ფუკუშიმას ატომური კატასტროფის შემდეგ, კოლნის უნივერსიტეტის პროფესორებმა, EURAD-ის პროექტის ფარგლებში (ევროპაში დაბინძურებული ჰაერის გავრცელება) მოკლევადიანი პროგნოზი (უახლოესი რამდენიმე დღის პერიოდულობით) გააკეთეს, რა მიმართულებით შეიძლება გადაადგილდეს რადიაციული ჰაერის მასები:
მართალია, რუკა ცოტა არაორდინალურია, მაგრამ ცოტა ხანს თუ დააკვირდებით და თვალს შეაჩვევთ, ჩანს, რომ ფუკუშიმას რადიაციული ჰაერი ძირითადად ჩრდილოეთით მიემართება, განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნაწილდება ამერიკაში, შედარებით ნაკლებკონცენტრირებული კი რუსეთში, ევროპასა და აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთზე.
საქართველოს პოვნა ამ რუკაზე მართალია ცოტა გამიჭირდა, მაგრამ “ორ ზღვას შუა” მაინც მიგნებადია და 2 აპრილს, როგორც ჩანს, რადიაციული ჰაერი ჩვენს საჰაერო სივრცესაც გადაჭრის, რაც, მაინცდამაინც სასიამოვნო ვერ უნდა იყოს, მაგრამ სადაც მთელი მსოფლიო, იქაც ჩვენ.
საპანიკო არაფერია. ამბობენ, რადიაციული ჰაერი პირველ რიგში იოდნაკლულ ადგილებს ავსებსო და ამიტომ, იოდით მდიდარ საკვებს და იოდის ტაბლეტებს უნდა მიმართოთ საპროფილაქტიკოდო, მაგრამ წინასწარ მკვეთრი ღონისძიებების გატარება ალბათ ცოტა სათუოა.
ამიტომ, ჯობია შევასრულოთ მინიმუმი მაინც:
2 აპრილს და შემდგომ დღეებში მოვერიდოთ წვიმას და მის უშუალო შეხებას სხეულზე (შესუნთქვაც არ უნდა იყოს მთლად სასარგებლო), რომელმაც, დიდი შანსია, ღრუბლებში კონცენტრირებული იაპონური რადიაცია ჩამოგვიტანოს.
მოკლედ,
გვერდზე გადადეთ რომანტიკა და გაზაფხულის წვიმებს ამჯერად ცოტა კრიტიკულად მიუდექით :)







რა საინტერესოა, ეკ..
ჩემი დაკვირვებით, საქართველოს (ორ ზღვას შორის მოქცეულ პაწუას) ზუსტად ჩრდილოეთით გადაუვლის ეგ მავნებლობები. ზუსტად კავკასიონის ხაზს მიყვება. აქედან შემიძლია, ვივარაუდო, რომ თუ მეცნიერებს საქართველო უბრალოდ არ გამორჩათ, მაშინ ჩვენთან არც არაფერი იქნება. მიუხედავად ამისა, ყველაფერ სწორს იძახი და შენკენ ვარ ;)
პ.ს. მარჯვნინ რომ გოგო-ბიჭის კოცნაობა გიდევს, რომელი ფილმიდანაა? ბიჭი (ტომ უელინგი) ჩემი თინეიჯერობის საყვარელი მსახიობია :)
წარმოდგენა არ მაქვს ზურ, მე კადრები მომეწონა და საიდანაა არ ვიცი. ბლოგს მოვძებნი, საიდანაც დავდე :)
ჰოდა ისა, წვიმას მაინც მოერიდე, რავიცი :)
http://ikaterine.tumblr.com/post/2792457559
ესეც იგივე წყვილია მგონი ხო?
http://onebreath.tumblr.com/post/2784956116
მცირე გამოძიების მერე დავასკვენი, რომ ეს ფილმია : http://www.imdb.com/title/tt0279600/
საშინელი ამინდია იძულებული რომ არ ვიყო არც გავიდოდი სახლიდან :(
მთელი დღე ქოლგით ვიარე ისედაც, მაგრამ მგავცივდი ამის დედა ვატირე :(