როგორ (არ) უნდა მივულოცოთ ახალი წელი

1 იანვრამდე

- გილოცავ დამდეგ ახალ წელს! მრავალს დაესწარი, იხარე, იბედნიერე, ყველაფერი კარგი და საუკეთესო დაგბედებოდეს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, გათხოვება/ცოლისმოყვანა, ახალი სამსახური, ბევრი ფული, წარმატება!
- მადლობა, გაიხარე, შენც ასევე, მრავალი მომელოცოს! “

1-დან 13 იანვრამდე

“- გილოცავ ახალ წელს, შობას! მრავალს დაესწარი, იხარე, იბედნიერე, ყველაფერი კარგი და საუკეთესო დაგბედებოდეს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, გათხოვება/ცოლისმოყვანა, ახალი სამსახური, ბევრი ფული, წარმატება!
- მადლობა, გაიხარე, შენც ასევე, მრავალი მომელოცოს!”

13-დან 14 იანვრამდე

“- გილოცავ შობას, დამდეგ ძველით ახალ წელს! მრავალს დაესწარი, იხარე, იბედნიერე, ყველაფერი კარგი და საუკეთესო დაგბედებოდეს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, გათხოვება/ცოლისმოყვანა, ახალი სამსახური, ბევრი ფული, წარმატება!
- მადლობა, გაიხარე, შენც ასევე, მრავალი მომელოცოს!”

14-დან 19 იანვრამდე

“- გილოცავ ძველით ახალ წელს! მრავალს დაესწარი, იხარე, იბედნიერე, ყველაფერი კარგი და საუკეთესო დაგბედებოდეს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, გათხოვება/ცოლისმოყვანა, ახალი სამსახური, ბევრი ფული, წარმატება!
- მადლობა, გაიხარე, შენც ასევე, მრავალი მომელოცოს!”

19 იანვრიდან და ასე უსასრულოდ შემდეგ წლამდე

“- გილოცავ გასულ ახალ წლებს(!), ნათლისღებას, ყველაფერს ერთად! მრავალს დაესწარი, იხარე, იბედნიერე, ყველაფერი კარგი და საუკეთესო დაგბედებოდეს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, გათხოვება/ცოლისმოყვანა, ახალი სამსახური, ბევრი ფული, წარმატება!
- მადლობა, გაიხარე, შენც ასევე, მრავალი მომელოცოს!”

Drunk Santas

აი ისე, ზემოთ რომ წერია, არ უნდა მივულოცოთ ! (მაგრამ სხვა გზაც რომ არ არის? :D)

This entry was posted in Bla-Bla-Bla, This is funny and tagged , . Bookmark the permalink.

21 Responses to როგორ (არ) უნდა მივულოცოთ ახალი წელი

  1. არ უნდა მიულოცო კარგია :დ
    ისე, მე მარტო გილოცავთ–ით შემოვიფარგლები ^_^

  2. დეიდაჩემის ტვიფრი ფრაზა: ხვავი, ბარაქა, მილიონი ევრო :D :D :D

  3. ბაჩო says:

    აუფ, მე მიგრძელდება
    21 იანვარი
    23 იანვარი
    27 იანვარი
    28 იანვარი
    გილოცავთ გასულ დღესასწაულებს და დაბადების დღეს, მრავალს ….
    :D
    პ.ს. მგონი კიდევ რიცხვები დამაკლდა.
    მოკლედ 1 თებერვალს პატრულმა რომ გამაჩეროს უეჭველი ჯარიმა მაქვს ხოლმე :D

  4. Dv0rsky says:

    რატომ არაა სხვა გზა? ვაბშე არ ვულოცავ არავის 2 რიცხვის მერე :) არაფერს არ ვულოცავ. ვინმე თუ მეტყვის – მეც-მეთქი, ვეუბნები.

    ისე, ხშირად ხდება, რომ რაღაცეებს მილოცავენ და მე არ ვიცი ხოლმე, რას. მერე აღმოჩნდება, რომ ნათლისღებაა, ან ჯვართამაღლება და მსგავსი :) მაგრად ვხალისობ ხოლმე მაგათ დაბნეულ სახეებზე :)

  5. Pingback: საძველწლო ვარიაციები « Litterator's Blog

  6. David says:

    წელს საერთოდ გადავწყვიტე არავისთვის არ მიმელოცა :) ალბათ ნაწყენთა ასეულები დავაგროვე, მაგრამ მარაზმის გამრავლებაში მაინც არ მიმიღია მონაწილეობა :)

      • Katiée says:

        მგონი მეც, წელს ძალიან ცუდად მოვიქეცი და ამას დაემატა ბანძი ტელეფონი (რომელზეც სმს აკრება მეზარება) და ისევ ბანძი ტელეფონი, რომელშიც ძველი, გაფუჭებული ტელეფონიდან ნომრები არ გადმომიტანია, შესაბამისად, სმს-ების უმრავლესობის ავტორები ვერ გამოვიცანი :D
        დაილოცოს ფეისბუქი :D

  7. fsyche says:

    hhaha zustad magze vkaifobdi 31-shi

    • Katiée says:

      სულ არ მეკაიფება :| დავიღალე ახალ-ახალი მილოცვა/პასუხების მოფიქრებით :|

  8. საერთოდ არავისთვის არ მიმილოცია, მისალოცი სტატუსიც კი არ დამიწერია ^^ თუ ვინმე მილოცავდა, მადლობას ვუხდიდი და “იგივეს გისურვებ”–ფრაზოთ შემოვიფარგლები ხოლმე :D

  9. fiqro says:

    ჰეეჰეე ამიტომაა თითქმის არავისთვის არ მიმილოციადა მილოცვებიც მინიმალური მივიღე

  10. მძიმე) says:

    მეც მინიმალური მილოცვა მივიღე ამ წელს:) და ავცდი პასუხებასც:D:D:D

  11. prodigycow says:

    მე დავწერ კიდე ერთს. აი ერთმა ასე მომილოცა:
    გილოცავ ახალ წელს, მრავალ 2011 წელს დაესწარი.

  12. Pingback: რატომ ვერ იტანენ ახალ წელს ‘დიდები’? | Je m'appelle Eka

  13. Agasfer says:

    მე ახლა ვიღაცამ მომწერა, ქართულ ახალ წელს გილოცავო და ნომერი ვერ ვიცანი.

    • Katiée says:

      მე შარშან ტელეფონი გამოცვლილი მქონდა და იმდენმა მომწერა, ვერ ვიცანი და დავტოვე უპასუხოდ, რომ წელს 4-5 ახლობლის გარდა აღარავის მოულოცავს :D

Leave a Reply