დღის ერთ-ერთი სიახლეთაგანი: საპატრიარქოს მორიგი განცხადება და საპასუხო ვირტუალური ისტერია დევიზით: “მოვუწოდებთ პარლამენტს არ დაემორჩილოს პატრიარქს!”
მოდი, ჯერ ვნახოთ რა არის საპატრიარქოს განცხადების ძირითადი თეზისები?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა.
“მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა – მეორე და მესამე მოსმენა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს”
“თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული” - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
ახლა მაინტერესებს, სანამ ისტერიკას გამართავდნენ, რამდენმა იცოდა და თუ არ იცოდა, რამდენმა ჩახედა კანონს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ და დაფიქრდა, არის კი საერთოდ მიზანშეწონილი, რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას (მათ შორის, მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას) ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი?
ზარმაცებისთვის სპეციალურად ამოვაკოპირე ამ კანონის მე-2 მუხლი:
მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება (21.11.2008 N 542)
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. (10.12.2010. N3973)
ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს უკვე აქვს, რატომღაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი – სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მრავალი სხვა სსიპ-ის მსგავსად, არ ნიშნავს იმას, რომ ა პრიორი კარგია, თუ ყველა სხვა რელიგიური წარმონაქმნიც კანონისა და კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე შეიქმნება/გაუქმდება და სახელმწიფო კონტროლით იფუნქციონირებს.
იქნებ პირიქით, ცუდია ეს და მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანაბარ პოზიციაში ჩაყენების გამო, სულაც არ ღირს ამ კანონის მიღება? და თქვენ მხოლოდ იმიტომ უჭერთ მხარს, რომ პატრიარქმა (რომელსაც ძაალიან ხშირად კატეგორიულად არ ვეთანხმები მეც და ამის გამო მეგობრების რისხვას ხშირად ვიმსახურებ) დაასწრო სხვას და ითხოვა, იქნებ ჯერ განგეხილათ და სამსჯელოდ გამოგეტანათო???
თუ შვეიცარიაში ეკითხებიან მოსახლეობას აზრს ყველა, მცირე მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისასაც კი, მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე, ჩვენ რა ვართ ასეთი, რომ კატეგორიულად არ გვინდა, მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებისას, უბრალოდ აზრი მაინც გვკითხონ???
UPDATE: ცვლილება შეტანილია, ოღონდ სრულიად საოცარი სახით: საჯარო სამართლის იურიდიული პირზე, რომლის სახითაც რეგისტრაცია შეუძლია რელიგიურ გაერთიანებას, არ გავრცელდება კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირრების შესახებ, არამედ ზუსტად იგივე ნორმები (სამოქალაქო კოდექსიდან), რაც არაკომერციულ იურიდიულ პირებზე (NGO-ები, კავშირები, ფონდები), როგორც აქამდე. ანუ ეს იქნება შინაარსით კავშირი, სახელწოდებით – სსიპ. აზრი?






ზუსტად ეგ არის “ულტრა-ლიბერალების მორიგი ვირტუალური ისტერია” – ასეთი პეიჯების შექმნაზე უკვე აღარც მეცინება.
კარგია რომ არ დაგეზარა და დაწერე. Share
მეც გეთანხმები, თამუ და მადლობა, კატიე!
ერთია, იზიარებდე ლიბერალურ ღირებულებებს და მეორეა, გეზიზღებოდეს ერთი ადამიანი და ყველა მის ნათქვამში ძალადობას ეძებდე :)
პ.ს. მითხარი, შენს გახარებას, რომელი ფილმიდან გაქვს ეს ნაწყვეტი, ტომ უელინგი თავგამოდებით რომ კოცნის ამ ლამაზ გონონას? – ბლოგის ვიდჯეტს ვგულისხმობ :)
[ არ ვიცი :D შენც დაიტანჯე ხო? :D მე ბიჭის გვარიც არ ვიცოდი, ისე დავაკოპირე. დაგუგლე და imdb-ზე იქნება, მერე მეც მითხარი ;) ]
ცხელ გულზე ატინგიცება და საქმეში გაურკვევლად აჟიტირება უკვე ერთგვარ ტენდენციად იქცა
+1
http://news.am/eng/news/66858.html
აჰა, უკვე ნიუსი, როგორ ვჩაგრავთ სომხებს.
დამპალი ქართველები :D
თემას რაც შეეხება:
რა შუაშია სსიპ რელიგიასთან? მართლმადიდებლური რელიგიაც სსიპ არის და პატრიარქი მინისტრია? :D რამდენი დაუნი ჯია (იმერულად) პარლამენტში :D
ეგ უკვე კარგა ხანია მასეა, ანუ ეგ სტატუსი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას კონკორდატიდან მოყოლებული.
ოღონდ, უფრო საოცარი ისაა, რომ ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, ასე ვთქვათ, ფორმალურია, 100%-ით და არანაირ იმ უფლებებს და ვალდებულებებს არ მოიცავს, რაც შესაბამისი (ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი) კანონითაა გათვალისწინებული და ეს განსხვავებული სსიპ არც სადმე სხვაგან არის რეგულირებული. მაშინ რა გამოდის, აიპ და სხვა ტიპის ორგანიზაციების ფორმა არ აქვთ და ეს, ჰაერზე არსებუი სსიპ არაფერს ნიშნავს.
აზრი?
ზუსტად ეს ვიკიტხე წუხელ პირველად, როცა პატრიარქის განცხადება და მისი მხარდამჭერი მოწოდებები გავრცელდა, რას გულისხმობს საჯარო იურიდიულ პირად რელიგიური ორგანიზაციის გაფორმება-მეთქი.
გმადლობ, რომ აქ მაინც გავიგე, რა არის ეს საჯარო იურიდიული პირი.
სხვანაირად არც მხარდაჭერასაც და არც წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და უფრო ისტერიას ჰგავს, ვიდრე აზრის დაფიქსირებას.
აბსოლიტურად გეთანხმებით, კატიე, თამუნა, ზურიუს!
პ.ს. ვიჯეტს რაც შეეხება “Smallville”-ის ერთ-ერთი სერიიდანაა სავარაუდოდ, სხვაგან არც უთამაშია უელინგს :)
ეკა, აბსოლუტურად მართალი ხარ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფაქტი ერთია – ორმხრივი ისტერია. ერთი, რაც შენ ახსენე და მეორე – “როგორ გაბედეს კანონის მიღება პატრიარქის ზურგს უკან, ეგ სატანისტები, აღარაფერი დარჩა წმინდა ამათთვის”…
არა მგონია, საპატრიარქომ არ იცოდეს, თუ ხელისუფლების მიმართ როგორ ნეგატიურ რეაქციას იწვევს საზოგადოებაში მისი პროტესტი, რაც არ უნდა უწოდოს ამას თვითონ – თხოვნა, განცხადება თუ რჩევა. ჰოდა, სწორედ ამიტომ ეს თხოვნა და განცხადება ხალხში პანიკის მიზანმიმართულად ატეხვას უფრო ჰგავს… უამრავი სხვა, ასე ვთქვათ, “უსამართლო” კანონი მიუღიათ საჯარო განხილვის გარეშე, მაგრამ რომელზე ატყდა ასეთი ამბავი?
ეს მეორე ჯგუფი საერთოდ ის კატეგორიაა, რომელიც დეპრესიაში მაგდებს, ასე მგონია, არაფერი გვეშველება :| მაგ თემაზეც რომ დამეწერა, ვერ ამოვწურავდი, სხვა დროს და ცალკე. ამჯერად არც ჩავთვალე ყურადღების ღირსად.
ჰო, დამავიწყდა მეთქვა,
რაც შეეხება საპატრიარქოს მიერ ამბის ატეხვას, გეთანხმები, აბსოლუტურად არასათანადო პრეტენდენტია, მაგრამ სხვაც რომ არავინ იღებს ხმას? ამ საკითხზე:
1. საჯაროდ უნდა ემსჯელა პარლამენტს (და არა შეეპარებინა და გაეპარებინა პროექტი)
2. უნდა ემსჯელა თავად იმ საზოგადოებას (სამოქალაქო საზოგადოებას – თუ გვყავს ასეთი), რომელიც ახლა, იმის გამო, რომ პატრიარქმა ‘დაასწრო’ და თქვა, ჯინაზე მზადაა ყველანაირი კანონი გავიდეს, რაც კი ამ კაცის პოზიციის საწინააღმდეგო იქნება.
საბასთან დავწერე და აქაც დავაკოპირებ:
”რამდენად კარგია თუ ცუდი და რა შედეგებს მოიტანს გინდაც ის რომ საპატრიარქოს აქვს იგივე სტატუსი, მე ჩემი მოკლე ჭკუით არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ მსგავს წარმონაქმნს რომელიც ფუნქციონირებს ქვეყანაში, ჰყავს ”თანამშრომლები”, აქვს ქონება, აქვს სხვადასხვა ვალდებულებები თუ უფლებები, გასცემ მოწმობებს (ჯვრისწერის, ნათლობის და ა.შ. საჭიროა ბეჭედი, ხელმოწერა, სხვადასხვა ატრიბუტიკა) გინდა არ გინდა რაღაც სტატუსი უნდა ჰქონდეს, მარტივი იურიდიული ფორმალობაა.”
ისეც ვერ იქნება ხო რომ მთლად რაღაც ფორმალური სტატუსის გარეშე იყოს – ელემენტარული რეალობაა, როცა არ ხარ სადღაც უკაცრიელ კუნძულზე და ხარ სახელმწიფოში.
უნდა იყოს კიდეც და ამიტომაა ის დანარჩენებიც რომ ითხოვენ ფორმალურ სტატუსს. მაგრამ, როგორ ფიქრობ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი სტატუსი ცუდია (ქმნიან და აუქმებენ მისივე წევრები, დამფუძნებლები)?
რაღა მაინცდამაინც სახელმწიფოს მიერ შექმნილობა უნდათ სამინისტროსავით და დეპარტამენტივით, გადაირევი რა, მე შენკენო და შენ ეშმაკებისკენო, ასე ჭირთ :D
არ ვიცი არ ვიცი რა :D
რაც შეეხება მოწმობების გაცემას. სამწუხაროდ, მაგ სფეროში (სხვაგან არ ვიცი და) მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოწესრიგებული არაა სისტემა. არცაა გასაკვირი. ეს სამოქალაქო რეესტრი არაა, მოწმობებს კი იურიდიული ძალა არ აქვს. ბაზები და სერვერები არ აქვთ, ბუნებრივია, რეესტრებისგან განსხვავებით.
მე თვითონ შევესწარი, ჯვრის აყრის მოწმობის გარეშე როგორ უთხრა მეორე ჯვრისწერაზე უარი მღვდელმა წყვილს. სიტყვაზე არ ენდო. იძულებული გახდნენ, თოვლსა და ყინვაში თბილისში ახლობელი გაეგზავნათ მცხეთიდან და ჯვრის აყრის მოწმობა ჩამოეტანათ. ამის გამო დაახლოებით 2 სთ ვიყინებოდით მონასტერში.
იქვე იყო სხვა მეგობარი, რომელსაც წლების წინ პირველ მეუღლესთან ჯვარი აქვს აყრილი, ოღონდ მათთვის მღვდელს საერთოდ არანაირი მოწმობა არ მიუცია. გამოდის, რომ, როცა მეორედ დაიწერს ჯვარს, პრობლემა შეექმნება? სიტყვაზე თუ არ ენდნენ და იმ მღვდელს არ ემახსოვრება, როგორ დაამტკიცოს?
ასე რომ, მაგასაც არ შველის იურიდიული სტატუსი, სისტემა თუ არ მოაწესრიგე, გინდ არასამთავრობო ორგანიზაცია იყავი, გინდ შპს და გინდ სამინისტრო.
სამოქალაქო საზოგადოების არსებობა დღითიდღე მეტად დგება ჩემთვის ეჭვქვეშ :/
შუალედურად მოაზროვნე ადამიანს ვერ ვხედავ ირგვლივ, ან ერთი უკიდურესობაა, ან მეორე…
მე ვარ მასე შუალედურში. ზოგი რამე მომწონს ამათი და ზოგიც იმათი. გააჩნია რას აკეთებენ :)
იქ ვეღარ მივაწერე პასუხი.
მე მგონია რელიგიის დაბეგვრას დაიწყებენ. სადაც ყველა სფეროში ჩაყვნენ და წილების “ახევას” მიყვეს ხელი, დასაბეგრი აღარაფერი დარჩა და ეკლესიას მიადგნენ. ააიპ კიდევ ძლივს ირჩენს თავს (ნუ რაღაც პონტში).
ვფიქრობ რელიგიური გაერთიანება ცალკე ფორმა უნდა იყოს, სადაც არ შევა სახელმწიფოს სტრუქტურა და იქ 1 მმართველი (მართლმადიდებლურ სამყაროში კათალიკოს–პატრიარქი, მუსულმანურში – იმამი და ა.შ.) დაარეგულირებს ყველაფერს. საინტერესო დეტალი ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილებებიდან:
დღესდღეობითაც კი, სასაფლაოები საპატრიარქოზე არ არის გადაცემული. თბილისის ტერიტორიაზე მერია არეგულირებს ადამიანის დაკრძალვას და საკმაოდ ცუდადაც, თითქმის ყველა დირექტორი დაჭერის კანდიდატია. ამ ფაქტიდანაც ჩანს სახელმწიფოს დამოკიდებლება ეკლესიის მიმართ. სესაბამისად სსიპში მერე საგადასახადო შევა, ან სოდი შევა.
რავიცი, ვნახოთ…
Pingback: 10 ივლისის აქციის ქრონიკის კრიტიკული მიმოხილვა | Je m'appelle Eka