Je m'appelle Eka..

August 25th, 2011 by Katiée

პინას საუნდტრეკები by Jun Miyake და სხვა

Jun Miyake

ჯუნ მიაკე (Jun Miyake – მგონი სწორად გამოვთქვამ) იაპონელი კომპოზიტორია, რომელიც უფრო პოპულარული ვიდრე იყო, ვიმ ვენდერსის ბოლო ფილმის – ‘პინა’-ს წყალობით გახდა. რაც არ უნდა დაუწუნო ფილმს და იწუწუნო ხარვეზებზე, მუსიკალური გაფორმება მაინც უნაკლოა, ქორეოგრაფიულზე აღარაფერს ვამბობ.

თუმცა, ფილმისთვის მუსიკა, როგორც ჩანს, ოდნავ შეიცვალა და ვოკალი არ ახლავს თან. დღეს შემთხვევით კომპოზიტორის ოფიციალურ საიტზე შევედი (აქამდე იუთუბით შემოვიფარგლებოდი) და აღმოვაჩინე იგივე საუნდტრეკები, მხოლოდ ვოკალით და დამატებით სხვა ალბომებიც.

აუცილებლად მოუსმინეთ, ძალიან მაგარია! ♡ (სასურველია ყურსასმენებით)


[ თუ პლეილისტის ბოლოში დისკებზე დააწკაპუნებთ, სხვა ალბომებიც შეგიძლიათ აირჩიოთ ]

დამატებითი ინფორმაცია:


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273