Je m'appelle Eka..

April 19th, 2011 by Katiée

მშვილდოსანი | პრეზიდენტის ჰოროსკოპი

ლინდა გუდმანის მიხედვით

Sagittarius: Nov.23 - Dec.21

მშვილდოსანს ნებისმიერ საღამოზე ხმაურიანი კამპანიის ცენტრში წააწყდებით. იგი სხვადასხვა სასაცილო ამბებს მოყვება და ყველას ყურისწამღებად ახარხარებს თქენს დანახვაზე თანამეინახეებს მიატოვებს, მოგიახლოვდებათ და მთელი ძალით შემოგკრავთ მხარზე ხელს: “ყოჩაღ ძველო! შენი წლების კვალობაზე შესანშნავად გამოიყურებიო!”

მისი ასეთი საქციელი, ცხადია, აღტაცებას არ მოგგვრით, უფრო განაწყენდებით. შემდეგი შეხვედრისას კი შეეცდებით მოერიდოთ, იგი კი ამას გულწრფელად გაიოცებს. რა დაგემართათ? თქვენ რა, მასზე ნაწყენი ხართ? მას ხომ ცუდი არაფერი უთქვამს, პირიქით, კომპლიმენტი გითხრათ.

როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, მოგიწევთ აღიარება, რომ მშვილდოსანი ცამდე მართალია. მას მართლაც არ უნდოდა თქვენი შეურაცხყოფა და გულწრფელად წუხს, თუ ეს უნებურად მოუვიდა.

ასეთია მშვილდოსანი, გონებამახვილი, საზრიანი, მხიარული და გულმართალი. ერთადერთი, რითიც იგი ნამდვილად ვერ დაიტრაბაებს, ტაქტიანობაა. თუმცა თვითონ დარწმუნებულია, რომ დიპლომატიურობის განსახიერებაა.

მშვილდოსანს ნათელი, ცოცხალი და ეშმაკური თვალები აქვს. ბავშვობასა და სიყმაწვილეში ბევრი მათგანის შუბლზე ჩამოშლილი ურჩი ქოჩორი ცხენის ფაფარს მოგაგონებთ. მოგვიანებით, როცა იგი ვარცხნილობას იცვლის, ან მელოტდება, ძველ ჩვევას ვერ ღალატობს და თავის ან ხელის უნებლიე მოძრაობით არარსებულ ქოჩორს ისწორებს.

მშვილდოსნები ძალიან მოძრავი და მოუსვენარი ხალხია. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ძლებენ და და სულ სადღაც ეჩქარებათ. ძალიან უყვართ ცხოველები და ხშირად შეხვდებით ცხენზე ამხედრებულს ან ძაღლთან ერთად მოსეირნეს.

იუპიტერს თავის მფარველობაში მყოფთათვის საოცარი უშიშრობა მიუნიჭებია, ამიტომ, ტიპიურ მშვილდოსანს სახიფათო პროფესიები იზიდავს. მშვილდოსნებს სიგიჟემდე უყვართ სისწრაფე, მანქანას კისრისტეხით ატარებენ, ხოლო თვითმფრინავით მოგზაურობას აღმერთებენ. ბედთან და სიკვდილთან თამაში მშვილდოსნისათვის დამახასიათებელია.

მშვილდოსნები უჩვეულოდ ყბედები არიან. რასაც ფიქრობენ, უმალ უნდა წამოროშონ. ასეთი გაუფრთხილებლობა კი ხშირად საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

მიხედავად იმისა, რომ მშვილდოსანს შეუძლია გაგანაწყენოთ (თუმცა თვითონ ამას ვერ იგრძნობს), მასზე დიდი ხნით ბოღმას ვერ ჩაიხვევთ. იგი სიმართლეს იმიტომ კი არ გეუბნებათ, რომ თქვენი წყენინება უნდა, პირიქით, დახმარება გულით სწადია. მისი აზრი, ხშირად გასათვალისწინებელია. სხვა თუ არაფერი, არ წაგეპირფერებათ მაინც.

ჩვეულებრივ, მშვილდოსანი მხიარული ადამიანია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი ცეცხლის ნიშანია და შეიძლება უცებ აენთოს, თუ ვინმე ავიწროვებს, ან ზედმეტად ფამილარულად ექცევა. მისთვის ასევე დამახასიათებელია ხელისუფლებისადმი ერთგვარი უპატივცემულობა და არსებული წესების წინააღმდეგ გალაშქრება.

მშვილდოსანი გაჭირვებულს გვერდს გულგრილად არსოდეს აუვლის. ამასთან, მამაკაცები სიამოვნებით ჩაერთვებიან აყალ-მაყალში, ქალები კი შეურაცხმყოფელს ისე გამოთათხავენ, რომ მის იქ ყოფნას მწარედ ანანებენ.

რამე უსამართლო ბრალდებამ მშვილდოსანი შეიძლება გააფთრებამდე მიიყვანოს. იგი მუშტებით გეცემათ და იქნებ ისე გაგალამაზოთ, რომ მეორედ მისთვის ცილისწამება აზრადაც არ გაივლოთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩაგდების შემდეგ, პატიებას გთხოვთ და საავადმყოფოშიც თვითონ წაგიყვანთ. მთელი უბედურება იმაშია, რომ მშვილდოსნები ჯერ ლაპარაკობენ და აკეთებენ, საქციელს კი მერეღა უფიქრდებიან.

მგზნებარე სულის პატრონები ხშირად თან ჰყვებიან საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს რელიგია, თუ ჯამბაზების ბალაგანი.

ვინც მშვილდოსნისთვის ძვირფას გრძნობას, პიროვნებას ან ნივთს სასაცილოდ გაიხდის, მისი სახით მრისხანე მტერ შეიძენს. იგი შხამიან ისრებს ისე მარჯვედ ისვრის, რომ სამიზნეს ვერანაირი ჯავშანი ვერ იხსნის.

მშვილდოსნებს უყვართ ცვლილებები ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე, მოგზაურობა და ხეტიალი.

ნებისმიერი ასაკისა და სქესის მშვილდოსანი ბავშვურად მიამიტი, მხიარული, გულღია და ოპტიმისტია. მას ჯიუტად არ სურს აღიაროს, რომ ცხოვრება სერიოზული რამაა და ძალიან განიცდის, როცა ხედავს, რომ ასე არაა. იუპიტერი ყოველივე დადგენილისა და ჩვეულებრივის წინააღმდეგია, რაც კი მშვილდოსანს ოდნავ მოსაწყენად ეჩვენება.

თუ ქარაფშუტობით ჯანმრთელობა არ გაიფუჭა, ყველა შანსი აქვს, ღრმა სიბერეს ნათელი გონებითა და კარგი მეხსიერებით შეხვდეს.

მშვილდოსნები ბუნებით აზარტულნი არიან. იშვიათად, თუ რომელიმე მათგანი გაუშვებს შესაძლებლობას, ბედი სცადოს ლატარიაში, რულეტში ან რბოლაზე. ლას-ვეგასი და მონტე-კარლო მათი უსაყვარლესი ქალაქებია.

სიყვარულისადმი მშვილდოსნებს ძალიან რომანტიული, მაგრამ არამდგრადი დამოკიდებულება აქვთ.

მათ ნაკლებსასიამოვნო თვისებებს შორის აღსანიშნავია ფიცხი ხასიათი, ექსცენტრულობა, გესლიანი სარკაზმი, ყბედობა და უზომო სმა-ჭამა.

მშვიდლოსნები უჩვეულოდ გულუხვნი არიან. თუ სესხი მოგცათ, არასოდეს არ გკითხავთ, როდის დაუბრუნებთ, მოთმინებით დაგელოდებათ, სანამ ვალის გადახდა მოგეხასიათებოდეთ. მშვილდოსანი ქალი სიამოვნებით იშვილებს ობოლ ბავშვს და უპატრონო ლეკვს ან კნუტს სახლიდან არასოდეს გააგდებს.

მშვილდოსნებს ფენომენალური მეხსიერება აქვთ. შეუძლიათ დეტალებში გაიხსენონ, რა მოხდა ამა თუ იმ დღეს, მაგალითად, ათი ან სულაც ოცი წლის წინათ 14 აპრილს. მშვენივრად ახსოვთ უმნიშვნელო წვრილმანები წიგნებიდან და ფილმებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვობაში აქვთ წაკითხული და ნანახი. მართალია შეიძლება საფულე ან ხელთათმანები დაკარგონ, ვერ გაიხსენონ, სად დადეს გასაღები, ამგრამ ეს უკვე სლ სხვა საკითხია.

უჩვეულოდ გულმართალი მშვილდოსნები არასოდეს ტყუიან, მაგრამ თუ მდგომარეობამ მაინც აიძულათ ამის გაკეთება, მათი ტყუილი ყველასათვის ნათელი იქნება.

ცხოვრება მშვილდოსნისთვის თეატრი, ან, უფრო სწორად, ცირკია, რომელშიც იგი ჯამბაზის როლს ასრულებს. არენაზე თვალისმომჭრელი ცისფერი ბალახონით გამოდის, სახეზე გრიმი უსვია, თვალები განცვიფრებისა და აღტაცებისაგან უბრწყინავს. უეცრად გრძელცხვირიანი ფესაცმლით ხალიჩაზე წაიბორძიკებს და მოუხეშავად ეცემა, მაგრამ უმალ ფეხზე დგება და ხალხის ხარხარ-ოვაციებში თავბრუდამხვევ ტრიუკებს ასრულებს. თითებს ფირუზის ბეჭდები უმშვენებს, ხოლო ფეხზე ციცქნა ზანზალაკები შეუბამს რომელთა მელოდიური წკრიალი მსმენელთ შორეული, უხილავი ეკლესიის ზარების როკვას აგონებთ. მშვილდოსანი ხასხასა წითელ ლოყებს დაბერავს და ბრჭყვიალა კალის საყვირში მხიარულად ჩაბერავს, გულზე კი დიდი წითელი მიხაკი აბნევა.

კეთილშობილი, მამაცი, იდეალისტი მშვილდოსანი ისეთივე მხიარულია, როგორიც მისი საყვარელი დღესასწაული – შობა. მისთვის წარმატების მომტანი ქვა ფირუზია. ხალისიანი, გულკეთილი მშვილდოსანი შემართავს თავის მშვილდს და ისარი შორს, ღრუბლებსა და ვარკვლავებს იქით მიფრინავს. იქ, სადაც იბადება ოცნება.

მშვილდოსნის ნიშნით დაიბადნენ:

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
უოლტს დისნეი
მარია კალასი
ფრენკ სინატრა
მარკ ტვენი
უინსტონ ჩერჩილი
დავით ევგენიძე
ზურაბ ჟვანია
მიხეილ სააკაშვილი

მშვილდოსანი – მამაკაცი

არ მინდა თავიდანვე იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ მშვილდოსნები ძნელად მოსახელთებელი ხალხია (როგორც პირაპირ, ისე გადატანითი მნიშვნელობით)

დავიწყოთ იმით, რომ მშვილდოსანი ყოველთვის რაღაც საქმით არის დაკავებული, ან ვინმეს შველის გაჭირვებაში, ან სადღაც ეჩქარება, ხოლო თუ ერთ ადგილას დგას, უთუოდ ხალხითაა გარემოცული და რარაც მხიარულ ამბავს ყვება. ამიტომ ან სწრაფი სირბილი უნდა იცოდეთ, ან იდაყვებით მუშაობა, რომ მშვილდოსნამდე როგორმე მიაღწიოთ.

ბედი ხშირად ანებივრებს მშვილდოსანს და მისი ძირითადი ღირსებაც, სწორედ აქედან იღებს სათავეს.

თუ იგი ოქროს საძიებლად მიემმგზავრება, შესაძლოა ოქრო ვერ იპოვოს, მაგრამ სახელდახელოდ ურანის საბადო აღმოაჩინოს. იქნებ თქვენ ათასჯერ დაიხაროთ ტროტუარზე დაგდებული რარაც ბრჭყვიალა ნივთის ასაღებად და ხელთ საღეჭი რეზინის ქაღალდი შეგრჩეთ, მშვილდოსანი კი ვიღაცის დაკარგულ ბრილიანტის ბეჭედს გადააწყდება. ბედის ასეთმა წყალობამ არ შეიძლება ოპტიმისტურად არ განაწყოს.

მშვილდოსანს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ახვევია, მტრები კი თითქმის არ ჰყავს. მის მხიარულ და ბედნიერ პიროვნებას, ცხადია, ეს ფაქიტიც განაპირობებს.

ახლა კი სიყვარულის პრობლემებზე ვისაუბროთ: ქალები მშვილდოსნის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ვერ გებულობენ და რაიმე უფრო სერიოზული ჰგონიათ. არადა, თავქარიანმა მშვილდოსანმა შესაძლოა ადვილად შეიყვაროს ვინმე. მაგრამ ეს სულარ არ ნიშნავს, რომ კუბოს კარამდე ეყვარება. ხშირად ეს უბრალო გატაცებაა. თუ მისი გატაცების ობიექტმა ჭეშმარიტი ზრახვები ვერ გაუგო და საქმისთვის სერიოზული მსვლელობის მიცემა სცადა, მშვილდოსანი ან ყოველივეს ხურობაში გაატარებს, ან ისე სწრაფად გაქრება, რომ “სატრფო” თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს.

მაგრამ თუ თქვენ გონიერი ქალიშვილი ხართ, რომელსაც თავი მხოლოდ შლაპის სატარებლად არ აბია და თუ გსურთ, მშვილდოსანი თქვენს ბადეში გააბათ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

ნუ იქნებით ეჭვიანი. ნუ შეზღუდავთ. არასოდეს ჰკითხოთ, სად იყო. არ დაემუქროთ, რომ მიატოვებთ. ნუ მოუწყობთ ისტერიკებს. საშუალება მიეცით, თავის ნებაზე მოიქცეს და ეცადეთ, ცხოვრებას მისი თვალებით უყუროთ, მისი თამაშის წესებით იხელმძღვანელეთ.

ეცადეთ იყოთ ისეთი, როგორიც მას უნდა. იყავით მოძრავი. გიყვარდეთ სპორტი. იარეთ მასთან ერთად ლაშქრობებში. იყოლიეთ ძაღლი (სასურველია დიდი). იყავით გულუხვი და უშუალო. აგრძნობინეთ, რომ თქვენშიც ისევე ცოცხლობს თავისუფლების სული, როგორც მასში. დაარწმუნეთ, რომ მის გარდა ცხოვრებაში უამრავი სხვა ინტერესებიც გაგაჩნიათ. მერწმუნეთ, თუ ამას შეასრულებთ, მალე მშვილდოსანი გამოგიცხადებთ, შენისთანა მჭირდებოდა ცხოვრების თანამგზავრადო. ამ ეტაპზე ცოტა კიდევ უნდა შეაგულიანოთ. უთხარით, რომ შეუღლების წინააღმდეგი არც თქვენ ხაართ, ოღონდ მან თქვენი თავისუფლება შემდგომშიც არ უნდა შელახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დაშორება მოგიწევთ. ურიგო არ იქნება, თუ ამ დროს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დაგირეკავთ (ცხადია ამის წინასწრ ორგანიზება მოგიწევთ) და იქვე, მისი თანდასწრებით პაემანზე მოელაპარაკებით (აუფ, ეს რჩევა რაღაც არ მომწონს მე, ძაანაც ნუ გარისკავთ :D – katiee.ge) . ყურმილის დაკიდებისთანავე მშვილდოსანს მომხიბლავად გაუღიმეთ და უთხარით, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მეგობრებად დარჩებით ;)

გარწმუნებთ, ყოველივე ამის შემეგ, მალე მისი ცოლი გახდებით.

მშვილდოსანი ნათესაური კავშირების დიდი მოყვარული და პატივისმცემელი არ არის. თავისი ნატესავებით ტავს არ მოგაბეზრებთ და თქვენც ეცადეთ, თქვენიანებით არ შეაწუხოთ.

მისი მეუღლე რომ გახდებით, იგივე პოლიტიკას მიმართეთ, რამაც ქორწინებამდე მიგიყვანათ. საშუალება მიეცით, სადაც უნდა , იქ იაროს. ნუ გამოკითხავთ, სად იყო. თუ ხანდახან გაფიცხდება, გულის მოოხების საშუალება მიეცით. ნუ აყვებით ჭორებს და გჯეროდეთ მისი.

მშვილდოსანი მგზნებარე გულშემატკივარია და მასთან ერთად ტელევიზორში სპორტული გადაცემების ცქერა მოგიწევთ. თუ სასიამოვნო გარეგნობის და მხიარული ბუნების ხართ, იგი სტუმრად ერთად წასვლას შემოგთავაზებთ.

რაიმე ნიჭის დემონსტრირება მასთან თამამად შეგიძლიათ. ეს მას ძალიან მოეწონება. მისი ცოლი რომ გახდებით, წიგნების კითხვა არ შეეშვათ. მშვილდოსანს უინტელექტო ქალები არ უყვარს.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი გაგაკრიტიკებთ და ხანდახან არცთუ მთლად ტაქტიანად. რა გაეწყობა, ასეთია თამაშის წესები.

პატარა ბავშვები მშვილდოსანს თითქმის არ აინტერესებს. სამაგიეროდ, რაც უფრო წამოიზრდებიან, მეტ ყურადღებას დაუთმობს. მისთვის ბიჭები უფრო ახლობლები არიან, მაგრამ გოგონებთან განსაკუთრებით ნაზი დამოკიდებულება ექნება. სიამოვნებით გაერთობა ბაშვებთან ერთად სპორტით და ხშირად მოაწყობს ხოლმე ხანგრძლივ სეირნობებს. შვილებთან დამოკიდებულებაში სიმკაცრეს მხოლოდ ტყუილის შემთხვევაში იჩენს.

რაც შეეხება თქვენს საქციელს ბავშვების გაჩენის შემდეგ, როგორც კი მეუღლე დაგიძახებთ, ბავშვები ძიძას უნდა ჩააბაროთ და დაუყოვნებლის გაყვეთ, ლაშქრობაში იქნება თუ სადმე სხვაგან, სადაც იგი გეპატიჟებათ.

თუ ამ რჩევებს ყურს დაუგდებთ, მშვილდოსანთან ერთად საამური ცხოვრება სამარადჟამოდ უზრუნველყოფილი გექნებათ ;)

წიგნიდან “ამერიკული ჰოროსკოპი”


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273