დღეს დილის 8 საათზე ბებიაჩემის დამ (74წ) ოპერაცია გაიკეთა – ბარძაყის ყელის მოტეხილობა, ძვლის თავის პლასტიკური ოპერაცია.
დილიდან, მას შემდეგ, რაც საოპერაციოდან რეანიმაციაში გადაყვანის დროს 2 წამით თვალი მოკრეს, ოჯახი ცდილობს გაიგოს როგორ არის და ელოდება შეპირებულ რამდენიმე წუთიან ვიზიტს რეანიმაციაში, რომ საკუთარი თვალით ნახონ, არის თუ არა ასაკოვანი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი.
მოგეხსენებათ ჩვენი საავადმყოფოების ზედმეტად ‘ფრთხილი’ დამოკიდებულება რეანიმაციული პაციენტების მიმართ (იგივეა სამშობიაროების უმრავლესობაში) – მაღალფარდოვანი ტონით ექიმები გეუბნებიან, რომ პაციენტი კარგად არის და უფლება არ გაქვს გარედან, შუშის კედლის მიღმა მაინც შეხედო და დარწმუნდე, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დილის მერე, ოჯახმა არა თუ პაციენტის, არამედ ექიმის ნახვის უფლებაც ვერ ‘დაიმსახურა’ და მხოლოდ სანიტარი აძლევს პასუხს, რომ ‘შესვლა არ შეიძლება’!
იმ უამრავი შემთხვევის ფონზე, რაც ტელევიზიით ვრცელდება სამედიცინო შემთხვევების შესახებ, როცა ოპერაცია ღმერთმა უწყის ვისი მიზეზით, საბედისწეროდ მთავრდება, ბუნებრივია, ნდობა, თუნდაც საუკეთესო ექიმების მიმართ, ძალიან ძნელია და შეუძლებელია მშვიდად დაიძინო, როცა არ იცი, როგორ არის 74 წლის ნაოპერაციევი დედა.
არის ვინმე, ვისაც შეუძლია ამიხსნას, რა არეგულირებს ექიმების ასეთ თვითნებობას და ვინ არის პაციენტი: სამედიცინო სერვისის მომხმარებელი თუ პატიმარი, რომელთა ნახვაც, სხვათა შორის, ავადმყოფებისაგან განსხვავებით ადვოკატს მაინც შეუძლია????????






ძალიან ცუდს აკეთებს საავადმყოფოს დირექცია და ექიმები, როდესაც ასე “იკეტებიან”. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს. მეორეს მხრივ, ისეთი დაშინებულები არიან, ეკალხლართიანი ღობეები რომ არ აქვს საავადმყოფოებს, ის მიკვირს.
ერთის მხრივ, მესმის ექიმების აგრესიული უარის, გამომდინარე პაციენტების ახლობლების ზღვარგადასული საქციელიდან – სტუმრობა გოჭებით, ქათმებით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებით, ლეიბებით და საკუთარი ‘სტენკებით’, მაგრამ ორ უკიდურესობას შორის ხომ არის შუალედი მაგალითად, ერთ-ერთ სამშობიაროში აბეზარი შამპანიურიანი მამისა და ძმაკაცების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად დააყენეს სკაიპი დედების ოთახში და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ 1 ლარის გადახდის საფასურად, დალაპარაკებოდნენ დედას და სკაიპში ენახათ ბავშვი. ნუ ახლა, ჩაჩქმეტა ერჩივნათ ალბათ, მაგრამ ასე ორივე ინტერესი დაკმაყოფილებულია: ახლობლები ‘ნახულობენ’, სისუფთავე – დაცულია.
ანალოგიურად შეიძლება რეანიმაციულ განყოფილებებში: შუშის კედელი, რამდენიმე წუთიანი ვიზიტი (მხოლოდ უახლოესი ოჯახის წევრების) პირბადით, ხალათით და ბახილებ-ხელთათმანით, თუნდაც გადაახდევინონ ამ ერთჯერადი გამოსაცვლელების ფული.
ბოლოს და ბოლოს, ავადმყოფი ოქროს ბეჭედი ხომ არაა, ლომბარდში დატოვო და სანამ გასატანად არ მიხვალ, არც გაჩვენონ? :@
: ( ძალიან ცუდი სიტუაციებია საერთოდ საავადმყოფოებში, ეს კიარა მარტო.. :(