იმ დღეს 6 თუ 7 ოპერაცია გააკეთეს შესვენების გარეშე.
ერთ გოგოს ხინკლის ცომის გადაბრტყელებელში ჩაყოლია ხელი და მტევანი დაზიანებული ჰქონდა. მერე 24 წლის ბიჭი მოიყვანეს, 9 ტყვიით დაჭრილი, ბარძაყის არტერიიდან კედლებს წვდებოდა სისხლის ნაკადი. სხვები არ ვიცი. ყველა გადაარჩინეს. “გლახათ ვარ”-ო ერთ-ერთი ქირურგი ამბობდა ბოლოს, თუმცა სახეზე ვერც შეატყობდი დაღლილობას.
ბოლო ოპერაცია ღამის 11 საათზე დაიწყო. 80 წლის ბებიაჩემი შეიყვანეს მარცხენა ხელის ამპუტაციისთვის. უკვე განგრენა ეწყებოდა თრომბოზის გამო. “დიდი შანსია, რომ ვერ გადაიტანოს ოპერაცია, მაგრამ მასე დატოვება სირცხვილია მამიკოო” – პროფ. ემირ ფხაკაძემ იმ დილით ისე მითხრა, ერთი წამითაც აღარ მიფიქრია ღირდა თუ არა გარისკვა. ამპუტაცია 1 სთ გაგრძელდა. გულის კანკალით ვუყურებდით ექთნებს და სანიტრებს, როგორ შედიოდნენ და გამოდიოდნენ საოპერაციოში.
12 საათი ხდებოდა, სანიტარმა დაგვიძახა – დიდი პარკები მოიტანეთო.
ანუ ოპერაცია მორჩა და ბებია ცოცხალია.
(რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბებიას მოკვეთილი ხელის შესახვევად პარკებს ჩემი ხელით ასეთი სიხარულით მივიტანდი)
ახლა ნარკოზიდან გამოსვლა დარჩა. 16 წლის წინ ნარკოზი ძლივს გადაიტანა. ახლა?
20 წუთში ქირურგი გამოვიდა ბლოკიდან და – “ლაპარაკობსო! ჩემი პატრონები სად არიან, კითხულობსო!”
ყველა ერთნაირად ვიყავით გაოგნებული და გახარებული, ქირურგები მგონი ჩვენზე უფრო ! :)
მაგარი ქალია ჩემი ბებია! :)) 3 ინსულტიდან ხომ გამოძვრა, ამასაც გადაიტანს :)
იმ დღეს პირველად გავიაზრე, რას ნიშნავს იყო ექიმი, ოღონდ ნამდვილი ექიმი, (ილიას და “კაცური კაცის” არ იყოს, სამწუხაროა ამ სიტყვას “ნამდვილის” დამატება რომ სჭირდება დღეს).
ის, რაც ე.წ. “არამიანცის” სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკაში 1 კვირაში ვნახე, არ მეგონა თუ ხდებოდა სადმე. ირგვლივ სულ ისეთი კურიოზები მესმის ექიმების უგვანი საქციელის შესახებ, უკვე აღარ მეჯერა თუ არსებობდენ გულით, სულით და მოწოდებით ექიმები, რომლებიც ჯერ ადამიანის გადარჩენაზე ფიქრობენ და მერე ფულზე.
არ ვიცი ყველა ასეთი კარგი როგორ შეიკრიბა ერთ კლინიკაში, ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ერთნაირად თან ჰყვებიან 24 წლის ახალგაზრდასაც და 80 წლის დავრდომილსაც, აკეთებენ შესაძლებელს და შეუძლებელს, და ამ ყველაფერს ხშირად უანგაროდ.
აღარ მინდა დაწვრილებით მოვყვე, ვაქო და ვადიდო, არ მინდა გადამეტებულად გამომივიდეს.
უბრალოდ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო კლინიკა “კარაბადინი” -ს მთელ გუნდს ექთნისა და სანიტრის ჩათვლით. ეს ექიმები – ზაურ ნონიკაშვილი, მინდია ბოცვაძე, გივი შარიფაშვილი, დათო ავაზაშვილი (ღმერთმა არ დაგაჭირვოთ, მაგრამ) თუ ოდესმე დაგჭირდათ, ჩათვალეთ, რომ საიმედო ხელში ხართ.
*************************************
p.s. ბავშვობაში, მწარედ მახსოვს, შუადღეზე ძალით მაძინებდნენ ხოლმე. 3–4 წლისას მამიკო შემიყვანდა ოთახში, გვერდზე მომიწვებოდა და “მაძინებდა”. გასუსული ველოდებოდი, თვითონ როდის ჩაეძინებოდა. მერე ვიპარებოდი და ამაყად ვაცხადებდი “დავაძინე მამიკო”–თქო.
ეს ყველაფერი ამ დღეებში ბევრჯერ გამახსენდა. ახლა მე ვაძინებ ბებიას, აფორიაქებულია, ნერვიულობს. ჩუმად გვერდზე უნდა მიუწვე, დაამშვიდო, მოატყუო მეც შენთან ერთად ვიძინებო და მერე გამოიპარო. ასე იქცეოდა თვითონაც ალბათ 26 წლის წინ, სანამ შემთხვევით გაჩენილი (“უკანონო” ბავშვი არ ვარ, უბრალოდ დედამ ორსულობის მე5 თვეზე ბრმა ნაწლავი ამოიჭრა და 71/2 თვემდე სასწაულებრივად მივაღწიე), როგორც თვითონ ამბობს ხოლმე, “ბავშვს არ დამამსგავსა” :D
Favourite Quotes
როგორ შეგიძლია თქვა, რომ გიყვარს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ, თუკი არ გიყვარს მეზობელი, რომელსაც ხედავ?
~ დედა ტერეზა-
არქივი | Archives
- 2012 (13)
-
May 2012 (3) -
April 2012 (3) -
March 2012 (1) -
February 2012 (2) -
January 2012 (4)
-
- 2011 (64)
-
December 2011 (3) -
November 2011 (2) -
October 2011 (3) -
September 2011 (3) -
August 2011 (7) -
July 2011 (9) -
- ჩემი ზოოპარკი
- ადიბასი, დუმა და გაყალბებული ბათუმი
- შური
- 10 ივლისის აქციის ქრონიკის კრიტიკული მიმოხილვა
- ქართველი სომეხი, თანაც ფოტოგრაფი - ორმაგად აქტუალური წერილი
- - У ТЕБЯ всё есть... - У ВАС тоже всё есть...
- სსიპ - რელიგიური გაერთიანებების სტატუსი [მცირე განმარტებანი]
- ვისი ვისაში? (და როგორ გადაიღო ბიონსემ კლიპი)
- საავადმყოფო თუ ციხე ???
-
June 2011 (7) -
May 2011 (3) -
April 2011 (5) -
March 2011 (7) -
February 2011 (5) -
January 2011 (10)
-
- 2010 (93)
-
December 2010 (10) -
- როგორ (არ) უნდა მივულოცოთ ახალი წელი
- მოსულა მატარებელი, ხალხოუ, მოსულა! :D
- წელსაც მინდოდა :D
- რა სარგებლობა მოაქვს ვიკილიქსს - ჯულიან ასანჟი
- ძროხები და ღორები ქალაქის საკრებულოში
- ჩემი ოცნების მამაკაცი - არტურ პერაშკოვი!
- გამოკითხვა: ქალი შარვლით ეკლესიაში
- "როგორ დავამზადოთ ბომბი სახლის პირობებში" და "ნანუკას შოუ"
- ეკატერინობის ლოცვა 25+ გოგოებისათვის :D
- 15 ავტორი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა
-
November 2010 (10) -
- ვერძი - მამაკაცი
- ხხხხხერხი !
- We are from Georgia! We are from Sakartvelo!
- როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად
- თბილისი-გომბორი-თელავი -> pros & cons
- TBC სმარტკლუბი და მოხმარებლის ინტერესების შელახვა
- ხალხი კავკასუსის წინააღმდეგ !
- მოხევის ქალო თინაო! vs თბილისის რეკლამა
- Movie: Всё к лучшему (a.k.a. Har sey yaxsiliga dogru)
- Scala & Kolacny Brothers - "თავხედი გოგონები"
-
October 2010 (14) -
- Facebook ციტატები - digest vol.1
- სოლო-ტური: თბილისი - უშგული 2010 (Videos)
- Girl on the Beach
- გეგმები, მიზნები, ემოციები
- საჩუქარი, რომელიც მთელს ცხოვრებას ცვლის
- Stand by me ! - Song Around the World
- ცოცხალი მინიკონცერტი ტროტუარზე
- მისი უდიდებულესობა ვერძი vol.1
- საქართველო აბორტის ევროპულ რუკაზე
- გინდა შვილი? ッ
- კომპიუტერი ყველა ოჯახში, დღეში 1 ლარად vol.2
- მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია !
- მე ❤ ზანტი ლორისი !
- ქართული ყველი vs. ევროპული ყველი
-
September 2010 (6) -
August 2010 (8) -
July 2010 (11) -
- 528+ კმ ფეხით, ანუ სოლო ტური თბილისიდან უშგულამდე
- მუცო
- თეონა და გელა – სიმღერები.
- სამძიმარი შატილს, მთას და მთელს საქართველოს…
- “Earthlings”– ფილმი 18+
- დისკო-ტაქსი (ეძღვნება პიკოს)
- როგორ გადავურჩეთ სიცხისგან სიკვდილს
- "მე არ ვარ არც მეფე და არც ახალი პელე... მე ვარ დიეგო არმანდო მარადონა!"
- რაც ყველაზე ძალიან მიყვარს
- Google+ vs. Facebook?
- 3 დღე ჟურნალისტის ტყავში, შემთხვევითობები და IWPR-ის საჩუქარი
-
June 2010 (5) -
May 2010 (10) -
- არჩევნების მშვიდი ქრონიკა, მე და Copy-Paste-ის ოსტატები
- 5-ჯერ 500 ლარი და ერთიც მე დამრჩება <3
- 3 ამბავი სიკვდილზე, ფოტოგრაფებზე და მსოფლიო წარმატებაზე
- სვანები ევროკავშირში! :D
- ხომ შეიძლება ქუჩაში თვით მე(!) გადაგეყაროთ? ანუ ჩემი და ლაშას გაცნობის ისტორია
- დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! Google translates into Georgian!
- პროვოკაციული ბლიც–პოსტი
- არც ერთი იყო ლიბერალი და არც მეორე მართ(ლ)მადიდებელი, ანუ რბილი “ლ”–ს გამო ატეხილი აურზაური
- Я тебя никогда не забуду, Я тебя никогда не увижу…:(
- მოგესალმებით ჩემი ბლოგის ნარჩენებიდან :((
-
April 2010 (7) -
- ხვალიდან ვიწყებთ დიეტას! და ასე ყოველ დღე … (restored)
- თქვენი ანგარიში დეაქტივირებულია! პატივისცემით, Facebook-ის ადმინისტრაცია :))) (restored)
- “I cried a river over you…” (restored)
- ყველაზე მსუქანი ადამიანი დიეტაზეა. თქვენ? (restored)
- Le Cirque de Demain – მისი უდიდებულესობა ცირკი! (restored)
- მე რომ წავალ… – ნიკო გომელაური (1970-2010) (restored)
- შემდეგი გაჩერება – მორიელი (restored)
-
March 2010 (7) -
- როგორ დავკარგე კარს მომდგარი ბედი 2008-ში :D:D:D (restored)
- წკაპ წკუპ წკაპ და წკუპ – “Street Days” by Levan Koguashvili (restored)
- აქ, ვარკვლავებთან ახლოს (restored)
- Buena Vista Social Club & Coldplay – “Clocks” (restored)
- 13 მარტის "Saturday Night Live" ანუ, როგორ შეაგდეს ბავშვებმა მეზობლის კატა სარეცხის მანქანაში
- მერწყული - შევარდნაძის და ივანიშვილის ჰოროსკოპი
- როგორ შევიცნოთ კირჩხიბი?
-
February 2010 (4) -
January 2010 (1)
-
- 2009 (23)
-
December 2009 (2) -
November 2009 (5) -
October 2009 (5) -
September 2009 (4) -
August 2009 (2) -
July 2009 (1) -
June 2009 (1) -
May 2009 (1) -
April 2009 (1) -
February 2009 (1)
-
- 2008 (58)
-
December 2008 (2) -
October 2008 (4) -
September 2008 (8) -
August 2008 (7) -
July 2008 (3) -
June 2008 (1) -
May 2008 (2) -
April 2008 (1) -
March 2008 (6) -
February 2008 (24) -
- ფოტორადიოლას მე5 გამოშვება
- 40 ტყუილი დღეში???
- Quote: მიგელ დე უნამუნო
- Georgian Photo-Reporters
- ფოტორადიოლას მე4 გამოშვება
- ვანგას წინასწარმეტყველებანი, ჰა ჰა ჰა
- My Favourite Song
- ფოტორადიოლას მე3 გამოშვება
- ფოტორადიოლას მე2 გამოშვება
- ყანსავ ყიფიანე - შინი
- ფოტორადიოლას პირველი გამოშვება
- ჩვენი ბავშვობის მულტფილმები
- რეპორტაჟი გამოფენიდან, კ/თ ამირანში
- აქუბარდია!
- ნაწყვეტი ყველა დროის ფილმიდან
- Love is...
- ჰოი, გივარგილ!
- არ ვიცი, სადა ხარ
- ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას
- Happy Valentine's Day :)
- მე შენ მიყვარხარ - 87 ენაზე
- თბილისური მტლაში-მტლუში
- ნელი ტანგო
- New Photos
-
- 2007 (1)
- 2012 (13)
-
Tags / კუდები
Bla-Bla-Bla blogs Creative cultures and differences dance Europa-Institut Facebook Folk Food home sweet home I have a dream iMeme je t'aime linkedin Music Personal(?) photography Quotes SOS Svaneti Tbilisi TED This is funny This is life To think about Travel ამბები წარსულიდან გერმანია გზააბნეული გიჟები ზოდიაქო კანონი კინო ლიტერატურა მარაზმუზ მე ვარ ქართველი და მაშასადამე...? ნარკომანების ქვეყანა ნარკომანია პოეზია რეკლამა რელიგია სამშობლო საქართველო და გარესამყარო სიკვდილი ფოტორადიოლა ჰოროსკოპიFavorite Movie Snapshot
-
სმაილიკები FB და Google+ ისთვის
✿ ❁ ★ ✤ ❤ ❥ ➷ ➹ ☹ ☂ ♠ ♣ ♥ ☀ ♧ ♧ ♤ ♡ ♢ ♬ ♫ ♪ ☁ ☾ ☻ ☆ ❀ ☛ ☚ ✾ ☯ ✔ ☎ ☭ ☃ ☺ ☹ ッ ❝ ❞ ♨ ℃ ☂ ✈ ✉ © ° ™ ♋ ✘ ✞Categories / კატეგორიები
- Bla-Bla-Bla (80)
- Music (29)
- Posts in English (32)
- This is funny (32)
- This is life (48)
- This is useful (27)
- To think about (67)
- Uncategorized (45)
- Videos/Movies (71)
Popular Posts
Katiée ✈ iKateriné






ძალიან გამიხარდა ბებოს ამბები, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველაფერი ისე თბილად გიწერია.კიდე ისა, მამიკოზე გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ისა, წავალ ახლა და ჩავეხუტები :)
მადლობა ლალენა :))წადი, აუცილებლად ჩაეხუტე :)))))
eqimoba aris umagresi specialoba! tjca xshirad bevr rameze ucevs uaris tqma mangram main magaria
Ek dzalian gamexarda,gilocav,gmertma didxans acocxlos :*Nino Kand
ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ ბებიას!ჩემსასაც ფეხი მოვკვეთეთ… ადრე…
ბევრი კარგი ექიმია საქართველოში მართლაც.არ ვიცოდი, თუ ასე ატანდნენ "ხელ-ფეხს" პაციენტის პატრონებს :| Is that normal?იმედია, კარგად იქნება შენი ბებია!
არა სოფი, არასწორად გაიგე :) უბრალოდ თვითონ სჭირდებოდათ და ჩვენ გვითხრეს, როგორც ჩანს არ ჰქონდათ, ყოველდღე არ კვეთენ ხელ-ფეხს ალბათ, საბედნიეროდ :)
მე კი გამახსენდა როგორ მინდოდა ბავშვობაშო=ი ექიმობა, ბებო რომ მეუბნებოდა ”ექიმი რომ გახდები ბებია კი მომხედავ მერე მეც” :):) კარგია ბებო, მუდან ‘თბილი ხელებითა’ და ‘ახაგაზრდობის საინტერესო ხანდახან გიჯური ამბებითაც კი’ …:)
კი, ჩემს ბებიასაც უნდოდა. თვითონ ექიმი იყო. ბოლო წუთამდე ცდილობდა გადაეფიქრებინა, მაგრამ მაინც იურიდიულზე ჩავაბარე :) თუმცა, მისი და ოჯახის სხვა წევრების დამსახურებით, მაინც საკმაოდ ბევრი ვიცი ექიმის არა და ექთნის პირობაზე მაინც :D