Je m'appelle Eka..

August 17th, 2011 by Katiée

“წითელი” – by Nino Katamadze

როცა პირველად რუსთავი2-ის ეთერში თმაგაშლილი და ფეხშიშველი გამოვიდა და “ახ ტურფავ, ტურფავ” იმღერა, გარშემო მიმოვიხედე და სხვების რეაქციას დავაკვირდი, შეიძლებოდა თუ არა მეთქვა რომ მე ძაალიან მომეწონა.

მას მერე კარგა ხანი გავიდა და მისმა სიმღერებმა დროს კი ნამდვილად გაუძლო, თუმცა ახალს და განსხვავებულს ქართველი მაყურებელი თითქმის უშედეგოდ ელოდა.

შარშან, როგორც იქნა, ნინო ქათამაძის ახალი ალბომი – “წითელი” გამოვიდა. სამწუხაროდ არ მიყიდია, არც სხვაგან მომისმენია, მხოლოდ კონცერტის კადრები ვნახე TV-ში და რიგი მიზეზების გამო დიდად ვერ აღვფრთოვანდი (იხ. ქვემოთ).

და აი, რამდენიმე დღის წინ ნინო ქათამაძისა და ინსაითის youtube არხზე “წითელი”-ს ჩაწერების დროს გადაღებული ნახევარ საათიანი ფილმი დაიდო (გული დამწყდა რომ ეს კარგი ფილმიც არაქართველი რეჟისორის გადაღებულია. ანუ ქართველებს მუსიკალური ალბომის გარშემო გადაღებული ფილმი ჯერ ისევ არ გვაქვს).

ამ შავ-თეთრ ფილმში ნამდვილ და ბუნებრივ ნინო ქათამაძეს იხილავთ – გაშლილი ან მსუბუქად შეკრული ქერა თმით, წყლისფერი თვალებით, ტანზე უდარდელად შემოხვეული ტანსაცმლით და არაჩვეულებრივი ხმით. არაფრით მესმის, რა დაუშავა საკუთარ დიზაინერს ასეთი, რომ კონცერტებზე ულამაზეს თმას ბოხოხად უქცევს, ცისფერ თვალებს ლურჯ-მწვანე-ოქროსფერი ტენებით უფარავს, სახეს – 1 ტონა მაკიაჟით, ტანზე კი ვაშლ-მსხალ-ატმით დახუნძლულ, უცხოპლანეტელი თოჯინის კაბას აცმევს? დავიჯერო ამ სიმღერების შესრულება ასეთ ტანსაცმელში მოსახერხებელია ან ერთი მეორეს შეესაბამება?

Nino Katamadze - "Red"

შეეშვით რა ნინო ქათამაძეს, ხალხი არ ხართ? შეეშვით..


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273