22 სექტ.2010 :
” მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად, მხოლოდ მათთვის, ვისაც ყდაზე ბორჯღალოს გამოსახულებიანი მოქმედი პასპორტი აქვთ.
მისი თქმით, 2011 წლის 1 იანვრიდან ძალას კარგავს ბორჯღალოს გამოსახულებიანი საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ ამ ტიპის მოქმედი პასპორტი, შესაძლებლობა ეძლევათ 2011 წლის 1 იანვრამდე შეცვალონ ისინი მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტით 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად. “
წყარო: სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მე ე.წ. ძველი პაპორტი მაქვს, ბორჯღალიანი ყდით. მის აღებაში თავის დროზე ოფიციალურად დაწესებული საფასური, 35 ლარი გადავიხადე და უფლებამოსილმა ორგანომ, – იუსტიციის სამინისტრომ გარკვევით ჩამიწერა, რომ მას ვადა 2015 წლამდე აქვს. პასპორტის გვერდების ნახევარზე მეტი ვიზებითაა შევსებული, დანარჩენი კი თავისუფალია და 2011 წლის იანვრამდე საეჭვოა ათვისება შევძლო.
ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერაფრით გავიგე, კანონის ცვლილება და ახალი ტიპის ბიომეტრული პასპორტების დანერგვა, რასაც თავისთავად უდავოდ მივესალმები, რატომ უნდა მოხდეს ჩემს ხარჯზე? და მითუმეტეს რატომ უნდა დამამადლონ, რომ 1 იანვრამდე “შეღავათით” მომცემენ ახალ პასპორტს? 10 წლიანი ვადა ხომ მე არ დამიწესებია, არც ვიზებით გამივსია ჯერ, რომ დოკუმენტს გამოცვლა სჭირდებოდეს. ეს სახელმწიფომ შეცვალა სტანდარტი და არა მე.
ო, მშობლიურო სამოქალაქო რეესტრო, რარიგ მიყვარხარ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები მე რატომ უნდა ვზღო, როცა ჩემთან დადებული “გარიგების” პირობები შენ დაარღვიე? : |







“ცნობითვის, მათ, ვისაც აქვთ ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი მოქმედი ვიზით, ბიომეტრიული პასპორტის მიღების შემთხვევაში შეუნარჩუნდება ძველი პასპორტიც.”
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1369
მხოლოდ “მოქმედი ვიზით”.
+ საფასურს მაინც იხდი :)
თუ წასვლა გინდა 65 ლარი აღარაა არსებითი, ალბათ… :)
1 ლარიც არსებითია და არანაირად არ უკავშირდება ეგ წასვლას.
როცა მე უკვე(!) გადახდილი მაქვს შესაბამისი საფასური პასპორტში, რომელიც ვარგისი იქნებოდა 2015-მდე, თუკი ვიზებით არ შევავსებდი, და ვიზებით არ შემივსია, რატომ უნდა გადავიხადო კიდევ 65 ლარი? რა არის ამაში გაუგებარი? იურიდიულადაც და მორალურადაც მე ვარ მართალი, აშკარაა : )
მოიც, სავალდებულოა? :)
და რეესტრი რამ შეგაყვარა? ))
სავალდებულოა. ბიომეტრული პასპორტები დაინერგა უკვე და ძველები იცვლება, მაგრამ ვარდებიანი არა, მხოლოდ ბორჯღალიანი, ჯერჯერობით.
რეესტრი – 2005 წლიდან, რეფორმის დროიდან “ჩემს თვალწინ და გვერდით” გაიზარდა და ცოტა-ცოტა წვლილი მე და ჩემს კოლეგებსაც გვქონდა მასზე ზრუნვაში :)))
ერთ-ერთი პირველი რეფორმირებული სტრუქტურა იყო და სანიმუშო, along with საჯარო რეესტრი და საპატრულო პოლიცია :)
მარტო მაგას გაიძულებენ ეკა და მეტს არაფერს? მარტო მანდ დაირღვა “ხელშეკრულება” სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის?
ასე უნდა მავანს და დაგრჩა ეგ ვიზებით სავსე პასპორტი რელიქვიად. შენ კიდევ კარგ ვარიანტში ხარ. ადრე მამაჩემს გაევსო ვიზებით პასპორტი და გამოაცვლევინეს, ანუ ძველი არ დაუტოვეს. სწორედ გიწერია, კიდევ მადლობა რომ იმ დღეში არ ვართ რაშიც ვიყავით :(
ვიზებით სავსე პასპორტი ლოგიკურია რომ უნდა გამოიცვალოს, ადგილი თუ აღარაა ბეჭდის დასარტყმელი, აზრს კარგავს.
თუმცა, მე როგორც მახსოვს, არ იტოვებენ, გიბრუნებენ, უბრალოდ გახვრეტილს – გაფუჭებულს.
და ზოგადად ერთდროულად 2 პასპორტის ქონაცაა შესაძლებელი და მეტისაც.
მე შავარდნაძის დროზე მაქვს საუბარი ;)
ამერიკის და შენგენის 10-გზის ვიზებიანი პასპორტი დაიტოვა სახელმწიფომ, რის გამოც საფრანგეთში წასვლაზე პრობლემა შეექმნა მერე.
საბოლოოდ დადებითად გადაწყდა საკითხები, მაგრამ იყო ეგეთი ხისთავიანობა და რა გვექნა :)
ჰო, ადრე კი, მასე იყო, უნდა ჩაგებარებინა აუცილებლად. ახლა მოქმედ ვიზიანს გიტოვებენ, ან ვიზას გადაგიტანენ. ან გახვრეტილს მაინც დაგიბრუნებენ უკან, საკონსულოებში წარსადგენად და წარსული ვიზიტების დასადასტურებლად რომ გამოიყენო.
მე როცა ავიღე უკვე ბიომეტრიულები იყო და მივეცი 100 ლარი, მაგრამ უსამართლობა ნამდვილადაა ძველის შეცვლა, რომელსაც მათ მიერ მინიჭებული ვადა 2015 ან 2018-მდე აქვს… და ისედაც, რაც არ უნდა იყოს, იმაში რაც ალბათ მაქსიმუმ 5 ლარი უჯდებათ 100 ლარის აღება მოქალაქეების გაყვლეფაა და მეტი არაფერი…
5 ალბათ არა, ბევრად მეტი.
მაგრამ, ჯობდა ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ, თუკი მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ მოქმედი და ვარგისი პასპორტების გამოცვლას ხდიდნენ სავალდებულოს. ან ევროკავშირს დაეფინანსებინა და ამ 3 თვიან პერიოდში შეღავათით კი არა, უფასოდ გამოეცვალათ, მერე კი – 100 ლარი.
ჯერ ეს, მერე 25 ლარიანი “მე მიყვარს თბილისი”- 50 ლარი.
ხვალ კიდევ რაიმე მსგავსი, ზეგ მასობრივი საპროცესო შეთანხმებების გაფორმება.
აბა როგორ გინდა ეკა ბიუჯეტის შევსება?!
ერთი ავიღე შარშან ბორჯღალოთი :) მაგრამ მერე გვარი გავისწორე ”ა” ჩავამატეთ ძველი შეცდომის გამო და წელს ახალი ავიღე 100 ლარად, ჩვეულებრივ 10 დღე ველოდე.
დაჩქარებას ცხადია ფულის დამატებაც უნდა.
ძალიან ცუდია რომ მოქალაქეებისთვის ეს 65 ლარიც და 100 ლარიც მალე სავალდებულო გახდება.
ძველი პასპორტი ისევ მე მაქვს, უბრალოდ მკითხეს სად არისო და სახლში მეთქი ვუთხარი :)
არავინ არ გართმევთ ძველს.
წართმევა–არ წართმევა – სახლში მექნება თუ დაიტოვებენ – ნაკლებმნიშვნელოვანია. 35 ლარიც “ჯანდაბას” : )
მაგრამ თუ აქვს ვადა, რატომ უნდა მავალდებულებდნენ გამოცვლას?
არ მომწონს , რაც გააკეთეს.
რამდენჯერ უნდა ცვალონ ეს პასპორტიიი!!!! რა ამბავია!!
და შემიძლია გითხრათ, რა ლოგიკით გაგიკეთეს ასეთი ფასდაკლება, რომ 100ის მაგივრად 65 იხდი. აი, გამოითვალე 100-65=35, შესაბამისად 35 ლარი შენ თავის დროს პასპორტში გადაიხადე. ანუ მათი აზრით, შენ რომ ცვლი პასპორტს, ამ პასპორტში ადრე უკვე გადაიხადე 35 ლარი, და ახლა დაგრჩა გადასახდელი 65 ლარი. მაგრამ რომ ვიმსჯელოთ ფინანსურად, გაცილებით ნაკლები უნდა დაეწესათ პასპორტის გაცვლაში გადასახდელი თანხა. Time Value of Money-იდან გამომდინარე ადრე რაც 35 ლარი იყო, ახლა ეს უფრო მეტია და არა 35 ლარი. შესაბამისად ფინანსური გამოთვლებით 65 ლარზე ნაკლები უნდა გადაიხადო. მაგრამ საიდან იცის ჩვენმა მთავრობამ რა არის ფინანსები. Therefore, ეს მათი ქმედება გამოდის грабеж средь бело дня.
ჰო, მეც მივხვდი მაგ “შეღავათის” ლოგიკას, და თან “შეღავათად” რომაა შეფუთული, მაგაზე ცალკე გამეცინა :D მაგრამ , საქმე იმაშია, რომ უფრო მყარი ლოგიკით, საერთოდ არ უნდა ვიხდიდე, აი საერთოდ :D იმიტომ რომ ის პასპორტი საზღვარგარეთ არ მიყიდია, იმავე უწყებამ გასცა თავის დროზე, ვადით და პირობით :D
პორფაპორ
თუმცაღა ყველაზე დიდი უბედურება ის არის,რომ საზოგადოების უმრავლესობა ვერ ვხვდება,ან საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი აზრიი არ აქვთ…ვინც ხვდება ეგეთები როგორც ყოველთვის უმცირესობაში არიან…და წინების ვადას რაცც შეეხება უფლების დარღვევა ,როგორც ყოველთვის…