Je m'appelle Eka..

August 23rd, 2011 by Katiée

ნამდვილი ხვანჭკარის გემო

გუშინ ვიწამე, რომ ის ნამდვილი, მითიურ-ლეგენდარული, თავის მოსაწონებელი და ყველაზე ძვირად ღირებული ხვანჭკარა მართლა არსებობს, ოღონდ ამისთვის ცხრა მთა უნდა გადაიარო და ამბროლაურის რაიონში, სოფ. ხვანჭკარას მიდამოებში უნდა დაიპატიჟო თავი.

მე გამიმართლა და სოფ ბუგეულში, ყიფიანების სახლში აღმოვჩნდი. ყიფიანების ღვინო, შემდგომში ხვანჭკარად წოდებული ღვინის ერთ-ერთი პირველი ეტიკეტირებული და ბოთლად ჩამოსხმული წინამორბედი ყოფილა. ეს მართლაც უნდა გასინჯოთ. 86 წლის, როგორც იტყვიან, ჭარმაგი მოხუცის – ვასო ყიფიანის ჩამოხმული 150 ლიტრამდე ღვინიდან 20 მაინც შეეწირა ჩვენს სტუმრობას და მეც ჩემი წილი (სულ რაღაც 5 ჭიქამდე) შევირგე.

ხვანჭკარის რეალურობასთან ერთად ისიც დავიჯერე, რომ ყურძნის სუფთა წვენი და კარგი ღვინო არც თავს ატკიებს, არც კუჭს, არც სიმშრალეს იწვევს და არც მეორე დილის ნაბახუსევის ტანჯვას.

დიდი მადლობა ვასო ბაბუას ♡

ყიფიანების ხვანჭკარა

ეს კი ამბროლაურის ხედები ახალ გათენებულზე:

ამბროლაური, რაჭა (დააწკაპუნეთ სრული ვერსიის სანახავად)

და ბოლოს, just for fun, ორიგინალური სახელწოდების სოფლები:

ამბროლაურის სოფლები - ზნაკვა, მოტყიარი და ჯვარისა

 


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273