მე პარიზში ვიყავი…
რა უნდა ვთქვა ახალი, ან ორიგინალური ამ ქალაქის შესახებ? შევძლებ კი?
ან ორი დღე იყო საკმარისი იმისთვის რომ კარგად შემეგრძნო და მერე გადმომეცა პარიზი? არა მგონია :))
სურათები მაინც გადამეღო საკადრისი. ვერც ეს მოვახერხე…
მაგრამ რაცაა, ესაა :))
ეს წმინდა გულის ტაძარია (Sacré-Coeur) – უკვე სათაურია საინტერესო :)
თუმცა გვიან გამახსენდა მეკითხა, რატომ ჰქვია ასე.
ეს ქალი კი თურმე ამ ტაძრის მუდმივი მასპინძელია.
ჩახლეჩილი ხმით, ფრანგული პატრიცია კასისა და ედიტ პიაფისეული თუ არა მსგავსი მაინც “ღღღღ”-თი ყელში და რაღაც სხვანაირი ღიმილით . თითქოს რომელიღაც ფილმიდან გადმოვიდა, რომელიც დიდი ხნის წინ, ბავშვობაში ვნახე :)
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში პირველად ვნახე ამდენი ჩიტი, რომლებიც არ მიფრინავდნენ და თამამად ასხდებოდნენ ხელის გულზე ნებისმიერ ადამიანს.
ლუვრი და მშვენიერი Jardin des Tuileries…
თუმცა ეს ბაღი თურმე არ გადამიღია, სამაგიეროდ მე ვიპოზიორე ლუვრის “პლაჟზე” ;-)
თუ პარიზში ჯერ არ ყოფილხართ, ესე იგი აუცილებლად ოცნებობთ მაინც იქ წასვლაზე.
ოღონდ, აუცილებლად მარტო, ან მაქსიმუმ ერთ ადამიანთან ერთად.
პარიზი რომ შეიგრძნო, ვფიქრობ რაც შეიძლება მარტო უნდა იყო, ხელის შემშლელების გარეშე :)
მანამდე კი მოუსმინეთ ფრანგულ მუსიკას, არქივიდან ამოქექეთ ფრანგული ფილმები, გასინჯეთ ფრანგული ტკბილეული და… სულ ცოტათი მაინც იგრძენით თავი პარიზში :)
Au revoir, Paris…









იმედია იანვარში წავალ პარიზში. გეგმა ასეთია: რომი, პარიზი, ბარსელონა.ოღონდ რამდენად მარტო წავალ ეს სამი-ოთხი თვის მერე მკითხე:)
მშურს შენი..თეთრი შურით..ჩემი ოცნებაა მანდ მოხვედრა.