როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად

ყველასთვის მტკივნეულად ნაცნობი აქსიომაა ის, რომ ხელფასი არასოდეს არის საკმარისი, როგორი მაღალიც არ უნდა იყოს ის. მოთხოვნილებები და ხარჯები შემოსავლების პარალელურად იზრდება და როგორც წესი, ყოველთვის აჭარბებს მას.

ზოგიერთისთვის დაბალი შემოსავლიდან სერიოზული დანაზოგის გაკეთებაა შესაძლებელი, მაშინ, როდესაც სხვა 2 კვირაში ხარჯავს მთელი თვის შემოსავალს, შემდეგი 2 კვირას კი ამ გაფლანგული თანხის ძებნაში და ახალი ხელფასის ლოდინში ატარებს :D

დიდი ფიქრი და ფილოსოფია არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ ამ ყველაფრის საფუძველი და მიზეზი ყოველთვის ბიუჯეტის დაგეგმვაშია. დაუგეგმავად დახარჯული 1 ლარიც კი შემდგომში აუცილებლად წამოყოფს სადმე თავს, იქნება ეს პირადი ბიუჯეტი, საოჯახო თუ კომპანიის. პრიორიტეტების განსაზღვრა პირადი ბიუჯეტის დაგეგმვისას ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მილიარდებიანი სახელმწიფო ბიუჯეტის მართვისას :)

მე ვერ ვიტყვი, რომ არამფლანგველობის ნიმუშად გამოვდგები, უფრო პირიქით :D მაგრამ, თუ ვფლანგავ, უკვე გააზრებულად მაინც და ამაში მაიკროსოფტის შექმნილი ერთერთი Template ძალიან დამეხმარა, რომელიც გადმოვაქართულე და აქაურ რეალობასაც მეტნაკლებად მოვარგე :) ხელფასზე დამოკიდებული ადამიანებისთვის (ანუ მათთვის, ვინც შემდეგი თვის შემოსავალი დაახლოებით მაინც იცის) მშვენიერი დოკუმენტია მთელი თვის შემოსავალ-გასავალის დასაგეგმად და წინა თვის შეცდომების შესაფასებლად. პარალელურად, ეს დოკუმენტი “დაგეხმარებათ” იმის აღმოჩენაშიც, რამდენი რამაა თურმე საჭირო ადამიანისთვის :)))

პირადი ბიუჯეტის მართვის ცხრილი

ფაილის გადმოსაწერად დააჭირეთ ბმულს!

იმედი მაქვს, თქვენც გამოგადგებათ :)
(ფაილს თან ახლავს ინსტრუქციები, დამატებითი კითხვები შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში)

This entry was posted in This is useful and tagged . Bookmark the permalink.

12 Responses to როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად

  1. litterator says:

    ეჰ, ქაღალდზე რა მარტივია ყველაფერი :) :) :)

  2. ბაჩო says:

    ლიტარატორს ვეთანხმები :)
    და კიდევ რამდენ რამეს მასწავლის კაწიეე.ჯი :D

  3. piccolina says:

    საინტერესოა
    მარა მე მაგას ცხრილის გარეშე ვაკეთებდი
    ოთარაანთ ქვრივისავით კონვერტები მქონდა (ქისები არა) და ამ კონვერტებს ეწერა, რომელში, რისთვის განკუთვლი ფული იდო :))
    ძაან მოსახერხებელი იყო

    • Katiee says:

      :D
      ყოჩაღ შენ.
      მე მასე რომ გამოვიტანო ანგარიშიდან და გადავანაწილო, ალბათ სულ ერთ დღეში დავხარჯავ. ბანკომატების სიშორე და ალაგ-ალაგ პოს-ტერმინალების ნაკლებობა მშველის, რომ ხანდახან მაინც ვერ გადავხარჯო :D

  4. Lord Vader says:

    აიღეთ ამექსი და ხარჯეთ მას შემდეგაც, რაც ანგარიშზე არაფერი გექნებათ.
    მარტივია როგორც 1,2,3… :)

  5. ---> says:

    საკრედიტო ბარათები ამ საქმეს აადვილებენ ოღონდ იმ პირობით რომ ნაღდი ფულის მიმოქცევა მინიმუმამდეა დასული. მთავარი საქმე ყოვლისმომცვლელ აღრიცხვაშია – თუკი რამე გაიპარება მთელი გათვლები აზრს ჰკარგავს.

    კარგი იქნებოდა რომ საშუალო სამომხმარებლო დანახარჯები ყოფილიყო სადმე რელურ ადამიანის\ოჯახის მაგალითზე – ამდენი იხარჯება პროდუტებზე, ამდენი – ტრანსპორტზე, ამდენი კომუნალურ გადასახადებზე და ა.შ.

    • Katiée says:

      ვერ აადვილებენ,
      ერთ დღეს ვიცი რომ ანგარიშზე მაქვს X თანხა, თუ არ დავგეგმე და ხარჯვა არ ვითვალე/ვადარე გეგმას, ერთ დღეს აღმოჩნდება რომ -X თანხა მაქვს უკვე და მერე , რა თქმა უნდა, ინტერნეტბანკინგი გამახსენებს, სად რა და რამდენი დავხარჯე, მაგრამ ეგ უკვე ვერც მოტეხილ ფეხს უშველის და ვერც კისერს :)

      ტვინი კი იმდენი ინფორმაციითაა გადატვირთული, ამდენი გეგმის და დანახარჯის დამახსოვრება არ შეუძლია. ამიტომ კარგი ვარიანტია ფურცელი და პასტა, ჩვენებურად – კომპიუტერის კლავიატურა და ეკრანი :)

      რაც შეეხება საშუალო დანახარჯების შეფასებითი ცხრილის გაკეთებას, ვფიქრობდი, მაგრამ არც ისე ადვილია. მე 3 კაციანი ოჯახის ბიუჯეტის მხოლოდ ნაწილის კონტრიბუციას ვახდენ. ამიტომ საერთო ხარჯებზე წარმოდგენა არ მაქვს. ვერც ერთი ადამიანის ხარჯს შევაფასებ 100%მდე მიახლოებული სიზუსტით, რადგან საერთო საოჯახო ხარჯიდან (დენი, გაზი, საჭმელი, სხვა გადასახადები) ჩემს მიერ მოხმარებული წილიც საკმაოდ რთული დასათვლელია.
      თუმცა მგონი მაინც ღირს, ვცადოთ. ან ერთ გამოკითხვას გავაკეთებ და რამდენიმე ადამიანის მაგალითზე შევადგენ :))

      • ---> says:

        > ერთ დღეს ვიცი რომ ანგარიშზე მაქვს X თანხა, თუ არ დავგეგმე და
        > ხარჯვა არ ვითვალე/ვადარე გეგმას, ერთ დღეს აღმოჩნდება რომ -X
        > თანხა მაქვს უკვე

        რა თქმა უნდა – თუკი დისციპლინა და გეგმა არ არის, არა აქვს მნიშვნელობა ბარათია თუ ნაღდი ფული დახარჯული. ბიუჯეტი (და ბრძოლა) გეგმიდან იწყება – გეგმის გარეშე წინასწარ უკვე წაგებულია ეს საქმე. გენენალმა ჯორჯ პატტონმა სთქვა – No battle goes according to plan, but without a plan the battle is already lost – ბრძოლის მას კარგად გაეგებოდა.

        მე იმის თქმა მინდოდა რომ (პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე) ბარათების დროს ეს ზოგადი სურათის წარმოდგენა (to see the big picture) უფრო ადვილდება იმიტომ რომ პირდაპირ ბანკის საიტზე შეიძლება დანახარჯების კლასიფიცირების გაკეთება და report-ების შედგენა/ნახვა (თუმცა არ ვიცი საქართველოში ამჟამად რა სიტუაციაა საქართველოში გამოცემულ ბარათებთან დაკავშირებით).

        აი როგორც კი დაგეგმარება-ანალიზს სისტემატიური სახე მიეცემა ოჯახში (ან ინდივიდუალის მიერ) მაშინ ძალიან ადვილდება იმის დანახვა რომელი ტიპის დანახარჯები არის რეგულარული (requiring expenses) და აუცილებელი (მაგალითად პროდუქტები და კომუნალური გადასახადები) და როგორი კი – იმპულსურ\ხუშტურზე\’მინდა’-ზე დაფუძნებული და რა პროცენტია მათი ნაწილი საერთო ხარჯში.

        მე რუსულენოვან ქართულ ბლოგებზე დავსვი ეს კითხვა რამდენიმე ხნის წინათ. მარია ექსერმა კაი შრომა გასწია და ფასების შესახებ ინფორმაცია დაწერა:
        http://ekser.livejournal.com/173739.html
        მაგრამ აი საერთო სურათის გამოყვანა მაინც არ გამოვიდა – ხალხს ერიდება ინფორმაცია დაწეროს. რამდენჯერმე ვთქვი – შემოსავალი არავის აინტერესებს, მარტო ხარჯები და ხარჯების კატეგორია მაგრამ…

        ცხრილს რაც შეეხება – მეუღლეს ვაჩვენე, ფინანსისტია და მისი პროფესიაა ასეთ ცხრილებთამ მუშაობა და საკმოა შთაბეჭდილება დატოვა მასზე – თქვა რომ ცხრილი ძალიან პროფესიონალურად არის შედგენილიო. მაგარი ხარ.

        პატარა სტატისტიკა რომ გექნება, ვფიქრობ აზრი იქნება რომ Neal-ს (იმ TLG ინგლისურის მასწავლებელს ვინც საქართველოში ქალ-მამაკაცზე ურთიერთობაზე დაწერით სკანდალი ატეხა ბლოგოსფეროში) გაუზიარო – შენნაირ პროექტს აკეთებს ახლა ზუსტად:

        http://peripateticpedagogue.wordpress.com/2010/11/18/money-in-georgia/

      • Katiée says:

        ძალიან დიდი მადლობა ამხელა და ასეთი საინტერესო კომენტარისთვის :) 2 ლინკი ყოფილა და სპამში გაუშვა ბლოგმა, ახლა აღმოვაჩინე და დავა-approve-ე :)

        ცხრილს რაც შეეხება, მთლად მე ნუ დამაბრალებთ, ზემოთაც დავწერე, რომ მაიკროსოფტის ერთ-ერთი ნიმუში გადმოვაქართულე ჩვენი რეალობის შესაბამისად :)

        ჩვენი ბარათები და საბანკო სისტემა საკმაოდ ნორმალურია, თუმცა არც ისე, როგორც მაგალითად გერმანული Deutsche Bank იყო. იქ მართლა ბევრად დაწვრილებითი და მარტივად გასაშიპრი რეპორტი მქონდა ინტერნეტბანკინგშიც და რაც მთავარია, ყოველი თვის ბოლოს ფოსტით მომდიოდა სახლში, ან ნებისმიერ დროს ბანკომატიდან ვბეჭდავდი.
        აქაურს (კონკრეტულად თბს-ბანკის) ინტერნეტბანკინგს მასე ადვილად ვერ ვენდობი, არც ჩვენს ორგანიზაციებს სჩვევიათ მაინცდამაინც საგადასახადო დავალებაში დანიშნულების სწორად მითითება.
        მაგალითად, ხშირად ხდება, რომ ვიყიდი X სახელწოდების მაღაზიაში რაღაცას, საბანკო ისტორია კი მიჩვენებს, რომ Y ინდ.მეწარმემ ჩამომაჭრა ფული. ისღა დამრჩენია, ჩემს ემხსიერებას ვენდო და ამოვატივტივო, იმ დღეს, წუთსა და წამზე სად ვიყავი და რა ვიყიდე :D

        ხარჯებზე აუცილებლად გავაკეთებ მოგვიანებით რამეს, ოღონდ მოგვიანებით, ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს :|

  6. vasasi says:

    saSualod, 120 lari maqvs xelfasi da myofnis.. :D
    anu, zustad maqvs gawerili… :))

    ara, moxaruli viqnebi, meti tu meqneba (moTxovnebi, bunebrivia, mezrdeba), magram isa.. :))

    • Katiee says:

      ე.ი. შენ იმ კატეგორიაში ყოფილხარ, უფურცლოდაც რომ ყაირათიანად ხარჯავენ ყველა თეთრს ;)

Leave a Reply