გვარს არ დავასახელებ და ჩემმა საყვარელმა (ყოველგვარი ირონიის გარეშე) მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა ახალი საჩუქარი გაგვიკეთა აბონენტებს:
საკუთარ დაბადების დღეზე მიიღებ უპრეცედენტო საჩუქარს – 1000 SMS და 1000 წამს შენივე ქსელის ნებისმიერ აბონენტთან სასაუბროდ!!!
ვაუ! მგონი არ უნდა იყოს ურიგო!
1000 SMS = 25 GEL
1000 წმ = 16,6 წთ
(ამაზე მეტს მეგობრებიც იშვიათად მჩუქნიან ხოლმე)
მაგრამ, მთავარი ჯერ წინაა! ეს საჩუქარი ახალი თამაშის მხოლოდ პირველი ტურია.
უფრო კონკრეტულად:
პირველ ტურში, თქვენ მიღებული 1000 წამი და 1000 სმს უნდა გახარჯოთ 24 საათის განმავლობაში
თუ ეს ტური წარმატებით გადალახეთ, მომდევნო ტურში მიიღებთ იმავე საჩუქარს, მაგრამ ამჯერად მოგიწევთ 12 საათში ათვისება.
თუ მე-2 ტურსაც გადაურჩა თქვენი მარჯვენა ხელის ცერა თითი, მაშინ მესამე – სასიკვდილო ტურში გადახვალთ, სადაც 1000 ნაჩუქარი სმს უკვე 3 საათში უნდა გააგზავნოთ, რაც ნიშნავს, რომ თითო მესიჯზე მთელი 14,4 წამი გაქვთ დრო!!!
და თუ თქვენ ეს ტურიც გადალახეთ, ვუალა!
საყვარელი მობილური ოპერატორისაგან თქვენ სამახსოვროდ გადმოგეცემათ
რამე ! ♡
(ხოლო ბონუსად – მარჯვენა ხელის ცერა თითის სახსრის აღმდგენი არტახები)
მაშ ასე,
ახლავე დაიკაპიწეთ ხელები და დაელოდეთ საკუთარ დაბადების დღეს!
_____________
პ.ს. ვიდრე ისევ მეტყვიან, გადაკიდებული ხარ მობილურ ოპერატორებზეო, აქვე ვიტყვი: “ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია” ❤







:lol: ძალიან მაგარი საჩუქარია ღმერთmoney, რა მაწერინებს მაგდენ მესიჯს :D :D
: ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ჩემი სმს რეკორდი 600 რაღაცა სმსია ოღონდ ერთი თვის ვადაში და 1000ს ა გაგზავნიდა 24 საათში წარმოდგენაც მზარავს :D
რატომ არ ვარ მობილური კომპანიის მფლობელი, მე ათასს წუთს გაჩუქებდით, რომლის გამოყენების ვადა იქნებოდა ათი წუთი. :)) სულ გაგიჟდნენ!
საკუთარ დაბადების დღეზე რომ 1000 წამს მიიღებ, იქეთ უნდა ურეკო მეგობრებს, მომილოცეთ-ო? :)
ვერი ნაის…
ხო, რატო არა, დაგირეკავენ და ეტყვი, მოიცა მოიცა, მე გადმოგირეკავ :D
აბა მეგობრებს რომ ჩაურიცხონ უფასო წუთები, აუ რას გაიხარებენ :D ეგრე სადაა :D
რაღაცას რომ გჩუქნიან, უკვე სასიამოვნოა :D თუმცა მე 200 მესიჯიც არ მეხარჯება თვეში და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ვუღალატებ საყვარელ ქსელს.
კი კი რა თქმა უნდა, საჩუქარი სასიამოვნოა, უბრალოდ, ჩვენი, რიგითი მოკვდავების თვალით, მეტისმეტად მარტივი მარკეტინგული გათვლაა. თუნდაც რომ ყოფილიყო 1000 წთ 24 საათში და 1000 სმს ერთ თვეში გასახარჯად, უკვე ძაან მაგარი იქნებოდა , მითუმეტეს დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ანალოგიურად 200ზე მეტს ვერ გახარჯავდა მაინც :)
ეს როგორი რამეა იცი ,”გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნის” ამის მსგავსი. გჩუქნის მაგრამ ფაქტიურად არაფერსაც არ გჩუქნის
რა მათხოვრობაა ღმერთო ჩემო….
გადავიდე ვითომ ჯეოსელზე? ტუ არა?
არა.
უფრო სწორად, ჯერ არა. დაელოდე ბაზრის ხელახალ გადანაწილებას, შეიძლება ჯეოსელი ისე დაიტვირთოს, ხარისხს დაარტყას, მაგთიმ კი ფასი დაწიოს ან ახალი პაკეტები მოიგონოს.
მოკლედ, 1-2 თვე ღირს ეიფორიას არ ავყვეთ და ცდუნებას გავუძლოთ :)
მაჷთი მაინც მაგთია ;)
მაგარია. მაგას ჯობია პირდაპირ მოვიდეს შეტყობინება:
გამარჯობა!
გილოცავ დაბადების დღეს და თქვენ გადმოგეცემათ თაბაშირი ან არტახები ჩვენგან საჩუქრადო :)
მარტო ქართველს თუ მოუვა აზრად თავში საჩუქარს ტურები ქონდეს :)
უჰ, ეხლა ვნახე პირობები
ერთხელ აკრებ მესიჯს და გაუგზავნი მეგობრებს აქა და აქ მოდითო
ზოგსაც დაურეკავ :)
მთავარია 3 000 მეგობარი გყავდეს :)
ლოოოოოოოოოლ
და ეგ “მარტო ქართველი” მე ვარ, იმიტომ, რომ, მაგთის არ მოსვლია ეგ ჯერ აზრად :D:D:D
შეკვეთილი პოსტის კვალობაზე ფრიად კარგია :*
გაგა-შეკვეთილ-ებ მე შენ :D
)))))))))
რაც კაია, კარგია )))
ჩემი საყვარელი ოპერატორი კი (ის არა – შენ რომ გიყვარს) კარგა ხანია უკვე მჩუქნის უფასო წუთებს ყოველთვე + უფასო სმს-ესბ + ფასდაკლებას ღამე საუბრებზე უფასო საუბრებს მთელი დღის განმავლობაში (ქსელის შიგნით) ჩემს დაბადების დღეზე და საკუთარ დაბადების დღეზე და ნახევარ ტარიფს ქსელის გარეთ + ფასდაკლებას მობილური ტელეფონების შესაძენად.
და კიდევ ზურიუსს ვეთანხმები.
და სანამ დამავიწყდა – ეს კომენტარი შეკვეთილი არ იყო :)