“Oi Va Voi” ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენაა.
სახლი-სამსახურის გზაზე მე და ეკამ რადიოში მოვკარით ყური ამ სიმღერას, შემდეგ ტექსტი დავიმახსოვრეთ, ინტერნეტში მოვძებნეთ და აღმოვაჩინეთ ჯგუფი უცნაური სახელწოდებით – Oi Va Voi .
ბენდი ბრიტანულია, თუმცა შემადგენლობა ინტერნაციონალური, ჰყავთ მუდმივი წევრები და სტუმრები.
ჯგუფის სახელწოდება თანამედროვე ებრაულიდან იღებს სათავეს და დაახლოებით იგივეა, რაც “Oh, Dear”. უკრავენ გიტარაზე, მანდოლინაზე, კლარნეტზე, ვიოლინოზე, საყვირზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ხოლო მათი მუსიკა – ებრაულ-უნგრულ-აღმოსავლეთევროპული მოტივების ნაზავია.
ამ არაჩვეულებრივ სიმღერაში კი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, მე მგონი ქართულთანაც ბევრ საერთოს იპოვით :))
ეს კი იგივე სიმღერაა, მაგრამ ჯგუფის სხვა წევრის Bridgette Amofah-ს ლაივ-ზანგური შესრულებით პოლონეთში გამართული ფესტივალიდან.
p.s. სიმღერის ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ , ჯგუფის სხვა სიმღერები კი შეგიძლიათ ქართული სერვერიდანაც გადმოწეროთ .
იმედი მაქვს, მოგეწონებათ :))






ვაიმე, პირველად მოვუსმინე და რაღაც საოცარია. ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად გადმოვწერ. მანამდე კი კიდევ ერთხელ მოვუსმენ შენს ბლოგში.
ვააა მაერთლა რა საინტერესო ჯგუფია და საოცარი კომპოზიციებიც ქონიათ :)
მიხარია, მიხარია :))
მობილურში მიწერია უკვე და მთელი დღეები ამას ვუსმენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
რა ქართულ-სომხური ზურნები აქვთ :) მომეწონა ძაან!
I beloved up to you will obtain carried out proper here. The caricature is tasteful, your authored subject matter stylish. however, you command get got an impatience over that you want be delivering the following. sick definitely come more before once more as precisely the similar nearly very steadily within case you protect this increase.