავბერდები, მეც ვიყიდი :D
მასეც არაა საქმე, ექს დედამთილი სერიოზულად აპროტესტებდა ჩემს შავგვრემანობას :)) მარტლა ორი გადატრიალება მყოფნის და ისე ვირუჯები ორი ლეღვის ხე უქმად მრჩება, სამაგიეროდ მთელი ცხოვრება დაქალების პროტესტების მოსმენა მიწევს :)))
რა დღეში ვართ ქართველები :(
თU არ ვირუჯები მზეზე (შეგნებულად) გამოდის დონე არ ვარ? თუ სულ წყალში ვარ (ზღვაზე) და არ მიყვარს ნაპირზე გახმობა-დაქიშმიშება – გოიმი ვარ? და მერე იმ დაქიშმიშებულებზე მეტი რუჯი რომ მაქვს არაუშავს? და კიდევ ფსიქოლოგიურად უნდა დავაჯერო ვინმე რომ რუჯი მაქვს (ეს იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს რუჯი)?
ვერ მივხვდი საით მიექანება თანამედროვე ქართველების გონება
მინდა მარაოს დავიჭერ ხელში და მინდა ძროხით დავინიავებ (თუ ძალა მეყოფა ამისთვის).
დონე კი არა, ამ სიცხეში სადაც კი ონკანი დავინახე ყველგან მაგრად გავიწუწე თავი, რამენაირად სიგრილე რომ ვიგრძნო :) მეტი არ მინდა ვინმე მოვიდეს და მითხრას დონე არა ხარო, ჩავახრჩობ იმ წყალში სადაც ვიქნები :)
რა დროს დონეა, გამოშრა ორგანიზმები :D